განხილვა:Hello world

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Dixtosa თემაში Hello World თუ გამარჯობა სამყარო?

ბატონო გიორგი, თქვენს მიერ ატვირთული გამოსახულება არ მომწონს. უფრო ორიგინალური გამოსახულება: შესრულებული პროგრამა საწყისი კოდის ფონზე შემიძლია მოგაწოდოთ. ხომ არ ჯობდა ის აგვეტვირთა?

სამწუხაროდ ეს ჩემი ატვირთული არაა, რაც შეეხება სურათს კი აონო, ატვირთეთ, ოღონდ ჯერ [1] ამ კატეგორიას გადახედეთ, ეგევ მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ილუსტრაცია, თუ არა და ატვირთეთ თქვენთის სასურველი. --George Mel , 10:05, 17 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

უცხოურ ვიკიპედიებში სათაური "თარგმანის გარეშე" წერია (პროგრამა hello world!, hello world (პროგრამა) ან უბრალოდ Hello world (!)) ჩვენც ხომ არ გადავიტანოთ?--მოცარტი 10:16, 17 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

Hello World თუ გამარჯობა სამყარო? რედაქტირება

მე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ვარ ტექნოლოგიების დარგში ზედმეტი თარგმანის. მაგრამ ამ შემთხვევაში მგონი თარგმანი გამართლებულია. ვეცდები ჩემი მოსაზრება დავასაბუთო:

  1. Hello World ფრაზა არის ის რასაც ახლად "გამოჩეკილი" (კარგი, დაწერილი) პროგრამა შემოსძახებს. არავის არ უთქვამს, რომ ჩვენი პროგრამა ინგლისურად უნდა მეტყველებდეს. ჩვენ ქართული პროგრამების წერას დაუჭიროთ მხარი.
  2. Hello World არ წარმოადგენს რაიმე ტრეიდმარკს ან დაპატენტებულ სახელს
  3. არაინგლისელები 50% არქმევს ამ პროგრამას საკუთარ ენაზე, 50% ისევ ინგლისურს ტოვებენ

რათმაუნდა არავითარი 100% მკაცრი არგუმენტი არა მაქვს. ეს ის შემთხვევაა როდესაც შეგვიძლია ჩვენი გემოვნების მიხედვით ავარჩიოთ.

ჩემი გემოვნებით, მაინც "გამარჯობა სამყარო" ჯობია.

მადლობთ,

--Kurashvili Dimitri 11:05, 19 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ვიკიპედიისთვის საინტერესო ის კი არ არის თითოეული ჩვენთაგანი რას ვფიქრობთ ამა თუ იმ საკითხზე, არამედ ქართული სალიტერეტარურო ენის ნორმებით რა არის მიღებული. აქედან გამომდინარე მე პირადად ძალზე მაინტერესებს ასეთი ნორმა არსებობს თუ არა და როდის არის მიღებული? --ცანგალა () 16:24, 20 აპრილი 2009 (UTC)პასუხი
ოოჰ , გემოვნება და კაი ცხოვრება ხდ. არა ეს ფრაზა დამკვიდრებულია ინგლისურად. ქართულად ამას ვერცერთ ენაში ვერ დაწერ თან. თუ ვწერთ ვწერთ ინგლისური ასოებით. ეგ კი არ ვარგა. ამიტომ ინგლისურად სჯობს— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 16:35, 1 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ნორმების შესახებ რედაქტირება

სტატიების ამდენი რაოდენობით, რაც ქართულ ვიკიპედიაშია და იმდენი წიგნით რაც ქართულე ენაზეა დაბეჭდილი ტექნოლოგიების დარგში რაიმე ნორმის შესახებ იყოს ლაპარაკი?

მთავარი არა ნორმაა, არამედ ის თუ რამდენად კითხვადია და გასაგები ესა თუ ის სტატია და რამდენად მოიცავს საგანს.

ეს ის "ნორმებია" რომლითაც ინგლისელები, იაპონელები და გერმანელები წერენ.

სხვა ნორმები გაუმართლებელი ჩანს. ყოველ შემთხვევაში "კომპიუტერების" დარგში. სადაც ყოველ დღე რაღაც ახალი გამოდის.

--Kurashvili Dimitri 04:46, 21 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

კიდევ ნორმებზე რედაქტირება

გამარჯობა სამყაროს თარგმანი გვაკვირვებს? მაკ ოს X-ზე რას იტყვით? ეს რომ ნახოს იმან ვინც არ იცის ეს რა არის? რას იფიქრებს? ვერანაირი ნორმა ამას ვერ გაამართლებს.

--Kurashvili Dimitri 04:53, 21 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

 
„ეს ის "ნორმებია" რომლითაც ინგლისელები, იაპონელები და გერმანელები წერენ“

ინგლისურ, გერმანულ და იაპონურ ენებს აქვთ თავისი სალიტერატურო ენის ნორმები. სამწუხაროდ ქართული სალიტერატურო ენის ნორმები ან გაყინულია ან რაც არსებობს იმასაც არ იყენებს არავინ, რაც ძალზე სამწუხაროა. მე არც გამარჯობა სამყაროს თარგმანი მიკვირს, არც მაკ ოს X (მაგ. კორეული ნათარგმნია), არც ჯავას. მე მიკვირს ის რომ ნორმები არ არსებობს. აი ეს არის ტრაგედია. ყოველთვის გვიწევს იმის თქმა, რომ სხვა ენებში ასეა. ინგლისურ, გერმანულ და იაპონურ ენებში მედიკამენტების დასახელებაც საკუთარ ენებზე წერია და ინსტრუქციებიც ნათარგმნია (სამწუხაროდ ამას საქართველო არ ბაძავს, უკაცრავად სხვა თემას რომ შევეხე). ვიკიპედია:ყავახანა/2009 01-03#კომპანიების, სავაჭრო ნიშნების და პროგრამების დასახელებები - გთხოვ გადახედო. კარგია ვიკიპედიის დობილ პროექტშიც „ვიკისახელმძღვანელოები“ იღებ მონაწილეობას. ცანგალა () 11:33, 21 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

არა, ტრაგედია არაა. ტრაგედია მაშინ იქნებოდა რომ არავინ არაფერს არ წერდეს.

რაც შეეხება წესებს (და ნორმებს). ქართულ ენას რომ თავი დავანებოთ: ჩვენს კანონმდებლობას შეხედე! საგადასახადო კოდექსს. იქ არაა ცალსახობა!

როდესაც 100% არაა ცხადი როგორ მიუყენო წესი, ვერ მოსთხოვ ადამიანს რომ დაიცვას ის. ყველა თავისი გემოვნებით დაწერს (შენ რომ მოიწერე ის ლინკი გამონაკლისია, აქ წესი ფიქსირებულია მკაცრად). მაგრამ ვიკიპედია ხომ ერთობლივი სამუშაოა. ალბათ დროთა განმავლობაში ეს სუბიექტურობა გასწორდება და ეს იქნება ნორმა. რაც მეტი ხალხი დაწერს მით მალე მივალთ ნორმაზე.

ნორმა ციდან არ მოვა. ის შედარებით უნდა მივიღოთ: კარგის და ცუდის. აბა ყველა კარგს არ მიბაძავს? ცუდის მიბაძვა არავის მოუნდება. ეს კი გამოცდილებით მოდის. ქართულ ენას ეს გამოცდილება, ჩემი აზრით (შეიძლება ვცდები), არა აქვს. ამიტომაა ცოტა არეულობა.

მაგრამ ეს ტრაგედიაა არაა. ეს ევოლუციაა. ინგლისელების და იაპონელებამდე კიდევ ბევრი ბევრი შრომაა. მაგათაც არა აქვთ ყველაფერი "რიგზე" ( :) ) -- ეს მათი შემდგომი განვითარების საწინდარია.

--Kurashvili Dimitri 12:10, 21 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

მაშინ იცი რა უნდა გაკეთდეს, რომ ვიკიპედიაში მივიღოთ როგორც შენ შეარქვი „მკაცრი“ წესი. მე პირადად ნორმას დავარქვემდი. ყველაფერი კენჭისყრით გადაწყდეს. ვიკიპედია:ყავახანა/2009 01-03#კომპანიების, სავაჭრო ნიშნების და პროგრამების დასახელებები - იყოს ამის გაგრძელება. რადგან ვიკიპედიის მომხმარებელი მოდის და მიდის, ხოლო წესი (ნორმა) უნდა ჩავდოთ ვიკიში ვიკიპედია:გვერდების სახელები - ამ გვერდზე. --ცანგალა () 13:26, 21 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

თუ საუბარი ტრეიდმარკებზეა, რომ თარგმნა არ შეიძლება. მე მაგის მომხრევარ. ოღონდ სად უნდა მივცე ხმა?

სხვა ნორმების მიმართ ჯერ ვერაფერს ვიტყვი.

--Kurashvili Dimitri 13:45, 21 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ტრეიდმარკები - ესეც არ ითარგმნება?   ვგულისხმობ ამ ვიკიპედია:ყავახანა/2009 01-03#კომპანიების, სავაჭრო ნიშნების და პროგრამების დასახელებები დისკუსია და კენჭისყრა, ხოლო შემდეგ რაც გადაწყდება ჩაიდოს აქ ვიკიპედია:გვერდების სახელები. ცანგალა () 15:30, 21 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

დავუბრუნდეთ ძირითად თემას რედაქტირება

მოგესალმებით თანამშრომლებო! :)


ბატონო დიმიტრი, ასე მგონია რომ ჩემს ნაწერს ვკითხულობ :) გეთანხმებით ყველაფერში - ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ ყვეაფერი როგორც ტექნიკური განხრით, ასევე ლოკალიზაციის მხრიდან. მოდით ჩამოვყალიბდეთ - ვიკიპედიაზე შევთანხმდით ცალკე გვერდის შესახებ სადაც ჩამოვაყალიბებთ წესებს შიდა გამოყენებისთვის და თავისთავად ყველას აზრი, გამოცდილება და არგუმენტი იქნება გათვალისწინებული - იქ შეგვიძლია განვიხილოთ მსგავსი საკითხები (რა ითარგმნოს და როგორ ან რა არ ითარგმნოს). რაც ეხება გლობალურ მდგომარეობას - არის ბევრი გუნდი რომელიც განიხილავს მსგავს საკითხებს - ეს ცალკე გვერდზეც მიწერია და ყველა ამ ადამიანთან დაკავშირება თავისუფლად შეიძლება - არავინ არ იქნება წინაამღდეგი რომ კითხვაზე პასუხი გაგვცეს და თავისი აზრი დააფიქსიროს, გამოიკვლიოს საკითხი. მოკლედ, მე მოგაწოდებთ ბმულებს და კონტაქტებს - შეგიძლიათ ჩემს პროფილში შეიხედოთ და დამიკავშირდეთ - არაა პრობლემა. ამით გთხოვთ დავასრულოთ გლობალური გაქართულების საკითხი და გადავიდეთ კონკრეტულად ამ თემაზე.


როგორც უკვე ვახსენე - მთლიანად გეთანხმებით მოცემულ არგუმენტებში და ერთადერთი ის მომდის აზრად რომ გადამისამართებაც გავაკეთოთ ქართულზე, მაგრამ კოდის ნაწილში სადაც გამოტანა არის მოცემული ინგლისური ვარიანტი დავწეროთ, თუმცა კოდის კომენტარში <გამარჯობა სამყარო>-ს ქართულად დაწერა არ იქნება ურიგო. ესეც ან მხოლოდ იმიტომ რომ უნიკოდი ყველგან არ მუშაობს, ან კიდევ იმიტომ რომ სტანდარტულ სიტუაციას (წიგნებში მოცემულ სტრიქონებს, ტრადიციას) დავამსგავსოთ :) ესეც აუცილებელი არაა - ჩემთვის დედა აზრი არ იცვლება იმით თუ თემის ძირითადი სახელი ქართული იქნება, უბრალოდ ეს სახე უფრო გასაშუალებულია და გასაგები საბოლოო მომხმარებლისთვის. ეს თქვენ უკვე სავსებით კარგად და ამავე დროს საკმარისად ჩამოაყალიბეთ ყველაფერი - მეტი არგუმენტი მე არ მაქვს.

რას ფიქრობთ ამ ჩემს შემოთავაზებაზე? :)


GioMac 18:41, 21 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

თუ სწორად გავიგე, გიორგი (ესე გქვიათ არა?), თქვენ მთავაზობთ:

  • ძირითადი სათაური სტატიის დავტოვო როგორც არის, ანუ "გამარჯობა სამყარო (პროგრამა)"
  • კომენტირებული ტექსტი დავტოვო როგორც არის
  • შევცვალო ხაზი printf("გამარჯობა, სამყარო!"); შემდეგით: printf("Hello, World!");

ხომ ასეა? თუ რამე შემეშალა, შემისწორეთ.

ამ ჩამონათვალის პირველ ორ პუნქტზე მეც აბსოლუტურად იგივე აზრისავარ.

რაც შეეხება მესამეს. მართალს ბრძანებთ, რომ შესაძლოა ამან არ იმუშაოს ... Windows-ში. Mac-ზე და Linux-ზე არც ვიცი რომელია ის ბოლო ვერსია ეს კოდი რომ არ მუშაობდეს. მიუხედავად ამისა, მაინც მომხრევარ ეს კოდი სწორედ ასე დავტოვოთ. ჩემს ამ მოსაზრებას ასე დავასაბუთებ:

  • "არ მუშაობს" ამ პროგრამასთან მიმართებაში იმას ნიშნავს, რომ ნაცვლად ქართული ასოებისა კონსოლზე გამოტანილი იქნება კითხვის ნიშნები. თუ ადამიანმა იმდენი იცის როგორ დააკომპილიროს და გაუშვას ეს პროგრამა, იმასაც მიხვდება რომ ეს ქართული ასოების ბრალია და თვითონაც შეცვლის წარწერებს.
  • ეს პროგრამა საჩვენებელი და სიმბოლური ხასიათისაა და არანაირ პრაქტიკულ ღირებულებას არ ატარებს. ამიტომ აქ ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუ მის რეალურ შესრულებას რა პრობლემები ახლავს თან. ეს შემასწავლებელი კურსი ხომ არაა რომ ყოველი დეტალი დაუღეჭოთ, ენციკლოპედიის სტატიაა.

თუ მაინც ვერ გადაგარწმუნეთ, კიდევ ერთხელ დამიდასტურეთ. არანაირი პრობლემა არაა პრინციპული, რომ ტექსტი შეიცვალოს, როგორც თქვენ ამბობთ ისე.

--Kurashvili Dimitri 20:37, 21 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

კი, გიორგი მქვია. სწორად გაიგეთ ყველაფერი - ეგ ჩემი შემოთავაზებაა, პრინციპული არ არის - უბრალოდ ვარიანტია კიდევ ერთი. პროგრამა თავისთავად სიმბოლური ხასიათისაა, ტექნიკური საკითხიც (გამოჩენა-არგამოჩენა)-ც არ არის სასიკვდილო, უბრალოდ ისევ და ისევ სიმბოლურობიდან გამომდინარე დავტოვებდი ინგლისურს - ასე უფრო დავამსგავსებთ რეალურ მაგალითს :) ამის თქმა მინდოდა და ეს უბრალოდ არის ჩემი შემოთავაზება და არა პოზიცია - გადარწმუნება არაფერშუაშია - არცერთ აზრზე არ ვდგავარ მყარად - ფაქტიურად მხატვრულ ნაწარმოებზე ვსაუბრობთ :)
საინტერესო საკითხია რადგან გაქართულებაში ასეთი გამონაკლისი თემები რომლის შინაარსს ქართული ენის ვერცერთ წესს ვერ მიაბავ ძალიან დიდი იშვიათობაა და მე სხვა არც მახსოვს :)
GioMac 21:10, 21 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

სიმბოლურობაში მე ვგულისხმობ იმას, რომ პროგრამა ქართულად მეტყველებდეს. რობოტი რომ გააკეთო, პრეზენტაციაზე რას ათქმევინებდი: "გამარჯობა, სამყარო!" თუ "Hello, World!"? :)

--Kurashvili Dimitri 21:25, 21 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ორივეს ვათქმევინებ :)

GioMac 21:34, 21 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

გიორგი, როგორც ვხვდები, შენ მაინც ნეიტრალურ პოზიციაზე ხარ.

ამიტომ, რადგან "გამარჯობა სამყაროს" ერთი ხმა მაინც აქვს ( ჩემი :) ) ხოლო საწინააღმდეგო არც ერთი, ამიტომ ისე ვტოვებ როგორც არის.

--Kurashvili Dimitri 11:21, 23 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

გამარჯობა სამყარო თუ გამარჯობა მსოფლიო? — გოტა (მომწერე) 18:38, 12 მარტი 2010 (UTC)პასუხი

გვერდ „Hello world“-ზე დაბრუნება.