განხილვა:საშუალო ნევკა

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala

გამარჯობათ. მდინარეების (ან მსგავს შემთხვევებში) სათაურში — საშუალო გამართლებული ტერმინი არ არის. შესაძლებელია უფრო მართებული იყოს შუა ნევკა. მაგ., ru:Средний Восток შუა აღმოსავლეთი ru:Средние века შუა საუკუნეები; გეოგრაფიაში ru:Среднедунайская низменность შუა დუნაის დაბლობი და სხვ. კიდევ მაგალითისთვის ფრონეზე იძახიან შუა, აღმოსავლეთის და დასავლეთის ფრონე :) – ოთოჯი / მომწერე 20:55, 8 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ოთო გეთანხმები ეხლა ვაპირებდი ამის დაწერას-დათო1010 21:01, 8 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

გასაგებია, გეოგრაფებო, გადავიტანოთ, ამის შემდეგ გავითვალისწინებ.--გ.გ მომწერე 21:22, 8 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

გაკეთდა--გ.გ მომწერე 15:33, 9 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ქსე, ტ. 6, გვ. 171 სტატია ლენინგრადი:

ვიკიციტატა
„ქალაქი დასერილია 40-ზე მეტი მდინარით დ არხით; მ. შ. არსანიშნავია ნევის ტოტები და ნაკადებია: დიდი და პატარა ნევა, დიდი, საშ. და პატარა ნევკა, ფონტანკა, კარპოვკა, მოიკა, პრიაჟკა, ნევის შენაკადი ოხტა; არხები – შემომვლელი, გრიბოედოვისა, კრიუკოვისა და სხვ.“

ამ ციტატის მიხედვით სწორია საშუალო ნევკა. --ჯაბა ლაბაძე 15:51, 28 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ანუ, საჭიროა სტატია დავაბრუნოთ მის თავდაპირველ სათაურზე?--გიორგი / მომწერე 16:18, 28 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ეს წყაროა, წესით უნდა გადავიტანოთ, მაგრამ დაველოდოთ კოლეგებს. --ჯაბა ლაბაძე 16:20, 28 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი
საინტერესოა :) ლენინგრადი თუ არის თარგმნილი გააზრებულად დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან, მაშინ გამონაკლისთან გვაქვს საქმე. როგორც ზევით დავწერე ეს იგივეა რაც თქვათ, საშუალო აღმოსავლეთი (რუსულიდან რომ ვთარგმნოთ). თუ ასეა დავემორჩილოთ წყაროს, გადავიტანოთ.--ოთოჯი / მომწერე 16:32, 28 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

რუსულ-ქართული ლექსიკონი, თბ., 1983 წ. გვ., 727: Средн|ий, яя, ее 1. შუა, შუათანა Средние века - შუა საუკუნეები. 2. საშუალო Средняя школа საშუალო სკოლა. 3. არსებ., Среднее - საშუალო. ასე რომ ვფიქრობ საშუალო არ უნდა იყოს მიუღებელი. --ჯაბა ლაბაძე 16:46, 28 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვეთანხმები ჯაბას. ე. ი. ეს მდინარე არის საშუალო და არა შუაში.--ცანგალა () 08:23, 29 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი
გვაქვს შუა ფრონე. საინტერესოა რომელია შეცდომით?--ცანგალა () 21:56, 16 აპრილი 2016 (UTC)პასუხი
გვერდ „საშუალო ნევკა“-ზე დაბრუნება.