განხილვა:მიხეილ IV პაფლაგონელი

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977

ხომ არ უნდა იყოს მიქაელ? მიხეილი რუსიფიცირებული ვარიანტია ბერძნულ-ქართული მიქაელისა. Deu. 15:24, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

(მიქაელ)--შოთა [UT] 15:37, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

მომხმარებელი:Zangala, შეგიძლია გადაამოწმო ქსე-ში თუ არსებობს მიქაელ IV პაფლაგონელი (ან პაფლაგონიელი)? Deu. 16:02, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში (თბ., 1989 წ. გვ. 238) წერია: მიქაელ ატალიატე, მიქაელ კირულარიოსი, მიქაელ ფსელოსი, მიქაელ ქონიატე. – ყველა ბიზანტიელია, როგორც ჩანს მიქაელია სწორი ფორმა. --JABA 1977 16:38, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

მადლობა. პაფლაგონიელი თუ პაფლაგონელი — იქნებ ესეც გადავამოწმოთ და გადავიტან მიქაელ IV პაფლაგონელზე (ან -იელზე), ფრჩხილებსაც ავიცილებთ. Deu. 17:17, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

როგორც მახსოვდა სტატიების ამ სათაურით შექმნისას ვისარგებლე წიგნით: ტივაძე გ., შუა საუკუნეების ისტორია, ტ. I, თბ., 1967 გვ. 136-168. სადაც მიხეილი წერია, თუმცა კონკრეტულად ამ სახელის მეფეები ახალ ლიტერატურაში როგორაა მოხსენიებული საინტერესოა. --JABA 1977 17:35, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

სახელი ცალსახად მიქაელია. Μιχαήλ ახალ ბერძნულად არის მიხაილ, ხოლო ძველ ბერძნულად მიქაელ. ქართულ ენაში ბიზანტიური ბერძნული სახელები, ახალია თუ ძველი, შემოდის ძველი წესის დაცვით. ამას მოწმობს მიქაელ მთავარანგელოზის სახელიც და აგრეთვე ქსე-ში დამოწმებული ეს სახელი, აგრეთვე ის სახელები, რაც შენ მოიყვანე, ჯაბა. ასე რომ, სახელი აშკარად მიქაელი უნდა იყოს, მაგრამ აი პაფლაგონელი თუ პაფლაგონიელი, ამაზე ვეჭვობ. Deu. 18:09, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

მიქაელი რომ უნდა იყოს მე მგონი ზემოთ დავწერე, მაგრამ არ შეიძლება არ ითქვას, რომ პირდაპირი წყარო არ გვაქვს, არაპირდაპირი წყაროები კი იმას გვეუბნება, რომ მიქაელი უნდა დავწეროთ. --JABA 1977 18:31, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

ვიკრიჭები. Zangala, ქსე-ში რა ხდება? Deu. 18:36, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

და სასაცილოს რას ხედავ?--JABA 1977 18:56, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

რამდენიმე სტატიას გადავხედე. ინფორმაციას ვერ მივაგენი.--ცანგალა () 20:03, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

ცანგალა, სტატია ბიზანტიის იმპერია ნახე და შესაძლოა მანდ ეწეროს მაკედონელთა დინასტიის მმართველობის ხანაში (867-1057 წწ.). --JABA 1977 05:37, 26 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

გვერდ „მიხეილ IV პაფლაგონელი“-ზე დაბრუნება.