განხილვა:სოლომონ I

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Dato deutschland

ვფიქრობ, სტატიიდან ამოსაღებია სექცია სოლომონ I ქართულ ზეპირსიტყვიერებაში. ვინმე წინააღმდეგი იქნება?

არგუმენტები:

  • სტილისტურად და შინაარსობრივად გაუმართავი
  • შინაარსს ზეპირსიტყვიერებასთან ძალიან ცოტა რამ აკავშირებს და უფრო ისტორიაზე არის საუბარი და ისიც გაურკვეველ წყაროებზე
  • წყარო საერთოდ არ არის მითითებული
  • ბარნაბ ხონელიძე თუ ბარნაბა ხონელიძე ვერ გავარკვიე ვინ არის
  • სექცია არის მიკერძოებული და შესაბამისად, არაობიექტური: "თუმცა მე უფრო ხალხურ ვერსიას ვეყრდნობი,რაც ცხონებული ჩემი დიდებული მამისაგა სიმონ ხონელიძისაგან გამიგონია ბავშვობაში"; "მე როგორც ექიმი არ გამოვრიცხავ და უფრო მამაჩემისეულ ვერსიას ვიზიარებ.(ბარნაბა ხონელიძე)."; "მე როგორც ექიმი ვფიქრობ, რომ"; "სხვათა შორის ხრესილის იმ დიდებულ ბრძოლაში საჩიჯავაძოდან ჩემი პირდაპირი წინაპარი ბარნაბაც ,როგორც სოფელ ბზვანიდან თავისუფალი გლეხი იბრძოდა ქვეით მეთოფეებში "

ვინმეს შეუძლია გაგვარკვიოს, რა ღირებულებისაა ეს ინფრომაცია?

გთოხვთ, გამოთქვათ თქვენი აზრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენ დღეში შეიძლება წაიშალოს?--Zolokin განხილვაწვლილი 16:45, 4 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

2-3, თუ მოწინააღმდეგე არ გამოჩნდა.--გიორგი, 17:09, 4 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

გმადლობ. გასაგებია. --Zolokin განხილვაწვლილი 17:16, 4 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

სექცია არაენციკლოპედიურია და წასაშლელია. — დათო პასუხი 17:19, 4 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი
გვერდ „სოლომონ I“-ზე დაბრუნება.