განხილვა:უმნიშვნელო ნუგეში

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Floydgeo

ეს ფილმი, როგორც სტატიაშიცაა აღნიშნული, ქართულში შეცდომითაა ნათარგმნი, როგორც მოწყალების კვანტუმი. ყოველი შემთხვევისთვის, ამ სათაურიდანაც ხომ არ გაგვეკეთებინა გადამისამართება?— მიხეილ (მომწერე) 10:27, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

კი კარგი იქნებოდა.

მე ჩავატარე ეს ორიგინალური კვლევა. მესმის, რომ ოფიციალურ სათაურებს ვიყენებთ, მაგრამ აშკარად სიტყვების თამაშია და არა კვანტუმი და მოწყალება. საკმაოდ ბევრი ფილმის სათაურს რუსულიდან უკეთებენ ადაპტირებას, თუმცა არის გამონაკლისებიც, მაგრამ აქ აშკარად რუსულიდან იყო აღებული, რომელი ბონდის ფანები ისხდნენ ჩვენი კინოთეატრების დირექციაში :) — Henry McLean განხილვაწვლილი 10:33, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

გეთანხმები და მადლობას იმსახურებ ამ ორიგინალური კვლევისთვის. P.S. ბონდის მაგარი ფანი ვარ ვიღიმიმიხეილ (მომწერე) 10:36, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
მე ძალიან გამიჭირდა ’A view to a kill’-ის თარგმნა. ქართულ სამართლებრივ ტერმინოლოგიას არ ვიცნობ და რუსულად კი ვიცი, რომ Вид არის - ანუ ნებართვის მსგავსი საბუთი. თავდაპირველად მქონდა ნათარგმნი, როგორც ’მკვლელობის ნებართვა’ (მაგრამ დროებით). ვიღაცამ „იყოჩაღა“ და „ხედი მკვლელობაზე“-ზე გადაიტანა. მაგრამ სწორია? — Henry McLean განხილვაწვლილი 10:41, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
ისევ ეს რუსული... ქართულში (ყოველ შემთხვევაში ქართულ ტელეარხებზე) ეგ ფილმი როგორც მახსოვს, გავიდა სათაურით „ხედი მკვლელობისთვის“... — მიხეილ (მომწერე) 10:47, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
ჰო, მაგრამ რა ხედზეა საუბარი ვერ მივხვდი. :) აშკარად დოკუმენტზეა საუბარი, იმიტომ მახსოვდა რუსული. ფილმებშიც მომისმენია ან წიგნებში წამიკითხავს ეს სიტყვა - Вид. რომელსაც გასცემენ რაღაცის ნებართვის სახით. Вид на гражданство, მაგალითად. აშკარად View არის მაგის ანალოგი და აბა ქართულში რაღა არის? — Henry McLean განხილვაწვლილი 10:51, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
იქნებ შემოხედონ ჩვენმა იურისტებმა. პირადად მე „მკვლელობის ნებართვას“ ვემხრობი და შენი არგუმენტებიც ამ სათაურს ამართლებს. — მიხეილ (მომწერე) 10:53, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
ახლა ვნახე რუსულ-ქართულში Вид на жительство - ბინადრობის მოწმობა. — Henry McLean განხილვაწვლილი 10:55, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
თუმცა მე იურისტი არ ვარ, მაგრამ მკვლელობას რა ხედით უნდა შეხედო, რომ ფილმს ასე დაარქვა. მეც „მკვლელობის ნებართვას“ ვემხრობი. მოწმობაც შეიძლება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, გაუგებრობა გამოიწვიოს („მკვლელობის მოწმესთან“ გაიგივდეს).—G.G. 11:00, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
სამწუხაროდ არც ჩემი ინგლისური და არც ჩემი ერთწლიანი ურთიერთობა ნასწავლ იურისტებთან არ მყოფნის, რომ ზუსტად ვთქვა რა არის View-ის სხვა მნიშვნელობა, მაგრამ ალბათ ფლოიდგეო მართალია, ალბათ მოწმობა... — დავით პასუხი 11:13, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. A view to a kill. View ანუ ხედი. View-სთან გამოიყენება from და on (ხედი საიდან და ხედი რაზე). ახლა კი გამოდის რომ A view to a kill არის ხედი მკვლელობისათვის. აბსურდია. — Henry McLean განხილვაწვლილი 17:43, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
გვერდ „უმნიშვნელო ნუგეში“-ზე დაბრუნება.