გასამხედროებული ფორმირება

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გასამხედროებული ფორმირება — საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ფორმალურად სამოქალაქო პროფილისაა, მაგრამ, ფაქტობრივად, წარმოადგენს შეიარაღებულ პირთა ჯგუფს თავისი იერარქიით და ორგანიზაციული სტრუქტურით. არცთუ იშვიათად გასამხედროებული ფორმირებები წარმოადგენს კრიმინალური დაჯგუფებების თავშესაფარს. როგორც წესი, ასეთი ფორმირებები ჩნდება ისეთ ქვეყნებში, სადაც სახელისუფლებო ვერტიკალი სუსტია და ვერ აკონტროლებს სიტუაციას. საქართველოში ტიპური გასამხედროებული ფორმირება იყო მხედრიონი.

ავტორიტარული რეჟიმების დროს ასევე იქმნება რეჟიმის მხარდამჭერი გასამხედროებული ფორმირებები, რომლებიც არაოფიციალურად არსებობენ და ასრულებენ ხელისუფლების ბრძანებებს — არბევენ მიტინგებს, აშანტაჟებენ და უსწორდებიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ა. შ.

განვითარებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოებში პრინციპულად გამორიცხულია ნებისმიერი ტიპის გასამხედროებული ფორმირების არსებობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზურაბიშვილი, დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.