განხილვა:

ბოლო კომენტარი: 15 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Island

ვიე თუ ჳიე? --გიგა პასუხი 17:25, 3 ივლისი 2008 (UTC)პასუხი

ადრე ჳე იყო. მაგალითად, საბას ლექსიკონში ასეა. ა. შანიძე „ძველი ქართული ენის გრამატიკაში“ (1976) უიე-ს წერს (პირველი უ ბრჯგუ). ქსე-შიც ეს ფორმა მეორდება (სტატიის ავტორი შ. ძიძიგური). ხოლო, სხვა ბევრი ლიტერატურა ვიე-ს წერს (ა. შანიძე „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები“, 1973/1980, გვ. 18; თ. გამყრელიძე „წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა“, 1990, გვ. 158; კ. დანელია, ზ. სარჯველაძე „ქართული პალეოგრაფია“, 1997, გვ. 233). აქედან გამომდინარე, თუ სტატიის სათაურს შევცვლით, ვიე-ზე გადავიტანოთ. თანამედროვე ქართულში აღარ იხმარება და სათაურში ჳე-ს ვერ დავწერთ. უ ბრჯგუს ვერც ვბეჭდავთ .
მეორე საკითხი: საიდან დაასკვენი, რომ 400-ს არ აღნიშნავდა? დასახელებული წყაროები ამას ამოწმებს. - Island 03:33, 4 ივლისი 2008 (UTC)პასუხი
ჳიე, ან ჳე აღნიშნავდა 400-ს, ხოლო უ-ს რიცხვითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან იკი ორი ნიშნის კომბინაცია იყო. ეს ნამდვილად ვიცი, მაგრამ წყარო არ მაქვს სამწუხაროდ. DDA 07:18, 4 ივლისი 2008 (UTC)პასუხი

ჩემს წყაროშჲ, მწიგნობრობაი ქართული, ჳ-ს არანაირი რიცხვითი მნიშვნელობა არ უწერია --გიგა პასუხი 10:22, 4 ივლისი 2008 (UTC)პასუხი

ეგ წყარო ეტყობა გვიანდელ ვითარებას აღწერს. საბას ლექსიკონში: „შემდგომ ჳე‎ რიცხვიდამ ამოუღიათ და ოთხასად უნი დაუსვამთ“ (ციტატა წიგნიდან „ქართული პალეოგრაფია“, გვ. 233). თავდაპირველად ჳ აღნიშნავდა 400-ს. - Island 12:37, 4 ივლისი 2008 (UTC)პასუხი

ვინმემ დაამატეთ, რა რომ შემდეგ 400-ის მნიშვნელობა -ზე გადავიდა:) და რა ვითარებაში მოხდა ეს:) თორე ავირიე:) --გიგა პასუხი 13:46, 4 ივლისი 2008 (UTC)პასუხი

მრგლოვანს არ ჰქონდა ასო „უ“. ხმოვანი უ ორი ასოს კომბინაციით იწერებოდა, კერძოდ ო და ჳ‎. მაშინ ტ (300)-ის შემდეგ მოდიოდა ჳ, როგორც 400-ის აღმნიშვნელი, მერე ფ (500) [I]. შემდეგ თანდათანობით შეერწყა ო და ჳ‎ და ჩამოყალიბდა უ, როგორც ცალკე დამოუკიდებელი ასო. ამ უ-მ დაიკავა ადგილი ჳ-ს შემდეგ ანბანში [II]. მერე მოგვიანებით 400-ის აღსანიშნავად დაიწყეს არა ჳ-ს არამედ უ-ს ხმარება [III]. - Island 14:19, 4 ივლისი 2008 (UTC)პასუხი
I II III
ტ 300 ტ 300 ტ 300
ჳ 400 ჳ 400
უ 400
ფ 500 ფ 500 ფ 500
გვერდ „ჳ“-ზე დაბრუნება.