განხილვა:ჰიპოლიტუსი (ანტიპაპი)

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zolokin თემაში იპოლიტე
ეს სტატია შექმნილია „ვატიკანის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

იპოლიტე რედაქტირება

ქართულ წყაროებში მოიხსენიება, როგორც იპოლიტე რომაელი. საკმაოდ ცნობილი წმინდანი იყო საქართველოში და მისი შრომები ნათარგმნია ძველ ქართულად.--Zolokin განხილვაწვლილი 22:32, 29 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

იპოლიტე რომაელი. — ჯაბა ლაბაძე () 05:37, 30 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

გადამისამართება საკმარისია? ქსე–ში ან სხვა ქართულ საცნობარო ლიტერატურაში როგორ არის? სამეცნიერო ლიტერატურაში მხოლოდ იპოლიტე რომაელია და არა ჰიპოლიტუსი. თუ გადამისამართებაა, მაშინ ჰიპოლიტუსი უნდა გადამისამართდეს იპოლიტე რომაელზე. --Zolokin განხილვაწვლილი 10:33, 30 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

დაველოდოთ ქსე-იანებს და ვნახოთ რას გვეტყვიან. — ჯაბა ლაბაძე () 17:38, 30 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

სტატიები არ არსებობს. არსებობს პაპებისა და ანტიპაპების სია (ქსე, ტ. 7, გვ. 669, თბ., 1984), სადაც ჩამონათვალში მოხსენიებულია როგორც ჰიპოლიტუსი (ანტიპაპი) 217/218-235--ცანგალა () 17:46, 30 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

გმადლობთ ცანგალა, ახლა ამის მოწერას ვაპირებდი. განხილვა ამოიწურა. — ჯაბა ლაბაძე () 18:01, 30 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

კოშმარია. თავს უფლებას მივცემ და განხილვას დახურულად არ ჩავთვლი, ის რომ რომელიღაც სიაში ასეა, ეს არ იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ ეს ენის ნორმაა. მალე მე მოვიტან უამრავ სამეცნიერო (და არა სამეცნიერო–პოპულარულ) ლიტერატურას, სადაც სწორედ იპოლიტე რომაელია. გარდა ამისა, ვიმეორებ, მისი შრომების თარგმანები გამოცემულია ქართულად და სწორედ იპოლიტე რომაელის სახელით. განხილვა გრძელდება.— Zolokin განხილვაწვლილი 18:46, 30 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი
რა არის კოშმარი? (ძვ. ქართულ მწერლობაში "იპოლიტე რომაელი") - ეს არის ზოლოკონის ჩამატებული ე. ი. ძველი ქართული. სია ახლავს სტატიას პაპობა (ავტ. ჟორდანია გ. (ქსე, ტ. 7, გვ. 669, თბ., 1984). სიასთან აგრეთვე წერია მინიშნება - ოფიციალურად მიღებული რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ. --ცანგალა () 19:07, 30 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი
კოშმარია ის, რომ ქსე–ს ვენდობით საეკლესიო საკითხებში. ქსე–ს ადგენდნენ ათეისტ–კომუნისტები და ეკლესიის საკითხებში ისინი სრულიად არაკომპეტენტურები არიან. ამაზე ჩვენ უკვე ბევრი დებატი გვქონდა და როგორც მახსოვს, შევთანხმდით, რომ რელიგიის და იდეოლოგიურ საკითხებში ქსე არ არის სანდო. ახლა კი – ისევ ქსე?— Zolokin განხილვაწვლილი 22:10, 30 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

რომელიღაც სია ნამდვილად არაა ქსე. გარდა ამისა მე ზოგი მეცნიერის ნაკლებად მჯერა, ნეტავ ჩაგახედა მაგათ დაწერილ სახელმძღვანელოებში საერთოდ დაგეკარგება შთაბეჭდილება. ასე რომ მე უფრო ქსე-ს ნაირი წიგნებისა უფრო მჯერა სადაც ათობით ადამიანის ხელში გაიარა მაგ სიამ. — ჯაბა ლაბაძე () 19:20, 30 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

საეკლესიო საკითხებში ქსე მართლაც რომ "რომელიღაცაა". ახალი წლების მერე მოვიცლი და მსგავს კოშმარებს მოვიტან აქ უამრავს. ქსე და რელიგიური საკითხებში ავტორიტეტი? სად გაგონილა? "ზოგი მეცნიერის ნაკლებად მჯერა" – დამიჯერეთ, ჯაბა, მე ისეთ მეცნიერებს ვეყრდნობი, რომლებსაც არც თქვენი და არც არავისი დასაწუნი არაფერი აქვთ. — Zolokin განხილვაწვლილი 22:10, 30 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ცდებით, აქ რელიგიური საკითხი კი არ იხილება, არამედ პიროვნების სახელის დაწერილობა, რომელიც დამკვიდრდა ქართულ მეტყველებაში. თუ შენმოიტანთ შესაბამის წყაროს, რომ ქართულში ეს სახელწოდება შეიცვალა იმ სახელწოდებით რასაც ამტკიცებ, ჩემი ხელით გადავიტან მაგ სათაურზე, თუ არა მერწმუნეთ გამოვიყენებ ადმინისტრატორის ფუნქციას და შენს ნებისმიერ მცდელობას სტატიის სათაურის გადატანისას აღვკვეთ. — ჯაბა ლაბაძე () 22:31, 30 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ხო რაც შეეხება მეცნიერებს, ჩვენც საკმაოდ სერიოზულ მეცნიერებს ვეყრდნობით (გადახედეთ ქსე-ს სარედაქციო კოლეგიას) და იმათ სიასაც გადახედე ვისაც ვიწუნებ (მოდი აქ ნუ დამაწერინებ). — ჯაბა ლაბაძე () 22:36, 30 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ჩემი მცდელობა სათაურის გადატანისა არის მხოლოდ თქვენი დარწმუნება, სათანადო ავტორტეტულ წყაროებზე დაყრდნობით. ქსე პროფანული წყაროა, როგორც რელიგიის თეორიულ საკითხებში, ასევე რელიგიურ მოღვაწეთა სახელების საკითხშიც. ქსე–ს სარედაქციო კოლეგია რელიგიურ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქრისტიანობის საკითხებში ავტორიტეტული არ არის. გაიხსენეთ რა დროს იწერებოდა ქსე. — Zolokin განხილვაწვლილი 22:40, 30 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი
  1. I-VII საუკუნეების ლათინი საეკლესიო მწერლები. - თბ. : ლაზარე. ნაწ. 4 თარგმნა, შეადგინა და გამოსაც. მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. - 2003. - 23გვ.. : წმ. იპოლიტე რომაელი; ანტიერეტიკულ-დოგმატური შრომები; ეგზეგეტური შრომები; შრომები ქრონოლოგიის შესახებ; ჰომილიები; ლიტურგიკული შრომა; სხვადასხვა ხასიათის შრომები; მურატორის ფრაგმენტი; სახერებებისა და პავლეს ეპისტოლეთა ადრეული პროლოგები; სახარებათა ანტიმარკიონიტული პროლოგები; სახარებათა მონარქიანული პროლოგები; პავლეს ეპისტოლეთა პროლოგები
  2. გეორგიკა I. ს. ყაუხჩიშვილის თარგმანი და რედაქცია. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. იპოლიტე რომაელი.
  3. წმინდა იპოლიტე რომაელი, სარწმუნოებისათვის : "ნუღარ მივიქცევით ნურც მარჯვნივ და ნურც მარცხნივ" / წმინდა იპოლიტე რომაელი ; ძველი ქართული თარგმანის მიხედვით მოამზადა ნინო გაგოშაშვილმა // საპატრიარქოს უწყებანი. - თბ., 2007. - 19-25 აპრილი. - N12(412). - გვ.7-8
  4. შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979
  • იპოლიტე რომაელი, ქრონიკონი;
  • იპოლიტეს განმარტებაჲ კურთხევათა მათთჳს მოსესთა ათორმეტთა მიმართ ნათესავთა;
  • წმიდისა იპოლიტეს თქუმული კურთხევათა მათთჳს იაკობისთა, ვითარ-იგი ათორმეტნი ნახპეტნი აკურთხა;
  • თქუმული იპოლიტესი დავითისთჳს და გოლიადისთჳს განმარტებაჲ;
  • ნეტარისა იპოლიტეს თქუმული თარგმანებაჲ ქებაჲ ქებათაჲ;
  • ნეტარისა იპოლიტეს თქუმული აღსასრულისათჳს ჟამთაჲსა, თქუმული წიგნთაგან წმიდათა ქრისტესთჳს და ანტექრისტესთჳს;
  • სიტყუაჲ წმიდისა იპოლიტჱსი სარწმუნოვებისათჳს;
  • თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იპოლიტესი მთავარებისკოპოსისაჲ სახეჱ აღთქუმისაჲ;

ედიშერ ჭელიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, ბაქარ გიგინეიშვილი, ელგუჯა გიუნაშვილი – ვინც ღვთისმეტყველებასთან და ქართულ ფილოლოგიასთან ახლოს არის ეს სახელები მათთვის ეჭვგარეშე ავტორიტეტულია (დავამატებ, ყოველი შემთხვევისთვის: ყველა დოქტორი და პროფესორია, ყაუხჩიშვილი კი – აკადემიკოსი). ამას დაუმატეთ "საპატრიარქოს უწყებანი", როგორც ეკლესიის პოზიცია ამ სახელის დაწერილობის საკითხში და რა თქმა უნდა ძველი ქართული თარგმანები, რაც მეტყველებს საქართველოს ეკლესიის ხანგრძლივ უწყვეტ ტრადიციასთან ამ წმინდანის სახელის დაწერილობასთან დაკავშირებით. საკმარისია თუ კიდევ მოვიტანო წყაროები?— Zolokin განხილვაწვლილი 01:35, 31 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ზოლოკინ I-VII საუკუნეების შემდეგ ქართული სალიტერატურო ენის ნორმები მილიონჯერ შეიცვალა. ეკლესიის პოზიცია დაფიქსირდება მის გამოცემებში. თქვენი აზრით ჩვენ რომელი სახელი უნდა ვიხმაროთ ილია ჭავჭავაძე თუ წმინდა ილია მართალი? სტატიას რა უნდა ერქვას? არ მითხრათ ეხლა, რომ აქ დიდი განსხვავებაა და პაპის სახელი თვიდანვე რელიგიური უნდა ყოფილიყო, ხოლო ილია საერო პირი იყო. გაგახსენებთ, რომ ჰიპოლიტუსს ანტიპაპობა, მაშინ მოუწია, როდესაც პაპის ტახტზე ასვლის შემდეგ სახელს არ იცვლიდნენ და რაც ერქვათ იმ სახელით ხდებოდა მათი აღსაყდრება. რაც შეეხება ჩამოთვლილი პიროვნებების ტიტულების მითითებას, სასაცილოა სხვა რომ არაფერი ვთქვა. შეცდომა ყველას მოსდის. დაზღვეული არც აკადემიკოს-პროფესორები არიან. — ჯაბა ლაბაძე () 05:43, 31 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

მართლა არ გამაცინოთ? ედიშერ ჭელიძეს, სიმონ ყაუხჩიშვილს, ბაქარ გიგინეიშვილს, ელგუჯა გიუნაშვილს შეცდომა მოუვიდათ და გ. ჟორდანიას არა? კიდევ მომიტანეთ წყარო გარდა გ. ჟორდიანიას სტატიასი ქსე–დან, სადაც ჰიპლიტუსი ჰქვია ამ წმინდანს, მინიმუმ იმდენი უნდა მოიტანოთ, რამდენიც მე. დღევანდელი სალიტერატურო ენის ნორმები, კონკრეტულად კი წმინდანთა სახელების დაწერილობა, ძირთადად (!) ძველი ქართული ენის ტრადიციებიდან მომდინარეობს და როგორც ზემოთ ვნახეთ, ტრადიციაც ასეთი ჰქონდა ეკლესიას და ახლაც ინარჩუნებს ამ ტრადიციას – იპოლიტე რომაელი!--Zolokin განხილვაწვლილი 17:57, 31 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი
პ.ს. ველი თქვენგან დამატებით წყაროებს.— Zolokin განხილვაწვლილი 17:58, 31 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი
გვერდ „ჰიპოლიტუსი (ანტიპაპი)“-ზე დაბრუნება.