განხილვა:ციხესიმაგრე

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Saliner

სწორია ციხე-სიმაგრე. იხ. [1] გადამაქვს.--ILIA განხილვა 18:05, 1 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

თუმცა, ქსე, ტ. 11. გვ. 237 — ციხესიმაგრე. რას ფიქრობთ?--ILIA განხილვა 18:11, 1 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

ილია გადატანამდე უნდა დასვა კითხვები, ჩაერთონ განხილვაში კოლეგები და მერე გადაიტანო. აშკარად იჩქარე. ახლა რაც შეეხება ენა.გე-ს. მანდ წერია, რომ

ვიკიციტატა
„ორთოგრაფიული ლექსიკონი შექმნილია არსებული ნორმატიული გამოცემების (თოფურია-გიგინეიშვილის „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“, „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები“...) ბაზაზე“

. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (1990 წლის გამოცემა, გვ. 1169) კი წერს ასე: ციხესიმაგრე. რა ვქნათ, რომელს დავუჯეროთ? მე უფრო წიგნს დავუჯერებდი. --ჯაბა 1977 18:14, 1 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

მართლაც ვიჩქარე, უბრალოდ მეგონა რომ მექანიკური შეცდომა იყო და განხილვა აღარ სჭირდებოდა, ქსეში მერე გადავამოწმე, მაგრამ ესეც ნახეთ.--ILIA განხილვა 18:15, 1 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
ფაქტია, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზეც ციხე-სიმაგრე, ციხე-დარბაზი დეფისით იწერება.--ILIA განხილვა 18:20, 1 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

ეს განხილვის საგანია და განხილვას მოითხოვს. ამ საქმეში მე რაც ლიტერატურა მქონდა ხელთ ის დაგიწერე. აღმოჩნდება ვინმე მომხმარებელი ვინც დაწერს იმას რაც იცის და ამ განხილვის შემდეგ მოხდება გადატანა. --ჯაბა 1977 18:29, 1 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

მაგ საიტზევე ესეც ნახე. ამ საიტების ნდობა შეიძლება?--ჯაბა 1977 18:30, 1 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
მართალია, სჯობს ისევ წიგნებს დავუჯეროთ. ჯერჯერობით კი უკანვე დავაბრუნებ.--ILIA განხილვა 18:32, 1 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

სიმართლე რომელია ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე უკან დაბრუნება სწორი გადაწყვეტილებაა. --ჯაბა 1977 18:34, 1 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი, 1998 წლის გამოცემა, გვ. 583ციხესიმაგრე.--Saliner 19:11, 1 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

გვერდ „ციხესიმაგრე“-ზე დაბრუნება.