განხილვა:ორგანული ნივთიერებები

ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Henry McClean

ისევ აქტუალური ხდება, როგორც ჩანს, სასკოლო წიგნების ლიტერატურის სახით გამოყენება. რამდენად არიან ესეთი წიგნები კომპეტენტურები — ეს სხვა საკითხია. მე მაინტერესებს, ასე ვიტყოდი, განვითარებულ (სტატიების მხრივ) ვიკიპედიებში რამდენად არის დაშვებული 5, 7, 8 კლასის წიგნების მითითება ენციკლოპედიაში?. ასეთ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა იმას, ვისი შექმნილია წიგნი, ეს ხომ საბავშო გამოცემაა, აქ ჩვენ ენციკლოპედიას ვქნით?, აი პრობლემა. ისევ? კარგი, ბატონო, რაღაც ჩამორჩენილი ქვეყანა, რომ ვყოფილიყავით, ისტორიულად მეცნიერული თვალსაზრისით თუნდაც, კიდევ იტყოდა კაცი, ჯანდაბას, მაგრამ, გახედეთ, ათასობით სამეცნიერო და კაპიტალური ნაშრომი (ან უბრალოდ „არასაბავშვო“ წიგნი) არსებობს! ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა კარგს არაფერს არ მოგვიტანს. --ოთოჯი / მომწერე 11:39, 23 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვეთანხმები ოთოს. ავტორს კი მიეცეს გაფრთხილება. --მიხეილ მიწერა 12:20, 23 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
საინტერესოა, მე რომ ამათი ასაკის ვყოფილიყავი, საიდან მოვიტანდი ინფორმაციას. თუმცა კარგად მახსოვს, რომ ენციკლოპედიებში ვიჯექი. სასკოლო წიგნიდან გადმოწერილი ტექსტი და წყაროც არის მიუღებელი. მე ასე ვთვლი. --H.McC. (მომწერეთ) 12:39, 23 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
გვერდ „ორგანული ნივთიერებები“-ზე დაბრუნება.