განხილვა:სამოქალაქოს ჰსჯულვილება

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა ITshnik თემაში არგუმენტები

Untitled რედაქტირება

პარლამენტის ბიბლიოთეკის კატალოგში "სამოქალაქო სჯულვილება" (ს-ს გარეშე) ჰქვია: [1], [2]. შეცდომაა?--Ouzo განხილვაწვლილი 14:14, 4 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

იქვე ქსე-ში წერია პუბლ.: სამოქალაქო სჯულვილება, [წგნ.] 2, დ. ფურცელაძის გამოც. , თბ., 1966 ს და ჰ გარეშე. ტექსტში წერია შემოკლებებით მაგ. „ს. ჰ.-ის“ და ა. შ. სხვა ბრუნვებში. (დაგავიწყდა ჰ დაწერა). — ცანგალა () 15:10, 4 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
როგორც ვხედავ, ერთადერთი გამოსავალია, ვინმემ ფიზიკურად ნახოს ეგ წიგნი და მისი სათაური. ნოდარია იურისტი, შეიძლება მას ვთხოვოთ.--Ouzo განხილვაწვლილი 15:16, 4 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
მე შეცდომით არ მაქვს შემოტანილი. ცანგალა () 15:23, 4 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
თუ გსურთ იხილოთ განხილვა „ტირე თუ დეფისი“, რომელიც გადავიდა ფორუმზე, დააწკაპუნეთ მარჯვნივ ღილაკზე „[ჩვენება]
  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
1799—1800 რატომ დეფისი და არა ტირე? ქსე-ში წერია ტირე ა არა მხოლოდ ამ სტატიაში ყველგან წლებს შორის წერია ტირე (სასვენი ნიშანი), დეფისი სასვენი ნიშანი არ არის.— ცანგალა () 08:31, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ცანგალ ჯობია რომ ამის შესახებ ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ, უნდა განიმარტოს ტირე, დეფისი — დანიშნულება. ტირეც სხვათაშორის რამდენნაირი არსებობს.--Otogi განხილვაწვლილი 08:37, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ცანგალა, ტირეც სასვენი ნიშანია და დეფისიც. ტირე გამოიყენება ზმნის ნაცვლად, ხოლო დეფისი სიტყვების შესაერთებლად. ამას წერს ქეგლიც: დეფისი. ასე რომ, წლების შესაერთებლად დეფისი უნდა გამოვიყენოთ. Deu aw 08:39, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
აი, დათომ დაგიწერა ის, რასაც ამდენი ხანია ვწერ მე. — Nodar Kherkheulidze განხილვა 08:41, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ნოდარ, შენ დაწერე ის რატომ ცვლი, თუ ორივე სასვენი ნიშანია?— ცანგალა () 10:05, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ხოდა დათო, რაც მე მომწერე იხ. იქვე ტირეც. ისიც ქეგლ-იდან.— ცანგალა () 10:07, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
მძიმეც და წერტილიც სასვენი ნიშანია. თუ წერტილის მაგივრად მძიმე წერია, არ უნდა შეცვალო, რადგან ორივე სასვენი ნიშანია? ყველა სასვენ ნიშანს თავისი დანიშნულება აქვს. — Nodar Kherkheulidze განხილვა 10:19, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

რა არის ეს? რა წესია, რას თამაშობთ? ჩამოვყალიბდეთ, მივიდეთ შეთანხმებამდე და მერე შევცვალოთ. აბა ისტორიას გადახედეთ, სირცხვილია. — GIO→13 () 10:30, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ცანგალ, მგონი, პრობლემა ისაა, რომ ვერ გაიგე, რომელი სასვენი ნიშანი რა დროს გამოიყენება. ეს უკვე ბევრჯერ დავწერე. ის, რომ ტირეც და დეფისიც სასვენი ნიშანია, იმას არ ნიშნავს, რომ ტირე დეფისის მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ და დეფისი ტირეს მაგივრად. კიდევ ვიმეორებ (ეს სკოლის მოსწავლეებმაც კი იციან, ელემენტარული გრამატიკაა) ტირე (გრძელი ხაზი) გამოიყენება წინადადებაში გამოტოვებული ზმის ადგილას. მაგალითი: ელენეს აქვს შავი თვალები, ანას — ცისფერი. ამ წინადადების მეორე ნაწილში გამოტოვებულია ზმნა და მის ადგილზე გამოყენებულია ტირე. ეს იმიტომ არის, რომ ზმნა ორჯერ არ გავიმეოროთ: ელენეს აქვს შავი თვალები, ანას აქვს ცისფერი. რაც შეეხება დეფისს (მოკლე ხაზი). იგი გამოიყენება სიტყვების შესაერთებლად, ძირითადად, „და“ კავშირის ნაცვლად, მაგალითი: დედ-მამა (დედა და მამა), და-ძმა (ძმა და და). ეს წესი მოქმედებს წლებზეც. მეტი როგორღა ავხსნა. ასეთი ცოდნით გავედი ეროვნულ გამოცდებზე. ეს წესი რომ არასწორი იყოს, მაშინ ნახევარი (მეტიც კი) აბიტურიენტების რაოდენობისა ვერ ჩააბარებდა ქართული ენის გამოცდებს. — Nodar Kherkheulidze განხილვა 10:33, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს დეფისი (-) წლებს შორის უნდა „-“. ყველამ თავისი მოსაზრება დაწეროს და მივალთ შეთანხმებამდე, თუ არა და ხმების მიხედვით გაირკვევა რომელი დარჩეს. ცანგალა აგიხსნეს უკვე მრავალჯერ და მაინც იგივეს გაიძახი. არ შეიძლება ასეთი დაუჯერებლობა ამდენი კოლეგის. — GIO→13 () 10:35, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

გიორგი, აქ რა მოსაზრება უნდა დაიწეროს? სტატიის დიზაინზე ხომ არ არის საუბარი? ეს არის გრამატიკის (პუნქტუაციის) წესები, რომელიც უკვე დადგენილია. ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით.— Nodar Kherkheulidze განხილვა 10:39, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
მოსაზრებაა ისიც, რომ ცანგალა ფიქრობს ტირეს და არა დეფისს. :) — GIO→13 () 10:51, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ცანგალა კი არ ფიქრობს ტირეს, არამედ მეცნიერები, რომლებმაც შექმნეს ქსე და ენციკლოპედია „საქართველო“ თბ. 1997.
მე რომ მიხსნიან ვხედავ, მაგრამ მეც ვხსნი ენციკლოპედია „საქართველო“, გამოცემული 1997 წელს რატომ წერს ტირეს და არა დეფისს. უვიცებია არიან? ტირე არის სასვენი ნიშანი, ხოლო დეფისი არის სიტყვის შემაერთებელი — ეს არ იცით და მიმტკიცებთ რას? ამიტომ მე ქსე-ეს ინფორმაცია უფრო სწორად მიმაჩნია, ვიდრე თქვენი, სანამ წესს არ მიმითითებთ.— ცანგალა () 10:55, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
კიდევ მეორე გაფრთხილება გინდა თუ როგორ? ხედავ მუშავდებაა ჩასმული სტატიაში ხომ? ჯერ ნუ შეცვლი ნურაფერს! შენ ფიქრობ მასე, ერთი და საპირისპიროს უფრო მეტი ვამბობთ, ხომ? რატომ ცვლი მაშინ? უფრო მეტი ვფიქრობთ დეფისს! აღარ შეცვალო სანამ არ შევთანხმდებით. — GIO→13 () 11:02, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას მე არ ვფიქრობ. ამას მეცნიერები ფიქრობენ ნახეთ და დარწმუნდით. ლიტერატურა მაქვს მითითებული. მეცნიერები, რომლებმაც ქსე და ენციკლოპედია „საქართველო“ შექმნეს და თქვენ — უმრავლესობა? ეს ხომ სასაცილოა. ისიც კი არ იცით, რომ დეფისი სასვენი ნიშანი არ არის. ქსე არის წყარო თუ ნოდარი?— ცანგალა () 11:23, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
Giorgi13, ტყუილად ნუ გაქვს თარგი {{მუშავდება|[[მონაწილე:Giorgi13|Giorgi13]]}} ჩასმული. ან იმუშავე ან გაასწორე ტირე. დურღენა ახალი სტატიების შექმნა მერე დაიწყე.— ცანგალა () 11:29, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

მართალს ამბობს ცანგალა. აგერ ბატონო, მეც გადავხედე ახლა გარდა ენციკლოპედიებისა, ასევე აკადემიურ გამოცემებს და იქაც წლებს შორის ტირეა გამოყენებული (ასევე საუკუნეებს შორის). მაგრამ, ასევე არის ნაშრომები, სადაც წლებს შორის მოკლე ტირეა გამოყენებული, მაგრამ დეფისი არსად არ შემხვედრია. ჩვენ დეფისს მოკლე ტირესთან ხომ არ ვურევთ? ეს ჩემი შეხედულება არაა, ეს ყოველი ენციკლპედიების მიხედვით. ხოლო რომ განმუხტოთ ვითარება, საჭიროა კარგი, მონოგრაფიების მითითება, სადაც იქნება ახსნილი ეს წესები--Otogi განხილვაწვლილი 11:29, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

არა ცანგალა, ისინი ფიქრობდნენ და დაწერეს ქსე-ში, ახლა შენ ფიქრობ იმათ ნაფიქრებს ად წერ აქ. წყარო ნოდარი არ არის, არამედ ერთ-ერთი მათგანია ვინც ამბობს, რომ აქ დეფისი უნდა. რა იცი რა მიზეზით არ არის გამოყენებული ქსე-ში დეფისი? იქნებ რაიმე მიზეზი ჰქონდათ იმ მეცნიერებს? ამიტომ ჯერ ცვილილების შეტანა ადრეა. პ.ს. „და თქვენ — უმრავლესობა? ეს ხომ სასაცილოა.“ — ამ ლოგიკით მთელი ვიკიპედია სასაცილო გამოდის, იმიტომ რომ არცერთი არ ვართ მეცნიერი და პროფესორი. — GIO→13 () 11:30, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
პ.ს. და მე როდის ახალ სტატიას დავწერ და როდის ძველს დავარედაქტირებ, ეს ბოდიში და არავის საქმეა. ხოლო რაც შეეხება თარგს, იმიტომ მაქვს ჩასმული, რომ მიმდინარეობდა რედაქტირების კონფლიქტი და ამით ვეცადე განმემუხტა გადაწყეტილების მიღებამდე. მოდით შევთანხმდეთ და მერე შევცვალოთ. გთხოვთ. — GIO→13 () 11:34, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
კარგით გეყოფათ რა კაცო. მოდით მოვიძიოთ აკადემიური ნაშრომები და იმის მიხედვით ვიმსჯელოთ--Otogi განხილვაწვლილი 11:37, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ერთი რამ მაინტერესებს რატომ არ მოგაქვთ წყარო, ოღონდ სკოლის სახელმძღვანელოები არა. ქსე-ეს მერე გამოიცა ენციკლოპედია „საქართველო“ თბ. 1997 -აქაც იგივე წერია. ქსე არის წყარო (მოძველებული) — ახალი მიუთითეთ. ჩვენ ვართ შეთანხმებულები, როდესაც ახალი წყარო არ არის რჩება მოძველებული. ნოდარი ვიკიპედიისთვის წყარო არ არის. ამ შემთხვევაშია ქსე.— ცანგალა () 11:44, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

არგუმენტები რედაქტირება

დავიწყოთ იქიდან, რომ ტირე (—) არის სასვენი ნიშანი, ხოლო დეფისი (-) არა. — GIO→13 () 11:41, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ამას მე კი არ ვწერ არამედ ქეგლ. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი.— ცანგალა () 11:44, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

პ.ს. იხ. ტირე და დეფისი. თუ რამე ცვლილება არის შეასწორეთ და წყაროც მიუთითეთ.ცანგალა () 12:38, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

აქ საქმე არგუმენტებში კი არა, ქართული ენის არცდონაშია. ცანგალას „არგუმენტი“, რომ ქსე-ში ასე წერია, არის 0-ის ტოლი (0-ზე ნაკლებიც). — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:08, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
მიმითითე ახალზე, რომელიც 0-ზე მეტია. ქსე-ში და ტირე და დეფისი ქართული ენის განმართებით ლექსიკონში. ამ საუბრებიდან ის მაინც იცი უკვე, რომ დეფისი სასვენი ნიშანი არ არის და მხოლოდ ტირეა. ასწორო ისე, როდესაც საერთოდ არ იცი „არგუმენტი“ — შენ რას ფიქრობ — ეს „არგუმენტი“ 0-ზე მეტია?— ცანგალა () 13:24, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ქართული ენის წესები ძალიან კარგად ვიცი და ყველა სტატიას ვასწორებ ისე, როგორც ეს შეესაბამება ქართული ენის წესებს. როგორც ჩანს, ზოგმა არ იცის ქართული ენის წესები და პირდაპირ კრეფს იმას, რაც ფურცელზე წერია. — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:26, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
აბა, კარგად დააკვირდით ამას და ამას. 301 და 304 გვერდები რითი არის ერთმანეთთან დაკავშირებული? თუ გინდათ, კიდევ მრავალ ასეთ ბმულს მოგიტანთ. გავაგრძელო? არ მეზარება. — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:37, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
აჰა, კიდე. ალბათ, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ იციან ქართული ენა. — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:39, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
უი, საქართველოს მთავრობის ვებ–გვერდზეც არ სცოდნიათ ქართული ენა. — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:41, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
რატომღაც თსუ-ის საიტზეც წლები დეფისით არის დაკავშირებული. ალბათ, ქსე არ წაუკითხავთ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:45, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ვაჰ, პარლამენტშიც დეფისით არის დაკავშირებული წლები, თუ მეჩვენება? — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:49, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ვააა, ალბათ, არც უზენაეს სასამართლოში წაუკითხავთ ქსე. — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:51, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
მდაა, როგორც ჩანს, საგარეო საქმეთა სამინისტროში არც ქსე წაუკითხავთ და არც საქართველო. — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:55, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
არა, ეს მაინც ყველას ჯობია, მოკლედ გადმოცემული ბიოგრაფიები. — Nodar Kherkheulidze განხილვა 14:06, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
მგონი საკმარისი დამამტკიცებელი ბმულებია მითითებული, ყოველ შემთხვევაში ქსე-ზე და საქართველოზე ახალია ყველა. — GIO→13 () 16:03, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

მოიცა, მე ერთი რამ ვერ გავიგე: ქსე-ში სადმე წერია, რომ წლების შესაერთებლად გამოიყენება ტირე და არა დეფისი? მე როგორც გავიგე, ქსე-ში (და ქეგლშიც) უბრალოდ ვკითხულობთ და ვხვდებით, რომ ტირე არის სასვენი ნიშანი, ხოლო დეფისი სიტყვების შემაერთებელი. აქედან ნამდვილად არ გამომდინარეობს, რომ წლებს შორის ტირე უნდა იწერებოდეს. გადავიკითხე ზემოთ და ნამდვილად თავს ვერ დავდებ, რომ ტირეა წლებს შორის სწორი, ან დეფისი, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ქსე-ში არ წერია, რომ ტირე გამოიყენება წლების შესაერთებლად, დამკვიდრებული პრაქტიკით კი ამ შემთხვევაში ყველგან დეფისი იწერება. გარდა ამისა, დეფისი არის სიტყვების შემაერთებელი და წლებიც ხომ სწორედ სიტყვებია? კიდევ გავიმეორებ, რომ მე თავს ვერ დავდებ ან ტირეს და ან დეფისის სისწორეზე აქ, მაგრამ ლოგიკურად უფრო დეფისისაკენ მივდივარ და სკოლაშიც მე ასე მასწავლეს (ვერც ჩემი მასწავლებლების კომპეტენტურობაზე დავდებ თავს). Deu aw 16:25, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

წავიკითხე ამხელა განხილვა და ერთ დასკვნამდე მივედი: ქსე-სადმი ასეთი ბრმა ნდობა ვიკიპედიას კარგს არაფერს მოუტანს! რა გვჭირს ხალხო? ქსე ხომ მხოლოდ ინფორმაციის წყაროა (ისიც ხშირად არასანდო) და არა გრამატიკის სახელმძღვანელო! მით უმეტეს, როგორც დათომ აღნიშნა, ქსე არ წერს სად რა გამოიყენება, ამას უბრალოდ ვხედავთ რომ ასე წერია და ჩვენც ცხვრებივით თავს ვუკრავთ! გრამატიკის არაერთ სახელმძღვანელოს კი ვუგულებელყოფთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქსე-ში ეს სასვანი ნიშანი უბრალოდ დავინახეთ(!) სხვანაირად გამოყენებული. მეორეც, ქსე-მ ან ენციკლოპედია „საქართველომ“ როგორ უნდა გვასწავლოს ქართული ენის სტილი ან პუნქტუაციის წესები, როცა თვითონ ისინი ელემენტარულად ტავტოლოგიის ბუდეა! და კიდევ რამდენი ასეთის! — მიხეილ (მომწერე) 17:09, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
პასუხი ნოდარის:ვებ-გვერდები ვისი შექმნილია? ვებ-გვერდები ყველამ კარგად ვიცით, რომ წყარო არ არის. ვებ-გვერდების შემქმნელებმა წესი არ იციან. აქ ქსე კითხვა არ კითხვა არაფერ შუაში. ჩვენც ხომ არ ჩაგვეწერა წწ. მაგ. (2002-2003 წწ.) იხ. პარლამენტის გვერდი.
განხილვის გვერდის არქივი — ამ წერილის მიღების შემდეგ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე აქედან დავრეკე, რომ შეეცვალათ ახალზე, მაგრამ სამწუხაროდ კვლავ ძველი გერბი დევს. იხ. პრეზიდენტის ვებ-გვერდი. როგორ მოვიქცეთ შევცვალოთ ვიკიში გერბი? ასე, რომ ვებ-გვერდებს ვერ დავეყრდნობით. პარლამენტის გვერდი - შენ ნიმუშად ჩადევი. აქაც ძველი გერბია. უზენაეს სასამართლოს და საგარეო საქმეტა სამინისტროებს ახალი გერბი აქვთ.
პ.ს. ამას და ამას — ესენი შენი მითითებული გვერდებია, სადაც კარგად წერია, რომ ერთი სასვენი ნიშანია და მეორე არა. შენ ესეც არ იცოდი. ესეც ამ დისკუსიამ გაგაგებინა. ზუსტად ამ განხილვის გვერდს მრავალი მომხმარებელი წაიკითხავს და გაიგებს დეფისსა და ტირეს შორის სხვაობას და მისი გამოყენების წესს.— ცანგალა () 18:09, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
პასუხი დათოს და მიხეილს: მე მხოლოდ ვითხოვ წესს. მიმითითეთ ოღონდ სკოლის სახელმძვანელო არა. მეც გავიკითხავ. სხვა რა გითხრათ.— ცანგალა () 18:15, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
კი ბატონო, თუ მივაგენი დავწერ. ჯერ-ჯერობით არც იმის წესი გვაქვს, რომ ტირეა სწორი მაგ შემთხვევაში და არც იმის, რომ დეფისი. ერთადერთი გვაქვს პრაქტიკა და პრაქტიკა დეფისს გვეუბნება. რაც შეეხება ვებ-გვერდებს, ცანგალა, ეგენი არის ოფიციალური გვერდები და არის ინფორმაციის ისეთივე წყარო, როგორიც ქსე; ვიმეორებ, ინფორმაციის, და არა გრამატიკული ნორმების. გრამატიკულ ნორმებს არც ვებ-გვერდები იცავენ და არც ქსე, სამწუხაროდ. ასე რომ, წესი, თუკი ის არსებობს, სხვაგან უნდა ვეძებოთ. Deu aw 18:18, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ძალიან ცუდია ცანგალა ასეთი ჯიუტობა. რა ვუყოთ თუ ის სახელმძღვანელოები ისეთი მეცნიერების მიერაა შედგენილი, როგორებიც არიან აკაკი შანიძე და ზურაბ ჭუმბურიძე? რა უპირატესობა აქვთ მათთან ქსე-ის რედკოლეგიის მეცნიერებს?!— მიხეილ (მომწერე) 18:21, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
პასუხი დათოს: სანამ წესს არ მივაგნებთ უნდა იყოს პირველი შემოტანილი (ე. ი. ჩემი). როდესაც წესს მოვაგნებთ. მე ვლაპარაკობ მივაგნებთ ჩემი ხელით წესსაც ჩავსვამ და შევცლი კიდევაც. ვებ-გვერდებთან შედარებით ქსე-შია დაცული. ამაში დამიჯერეთ. ამას ყველას ვთხოვ.— ცანგალა () 18:37, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
პაასუხი მიხეილს: ეს ცანგალას ჯიუტობა არ არის. ეს თქვენი ჯიუტობაა, როდესაც წესის მოტანის გარეშე ცვლით. ჩვენ ასე ვმუშაობთ ვიკიში განხილვის გვერდზე ვწერთ რის საფუძველზე და შემდეგ იცვლება ტექსტში. ქსე-ზე მუშაობდა აკაკი შანიძე. ის იყო მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი და გთხოვ გადახედე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია. ზურაბ ჭუმბურიძეზე ახლავე შემოვიტან ბიოგრაფიულ მონაცემებს.ცანგალა () 18:37, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ვიცი რომ იყო და ის განაგებდა იმ სფეროს, სადაც საჭირო იყო. არა მგონია თვალყური ედევნებინა რა სიმბოლოებს კრეფდნენ ტექსტის ამკრეფები. ხოდა თუ ასე კარგად იცი, გუშინ მე შემოვიტანე ფორუმის დახმარების გვერდზე ტირეს განმარტებები ზურაბ ჭუმბურიძის სახელმძღვანელოდან და გადახედე. — მიხეილ (მომწერე) 18:43, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ოდნავ გამეცინა, თუ არ გეწყინება. მაშინ ისეთი კონტროლი იყო თითოეულ წერტილზე, რომ 11 ტომში შეცდომებით გაეტარებინათ ცოტა დაუჯერებლად მიმაჩნია. საქართველოში რატომ შემოიღეს კვლავ გამოცდები? იმიტომ, რომ განუკითხაობა და უსწავლელობა მოჰყვა მას. ოკ, ეს სულ სხვა თემაზე გადავედი, მაგრამ ახლოსაა მაინც.— ცანგალა () 18:59, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ვთხოვ ადმინისტრატორებს, რომ ეს დისკუსია გადაიტანონ ფორუმის (თუ ყავახანის) შესაბამის განყოფილებაში და იქვე გაგრძელდეს დისკუსია.— Ouzo განხილვაწვლილი 19:36, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

აბა, ვინც არ ვიცნობთ პუნქტუაციის წესებს, ვეცნობით ამას და ცანგალას განხილვის გვერდს. Nodar Kherkheulidze განხილვა 06:08, 6 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

თემა გავიდა ფორუმზე, ხოლო აქ დავხურე ეს განხილვა. ორივე მხარეს გთხოვთ, სანამ არ გაირკვევა საკითხი, სტატიას ნუ დაარედაქტირებთ. წინასწარ გიხდით მადლობას.—G.G.09:48, 6 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

გვერდ „სამოქალაქოს ჰსჯულვილება“-ზე დაბრუნება.