განხილვა:ტუალეტის ქაღალდის დამჭერი

ბოლო კომენტარი: 16 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Alsandro

რადგან მეორე სიტყვაც იხმარება - საპირფარეშო (ძირითადი) ხომ არ იყოს გადამისამართება.--ცანგალა () 09:23, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

(მომხრე) --ლევანი 09:35, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

(მომხრე)-დათო 09:49, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

საპირფარეშოს ქაღალდი ვინმეს გაგიგიგათ? :) ტუალეტი არ არის მხოლოდ ოთახი, არამედ რიგი კომპლექსური სამუშაოებისა, რომელსაც დილაობით ატარებ :) --გიგა პასუხი 10:44, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

საპირფარეშო 1. ოთახი, სადაც იცვამენ და ირთვებიან (მსახიობები - თეატრში) 2. მორთვა-მოკაზმულობისათვის განკუთვნილი 3. ოთახი ან ნაგებობა ბუნებრივ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. (ქეგლ ტ. 2, გვ. 858, თბ., 1990) ტუალეტი (ფრ.) 1. ჩაცმულობა, მორთულობა (უპირატესად ქალისა) 2. სარკიანი მაგიდა, რომელტანაც იცვამენ, ირთვებიან 3. იგივეა, რაც საპირფარეშო. (ქეგლ გვ. 919, თბ. 1990). მნიშვნელობებში განსხვავება არ არის. ერთი ფრანგული სიტყვაა, ხოლო მეორე ქართული. გადამისამართების საშუალებით ფრანგულიდან ქართულზე რომ გადავიდეთ ცუდია?--ცანგალა () 11:20, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა, ვფიქრობ, გადამისამართება ტუალეტი-ს უფრო მუხდებოდა, კიდე „საჭირო ოთახის“ დამატება იქნებოდა შესაძლებელი. საპირფარეშოს ქაღალდის დამჭერი არამგონია ეგეთი სიტყვა არსებობდეს ყოველდიურ ქართულში :) --გიგა პასუხი 11:26, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

საპირფარეშოს ქაღალდი სასაცილოდ და არასერიოზულად ჟღერს, ჯობია ტუალეტის ქაღალდი დარჩეს, მთლად სამასხარაო ტერმინილოგიასაც ნუ შევქმნით, ისედაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ამ ენციკლოპედიის მიმართ საზოგადოებაში და რა საჭიროა ყალბი ფრაზებით ზედმეტი საბაბი??--Leovizza 11:33, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

გეთანხმები, ყოველდღიურ ქართულში ტუალეტის ქაღალდია. არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ამ ენციკლოპედიის მიმართ საზოგადოებაში - ეს მთელ მსოფლიოშია და არა მხოლოდ საქართველოში.--ცანგალა () 11:43, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

გადამისამართება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ტუალეტის ქაღალდს ქართულად ქვია მხოლოდ "ტუალეტის ქაღალდი". "საპირფარეშოს ქაღალდი" ქართულ ენაში არ არსებობს. ტამოკ (გ) 13:14, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

[1] ჩამონათვალში 33 საპირფარეშოს ქაღალდი კიევის (შეკ 48 ც). ამით იმის თქმა მსურს რომ ორივე სიტყვაა ხმარებაში. 32 - წერია საპირფარეშოს ჯაგრისი. ამიტომ ტუალეტის ქაღალდიდან საპირფარეშოს ქაღალდზე უნდა იყოს გადამისამართება. --ცანგალა () 13:29, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

კიდევ ერთი შეკითხვა დამჭერი ვინც, რაც დაიჭერს. ხმის დამჭერი აპარატი. მელამ თქვა:ჩემს დამჭერ ძაღლს ერთი შეხედვით ვიცნობო. (ქეგლ, ტ. 1, გვ.399, თბ., 1990) თუ საჭერი რითაც იჭერენ რასმე, - დასაჭერი (მნიშვ. 3). თევზის საჭერი ბადე. საჭერად - იგივეა, რაც დასაჭერად. (ქეგლ, ტ. 2, გვ. 877, თბ. 1990)--ცანგალა () 13:49, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

ანალოგისთვის: ნიუ-იორკ ტაიმზის სტილი ითვლება ინგლისური ენის (ამერ.) ეტალონად, მაგრამ იგივეს 24 საათზე ვერ ვიტყვი ქართულთან მიმართებაში. სხვათა შორის ამ ტენდერებს გაზეთის რედაქცია არ წერს, პირდაპირ ბეჭდავენ განმცხადებლის მოწოდებულ ტექსტს. რაც შეეხება არსებითს: სიტყვებში "საპირფარეშო" და "ტუალეტი" განსხვავება ისაა, რომ ერთი ძირითადად მხოლოდ ადგილზე მიუთითებს, მეორე კი უფრო მოქმედებათა ერთობლიობაზე (მაგ. "დილის ტუალეტი" მოიცავს შხაპის მიღებას, კბილების გამოხეხვას, მაკიაჟს, და ა.შ. მიმდევრობა დაცული არაა :). ამიტომ, "ტუალეტის ქაღალდი" უფრო მართებულია, ვინაიდან "ქაღალდის" მნიშვნელობა აქ არის ამ ტუალეტის როგორც მოქმედების დამხმარე საგანი და არა ქაღალდი, რომელიც საპირფარეშოში დევს. - ალ-ო     @ 21:25, 29 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი
გვერდ „ტუალეტის ქაღალდის დამჭერი“-ზე დაბრუნება.