განხილვა:საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Surprizi

მე ვფიქრობ რომ „ლევან შარაშენიძე, 2 იანვარი, 1992 – 8 მაისი, 1992“ და „თენგიზ კიტოვანი, 8 მაისი, 1992 – 5 მაისი, 1993“, ამათზე რაღაც მინიშნებაა საჭირო გაკეთდეს. ცნობილია რომ 2 იანვარს ზვიადი გააძევა სამხედრო საბჭომ და მოშალა ქვეყნის სხვადასხვა დონის ორგანოები (უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო უზენაესი საბჭო). თუ ვინმე ინიშნებოდა, მხოლოდ თვითშექმნილი სამხედრო საბჭოს მიერ, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნდა და არც შეექმნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი. შესაბამისად ნებისმიერი “მინისტრთა დანიშვნა“ ესაა იურიდიულ ძალას მოკლებული ქმედება. ამიტომ თუ სიაში ჩავრთავთ ალბათ უპრიანია გაკეთდეს შენიშვნა, რომ თანამდებობდა არაოფიციალურად ეკავა. მსგავს „მინისტრებს“ არანაირი უფლება არ გააჩნდათ სამინისტროს სახელით მიეღოთ რაიმე გადაწყვეტილება.--Surprizi განხილვაწვლილი 05:53, 13 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

მეც ასე ვფიქრობ. მივანიშნოთ, რომ არაკანონიერად „ეკავათ თანამდებობები“. გიო ოქრო 06:24, 13 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
მგონი სიტყვა „არალეგიტიმური“ მიესადაგება უფრო.--Surprizi განხილვაწვლილი 15:14, 14 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“-ზე დაბრუნება.