განხილვა:რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი

(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:რუისის ღვთისმშობლის ტაძარი)
ბოლო კომენტარი: 11 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა Surprizi თემაში რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი

სტატიის სათაური უნდა იყოს რუისის ღვთისმშობლის ტაძარი, ასეა მოხსენიებული, სტატიაში მითითებულ ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ. გვ. 385-388. — ჯაბა ლაბა 03:50, 17 მაისი 2011 (UTC)პასუხი

მგონი სადღაც შევთახმდით, რომ ფრჩხილებში (ტაძარი) არ ჩავწეროთ.--ცანგალა () 09:24, 17 მაისი 2011 (UTC)პასუხი

მაგაზე კი შევთანხმდით მაგრამ მე ვწერ რომ სათაური უნდა იყოს რუისის ღვთისმშობლის ტაძარი. რუისის ტაძარი-ზე რომ ყოფილიყო გადასატანი ამ სტატიის სათაური ნამდვილად არ ვიკითხავდი, შეთანხმების საფუძველზე გადავიტანდი. — ჯაბა ლაბა 15:37, 17 მაისი 2011 (UTC)პასუხი

გაკეთდა --ჯაბა ლაბაძე 14:47, 16 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

სახელწოდება რედაქტირება

მეგობრებო, მომცეს შენიშვნა, რომ ეს ტაძარი არის არა ღვთისმშობლის, არამედ ფერისცვალების სახელობის (ანუ ღვთაება). მთხოვეს სათაურის გამოცვლა, მაგრამ მე არ მაქვს წყარო. როგორც ჩანს, ტაძარი მართლა ფერისცვალებისაა, ამაში დარწმუნებული ვარ და ვენდობი კიდევაც ვინც მითხრა, რადგან პროფესიონალია ასეთ საკითხებში. ინტერნეტში ესეც ვიპოვე. თუმცა, ვიკიპედიის წესების მიხედვით, რაკი არ მაქვს სხვა წყარო, გადატანას ვერ გავაკეთებ. იქნებ ვინმემ სხვა წყაროშიც გადაამოწმოთ, როგორც ჩანს სტატიაში მითითებულ ლიტერატურაში შეცდომაა გაპარული. მადლობა, Deu. 14:41, 4 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

ინტერნეტში ვნახე ეს და ეს, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ ტაძარი ფერისცვალების სახელობისაა, თუმცა ბევრ სხვა რესურსში ის ღვთისმშობლის სახლობისადაა გამოცხადებული, მათ შორის საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაშიც. ქსე-ში ილუსტრაციას მიწერილი აქვს ღვთაების ეკლესია, ასე რომ საკამათო საკითხია.--ILIA განხილვა 14:54, 4 სექტემბერი 2015 (UTC)პასუხი

გასაგებია, რომ სძა-ში ტაძარს ასე ეწოდება (მხოლოდ ახლა, ამის გამო მივაქციე ყურადღება). მაგრამ წყარო, რომ ტაძარი ღვთაების (კერძოდ, ფერისცვალების) სახელობისაა, არის ამის ასეულობით ძველ დოკუმენტში ასეც მოხსენიება; ან მისი მთავარი ხატი, რომელიც ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში ინახება.

რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი რედაქტირება

Surprizi (განხილვა/წვლილი) 14:14, 15 მაისი 2023 (UTC)პასუხი

რუისის ღვთისმშობლის ტაძარი რედაქტირება

ტაძარი და მთავარი ხატი "ღვთაების" / მაცხოვრის "ფერისცვალების" სახელობისაა (მაგ., ხშირადაა ფორმულირება - "საყდარსა ღვთაებისასა და ხატსა ფერისცვალებისასა"). ასეა მოხსენიებული, სულ მცირე, XVII საუკუნიდან (ახლაც ხომ ასეა), ასეულობით დოკუმენტში, მ. შ. რუისის მღვდელმთავრების, მეფეების, პატრიარქების საბუთებში (ვთქვათ, რუისის ეპარქიისთვის სამიტროპოლიტო პატივის მინიჭების შესახებ, 1739, - ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 3, 4). მხოლოდ ორიოდე დოკუმენტშია, ისიც ღვთაება-ფერისცვალებასთან ერთად, ღვთისმშობლის ხატის ხსენებაც, - ცხადია, იმიტომ, რომ დოკუმენტის მონაწილე მხარეთაგან ერთი რუისშივე მდებარე ღვთისმშობლის ეკლესიის მრევლთაგანი იყო. არანაირი წყარო, გარდა სძა-ს სრულიად დაუსაბუთებელი მტკიცებისა (მ. შ. არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით - არავითარი დასაბუთება ხატზე, ფრესკაზე ან წარწერაზე მითითებით), არ არსებობს.

რუისის ღვთისმშობლის ტაძარი რედაქტირება

მაგალითად, ლეონტი მროველის წარწერა თრეხვში რუისის ღმრთაების ხატის/საყდრის შვილთათვის თავშესაფრის აგებაზე რით არაა სძა-ზე ავტორიტეტული წყარო? ან "ახალი ქართლის ცხოვრება" - "საყდარი ღმრთეებისა".

გვერდ „რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი“-ზე დაბრუნება.