განხილვა:სომხური ვიკიპედია

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Labadze Beqa97

საოცარი ცვლილება განიცადა ჩვენი მეზობელი ქვეყნის ვიკიპედიის სტატიათა რაოდენობამ: 2013 წლის 4 ივნისს - 46 000 სტატია ჰქონდათ, ამავე წლის 7 აგვისტოს კი უკვე - 69 000! ანუ ერთ თვეში 23 000 სტატია :) ნეტავ რა არის მათი წარმატების საიდუმლო?--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 18:24, 3 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

მათი წარმატების საიდუმლო არ ვიცი, მაგრამ ქართული ვიკიპედიის ასეთი უაქტიურობა ძალიან მაღელვებს! :(--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 18:26, 3 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი
ლევან, პრინციპში, უადგილოა ამის აქ დაწერა. ფორუმში უფრო არის ამის ადგილი. ის არის ალბათ საიდუმლო, რომ ჩვენგან განსხვავებით, მუშაობენ და სხვა მიზნები ამოძრავებთ. უფრო სწორად, იგივე, რაც ჩვენ, მაგრამ ჩვენთან მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც აქტიურად მუშაობენ, მცირეა. ამიტომ ნუ ვუჩივით იმას, რომ ვიღაც ჩვენზე წინ არის. გარდა ამისა, ერთხელ დავითვალე, რამდენ დროს ვკარგავთ საშუალოდ ვანდალების გაჩერებაში. დაახლოებით ასე - აქტიურ პერიოდში შემომსვლელთა რაოდენობა და მათზე საშუალოდ დაჯარჯული დრო გადავამრავლე წლიურ ჯამზე. შედეგი საზარელია, თუ წარმოვიდგენთ, რაში შეიძლება ამ დროის სინამდვილეში დახარჯვა. მოკლედ, მიზეზი მრავალია, 15-30 აქტიური მომხმარებელი კი ამ საქმეს არ ეყოფა. 100ც კი. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:29, 3 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

ვგონებ, რამდენიმე სომეხ ვიკიპედიელს awb შეუყვარდა. ვიკრიჭები-- George-09  18:40, 3 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

ხარისხი როგორია, ეგ თქვი :) თორემ მეც ვიყალთაბანდე ერთი პერიოდი. მართალია, ამის მერე დიდი ხანი ვასწორე რობოტის ნაშრომი. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:44, 3 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

ხარისხი=0 ერთწინადადებიანი სტატიები აქვთ ჩაყრილი--დათო1010 18:46, 3 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი
CoderSIBot, ამ ბოტის მსგავსად ძალიან ცუდი სტატიებია შექმნილი.-- George-09  18:47, 3 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

მაშ დავმშვიდდეთ :) ხარისხით მაინც წინ ვართ, ასე გამოდის :D თუმცა, სავალალო მდგომარეობებიც გვაქვს. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:50, 3 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

გამიზნულად ესკიზების სახით სტატიები ვიკიპედიის მრავალ განყოფილებაში იქმნება, მათ შორის ქართულშიც. დიდი მოყვარული არ ვარ ასეთი სტატიებისა, თუმცა ეს პროცესი ვიკიპედიაში დიდი ხანია დამკვიდრდა. იმისათვის, რომ შეიქმნას კარგი და უნივერსალური ენციკლოპედია სულაც არ არის საჭირო მილიონობით სტატიის ქონა. მაინც, გადამწყვეტი ხარისხია და არა რაოდენობა. ხარისხით, ქართული ვიკიპედია ძალიან ბევრ ვიკიპედიას ასწრებს, თუმცა სტატიების რაოდენობით ჯერ კიდევ ვიკიპედიის ბევრ განყოფლებას ჩამორჩება; ხარისხი, რომ ვამბობ ნიშნავს იმას, რომ მომხარებელი როცა შემოვა მისთვის საჭირო გვერდის დასათვალიერებლად თუ წასაკითხად ეს გვერდი უნდა აკმაყოფლებდეს მომხმარებლის მინიმალურ მოთხოვნას მაინც. ის ესკიზები, რომელიც წარმოდგენილია სომხურ, ვოლაპიუკურ და სხვა მრავალ ვიკიპედიაში არაფრის მომცემია, უბრალოდ ესკიზის სახით შექმნილი სტატიებია, რომელიც არ წარმოადგენს ძალას. მეტიც, ამ ყოველივეს ხალხიც ხედავს და ენციკლოპედიას ეკარგება იერ-სახე, ხარისხი. ქართულ ვიკიპედიაში არსებობს პრობლემები, თუმცა ეს არ უშლის მთლიანობაში ხელს მის განვითარებას. მეტი ორგანიზებაა საჭირო, ჩვენ როდესაც ვიკიში ვმუშაობთ, ჩვენ თავზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ საზოგადოებაზე. ბევრი მომხარებელი სტატისტიკაზე ფიქრობს მხოლოდ, რაც დიდი პრობლემაა (განსაკუთრებით ახალბედებშია გავრცელებული). რაც შეეხება სომხურ ვიკიპედიას მისი წინსვლა სტატიების რაოდენობით ნაწინასწარმეტყველები იყო. - ოთოჯი განხილვა 19:19, 3 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

სამწუხაროდ ქართულ ვიკიპედიას ძალიან ბევრი პრობლემა დაუგროვდა მავანთა უმსგავსო საქციელით, რაზეც აქ საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. --JABA 1977 03:15, 4 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

Henry McClean, ფორუმში საგანგებოდ არ დავსვი ეს საკითხი, რადგან ჩვენი ვიკიპედიისთვის პრობლემას არ წარმოადგენს სხვათა წარმატება-წარუმატებლობა, უბრალოდ, ფაქტი მეჩვენა სენსაციური და ამ გვერდით შემოვიფარგლე. იცით რა მაოცებს? სიღრმის მაჩვენებლად 37,2 უწერიათ, რაც არც თუ ურიგოა და ამან გამაკვირვა... თავად სომხების აზრი როგორია ხარისხთან დაკავშირებით, არ ვიცი, რადგან სომხურს არ ვფლობ და მათ კომენტარებს ვერ წავიკითხავ, მაგრამ ასე რეკორდულად მოკლე დროში ამხელა ნაბიჯების გადადგმა, მაინც თვალშისაცემია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ღილაკზე თითის დაჭერით შექმნეს ამდენი (თუნდაც მცირე ზომის) სტატია. ჩვენი ვიკი კი დღითი დღე ხალხის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება, აბსოლუტურად ყველა უწყება იყენებს მასალებს და, როგორც მე ვიცი, საერთო შეფასება დამაკმაყოფილებელია. თუმცა ზოგჯერ უჩივიან თარგმანის გაუმართაობას და სიმცირეს.--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 08:42, 6 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

ლევან, ძალიან კარგია, რომ საერთო ჯამში კარგ შედეგს ვაჩვენებთ, მაგრამ სიმწირეს რაც შეეხება თუ აღელვებთ ეს ფაქტი, აქ მათაც შეუძლიათ თავისი წვლილი შეიტანონ და ეს არამარტო მათთვის იქნება კარგი, არამედ მომავალი თაობებისთვისაც. ეს მაოცებს ამ ხალხში, უჩივიან სხვებს მასალის სიმწირის გამო, ამასთანავე არანაირი წვლილი შეაქვთ ქართული ვიკიპედიის განვითარებაში--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 08:53, 6 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

ლევან, როგორც დათომ დაწერა - შესაძლოა, AWB-თი გააკეთეს :) აგერ ჩემი ბოტის ნაშრომიც AWB-ში:


მეგობრებო, ხალხში პოპულარულია ვიკიპედია და არა ვიკიპედიის პრინციპები და წესები, ანუ არა ის, რომ ყველას შეუძლია შევსება, განვრცობა და საერთოდაც, სტატიის დამოუკიდებლად შექმნა. უმეტესობას (თუ არა ყველას) ჰგონია, რომ ვიკიპედიის რედაქტორები „შტატიანი თანამშრომლები“ არიან და მხოლოდ მათ აქვთ რედაქტირების უფლება... ჩემ ირგვლივ ყველას ვუხსნი, რომ ასე არ არის, მაგრამ ბოლომდე არ სჯერათ, ან ურჩევნიათ სხვამ აკეთოს სტატიები, თვითონ კი შემფასებელ-დამწუნებლის როლით შემოიფარგლონ :))) ასეა ძირითადში საქმე და რას ვიზამთ? ჰენრი, მართლაც საინტერესოა ეს AWB, ნეტავ ჩემი ინტერესების სფეროდან რისი გაკეთება შეიძლება მაგით?...--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 09:29, 6 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი
სწორედ ეგაა დამღუპველი ვწუხვარ--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 09:39, 6 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი
გვერდ „სომხური ვიკიპედია“-ზე დაბრუნება.