გარისის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან გარისის ბრძოლა 1556)
გარისის ბრძოლა
სეფიანების საქართველოში შემოსევების ნაწილი
თარიღი 1556
მდებარეობა გარისი, ქართლის სამეფო, ახლანდელი თეთრიწყარო
შედეგი ქართლის სამეფოს პიროსული გამარჯვება
მხარეები
ქართლის სამეფო სეფიანთა იმპერია
მეთაურები
ლუარსაბ I
სვიმონ I
შაჰვერდი სულთანი

გარისის ბრძოლა 1556 — ბრძოლა ქართველებსა და ყიზილბაშ დამპყრობლებს შორის. ამასიის ზავით 1555 წელს, ირანმა და ოსმალეთმა საქართველო დაინაწილეს. ქართლის მეფე ლუარსაბ I არ ცნობდა ამ ზავს და ბრძოლას განაგრძობდა. მან გაათავისუფლა მთელი ქართლი. ირანის შაჰმა თამაზ I-მა ლუარსაბის წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა განჯის ბეგლარბეგს შაჰვერდი სულთანს, რომელიც 1556 წელს ქართლში შემოიჭრა. ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი ლუარსაბ I-ისა და მისი ვაჟის სიმონ I-ის მეთაურობით მტერს სოფ. გარისის მიდამოებში შეეგება. ლუარსაბ I-ის ხანდაზმულობის გამო ბრძოლას მისი შვილი სიმონი სარდლობდა. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტრის ჭარბი ძალები. ერთ-ერთ შეტაკებაში ლუარსაბ I დაიღუპა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება