განხილვა:სომხეთის ადმინისტრაციული დაყოფა

ბოლო კომენტარი: 15 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala
ეს სტატია შექმნილია პროექტი „სომხეთის კვირეულის“ ფარგლებში.

ზუსტი დასახელებებია დასაწერი, ზოგან სხვა ბგერით წერია პროვინცია (ქალაქი) ზოგან სხვა (გეგარქუნიქი თუ გეღარკუნიკი). ცანგალა ენციკლოპედიაში ვერ ნახავ?. Zauri msg 13:15, 11 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

გეღარდი - ქსე, ტ. 3, გვ. 130, თბ., 1978 გეღარკუნიკი - გეღარ- სიტყვის პირველი ნაწილი. მგონი კუნიკი უნდა იყოს. ზაურის ვეთანხმები.--ცანგალა () 13:36, 11 იანვარი 2009 (UTC)პასუხი
მაგის გარდა სხვებიცაა. შირაკი-შირაქი, ციუნიკი-სიუნიკი, ვაიოც-ძორი-ვაიოც ძორი, კოთაიგი-კოტაიკი, ტავუში-თავუში :). Zauri msg 13:55, 11 იანვარი 2009 (UTC)პასუხი
რის შესახებაც ქსე-ში არაფერია ნახსენები, ჯობია ისე გადმოვიტანოთ ქართულში, როგორც ეს სომხურში გამოითქმის, ჩვენი ანბანი ამის საშუალებას გვაძლევს:
  • Արագածոտնի - არაგაოტნი (და არა არაგაცოტნი)
  • Արարատի - არარატი
  • Արմավիրի - არმავირი
  • Վայոց Ձորի ვაჲოც ძორი (ქართულად ალბათ ვაიოც-ძორი)
  • Գեղարքունիքի - გეღარქუნიქი (და არა გეგარქუნიკი, ან კუნიკი)
  • Երևան - (ჲ)ერევანი
  • Կոտայքի - კოტაიქი (და არა კოთაიგი)
  • Լոռու - ლორ (გასაკვირია, მაგრამ ნამდვილად ლორუ წერია :))
  • Սյունիքի - სიუნიი (და არა სიუნიკი)
  • Տավուշի - ტავუში
  • Շիրակի - შირაი (შირაქის ველი საქართველოა, შირაკის ოლქი - სომხეთი)

ესენი უნდა გავითვალისწინოთ ალბათ პირველ რიგში. —დათო 17:44, 11 იანვარი 2009 (UTC) Zauri msg 20:43, 11 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

ამ ყველა პროვინციას ბოლოში ასო "ი" რო აქ თუ ამჩნევთ ի. სომხურ სიტყვებს სახელობითში ქართულის მსგავსად ი ემატება?

არა, სომხური -ի არის ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი. მაგ: Տավուշ - ტავუში, Տավուշի - ტავუშის. ეს სიტყვები ალბათ კოპირებულია რომელიმე გვერდიდან, სადაც ამ დასახელებებთან ერთად იქნებოდა Մարզ, ანუ Տավուշի Մարզ ნიშნავს ტავუშის ოლქი, ხოლო თუ ცალკე გვინდა, დარჩება მხოლოდ Տավու, ბრუნვის ნიშნის გარეშე. აქედან ამოსაღებია, შეცდომითაა. —დათო 16:55, 12 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

ვინ სად შეთანხმდა აბა? პროვინციები ოლქებად რო გადააქანა დათომ? Zauri msg 18:28, 16 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

სომხეთის ადმინისტრაციული დაყოფის ერთეულებს ეწოდება მარზა. მაინტერესებს ჩვენ რატომ ვწერთ პროვინციას? ამაზე შევთანხმდით სადმე? იქნებ მე გამომრჩა?--Jaba1977 07:03, 17 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

და საერთოდ რაღაც არეულობაა ამ კუთხით. ვერ გავარკვიე ოლქი თუ პროვინცია?--Jaba1977 07:29, 17 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

მახსოვს სადღაც შევთანხმდით მერო, ცანგალა, მე და სხვებიც მგონი... რომ ოლქი ჯობდა... დღეს ვეძებე და ვერ ვიპოვე... თუ არა და კენჭისყრით ავირჩიოთ. —დათო 07:42, 17 იანვარი 2009 (UTC)პასუხი
მარზი არ ივარგებს. სომხური სიტყვაა და [ამის მიხედვით] ინგლისურად ითარგმნება, როგორც region. region-ი ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში (თ. და ი. გვარჯალაძეები, ქართულ-ინგლისური ლექსიკონი, II, თბ., 1955, გვ. 318) ახსნილია ამგვარად:
ვიკიციტატა
region - 1. ოლქი; 2 რაიონი, ფენა.“
ამის მიხედვით ალბათ ოლქი ჯობია. პროვინცია რომ იყოს, სომხებიც პროვინციას დაწერდნენ. —დათო 08:06, 17 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

სომხები პროვინციას როგორ დაწერდნენ, სპეციალურად მაგისთვის ძველი სიტყვა ამოქექეს.. ოლქი ხომ არის ოკრუგ?! პროვინციად უწერიათ რუსებს, ინგლისელებს და პოლონელებს. ორი ვარიანტია: ან პროვინცია ან არაფერი, როგორც უმრავლეს ვიკიებს აქვთ. (პ.ს. ასე ნუ გადააქანებ განუხილველად, მუღამი დამიკარგე). Zauri msg 16:43, 17 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

მე სომხური არ ვიცი. როგორც ზაური წერს სომხებმა სპეციალურად ძველი (მარზი) სიტყვა ამოქექეს. მე მაინტერესებს როდესაც სომხეთში ძველად მარზი ერქვა ქართულ ენაში როგორ იყო შემოსული? და ჩვენც ის ძველი ქართული "ამოვქექოთ". (ოლქი, პროვინცია, მარზი ან სხვა). ვეცადოთ წყარო მივუთითოთ. -ცანგალა () 21:12, 18 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

გვერდ „სომხეთის ადმინისტრაციული დაყოფა“-ზე დაბრუნება.