განხილვა:მეტეოროიდი

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Surprizi

სალამი,

თუ შეგიძლიათ ამიხსნათ რატომ არის ეს სტატია წასაშლელი. ის არ წარმოადგენს ინგლისურიდან უბრალო თარგმანს მაგრამ საკმარისად კარგად ხსნის სიტყვა მეტეოროიდის განმარტებას. შესაძლოა არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამოსწორების შემდეგ სტატია ნადვილად არ იქნება გამოუსადეგი.

პატივისცემით, ჯუანშერი

@Jukarnarius:1. სათაური არის ლათინურად (ეს არის ქართული ვიკიპედია ვიკიპედია:გვერდების სახელები, ვიკიპედია:ახალი გვერდის შექმნა), 2. სტატიაში არ არის ბმულები (დახმარება:ტექსტის რედაქტირება (მარტივი)), 3. სტატიის ბოლოში ჩადი და დაინახავ იმდენი შეცდომაა, რომელიც პირდაპირ დაკოპირებული გაქვს და ქართულ ვიკიპედიაში წითლად ჩანს. ახლა მე გეკითხები წასაშლელი არ არის? თუ გინდა, რომ არ წაიშალოს გაეცანი წესებს ვიკიპედია:დახმარება და სტატია კარგად გამართე. და კიდევ ხელმოწერა ისწავლე. წარმატებები. პატივისცემით--ცანგალა 06:31, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

ძვირფასო @Zangala: ხელმოწერა ისწავლეში რას გულისხმობ? თუ 3 ხარვეზია სჯობს დამეხმარო ამ ხარვეზების აღმოფხვრაში, თუ გეზარება და გაღიზიანებს შეცდომების რეფაქტირება მაშინ რისთვის ხარ აქ :)

აშკარად ეტყობა სტატიას რომ პირველად ვკრეფ, და სისტემამ როგორც დააგენერირა ავტომატურად ისე დავდე. 3. მაგალითად ბოლოში ლინკები რაც გადმოყვა გაფუჭებული და აწითლებული ისინი ვერ ამოვშალე, და ვერ მივხვდი საიდან უნდა ამოიშალოს, 2. ბმულების არსებობა აუცილებელი პირობაა თუ სასურველი? 1. სათაუირს გადაკეთება ინგლისურად ვსინჯე, იმედია მოვიფიქრებ როგორ ვქნა, თუ არა და იმედი მქონდა ვინმე დამეხმარება ამაში. თუ არ დამეხმარება და თუ აი ასეთია ეგეთია ქართული რედაქტორების განწყობა, როგორიც შენგამ მოდის, კარგად ყოფილა ქართული გვერდის საქმე.

--ჯუანშერი

პწ საერთოდ მეტი პოზიტივი არ გაწყენდა ალბათ, ვცდილობ, ვამატებ სტატიას, ფიზიკური და სამეცნიერო თვალსაზრისით ნამდვილად გამართული ტექსტია და რედაქტირების ხარვეზები თუ არის და აღმოფხვრადი თუ არის რაღა წაშშლელად გამოედევნე. წაშლას ყოველთვის მოასწრებ.

პწწ მგონი გამოვასწორე ხარვეზები. ახლა თუ არის მისაღები სტატია ?

ამიტომ ჯერ გადახედე ვიკიპედიის წესებს. ეს შენი მოვალეობაა. ჩემი კი პატარა ხარვეზი გავასწორო და არა მთელი სტატია. ისე შეგისწორებია უკეთესობისკენ. უფრო მეტი ბმულებია საჭირო სტატიაში. რაც შეეხება ხელმოწერას — ისარი რაზეც მიგითითებს იმას დააწკაპუნე და ხელმოწერაც იქნება. წარმატებები. --ცანგალა 12:21, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი


@გიო ოქრო: შეგიძლია განავრცო რატომ მონიშნე კონტენტი წასაშლელად მარკირებით არაენციკლოპედიური სტატია ? რა არის შენი აზრით გადასაკეთებელი? პატივისცემით --Jukarnarius განხილვაწვლილი 13:06, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

პასუხი — არაენციკლოპედიურია.
  1. „რა მდებარეობს დედამიწის ზედაპირსა და კოსმოსს შორის ?“ — ასეთ ქვეთავებს არ ვაკეთებთ.
  2. „პირველად შეკითხვა უაზროდ შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა როგორც კარგი მასწავლებლები ამბობენ: "უაზრო შეკითხვა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ უაზრო პასუხი"“.— ასეთ ტექსტებსაც არ ვწერთ, არ შეესაბამება სტანდარტებს.
  3. „დაეცემა თუ არა კოსმოსური სხეული დედამიწის ზედაპირზს? ამ კითხვაზე პასუხი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ვარდნილი სხეულის გვარობაზე (შემადგენლობაზე). მაგრამ თუ შემოვიფარგლებით ქვის და ლითონის მეტეოროიდებით მაშინ ამოცანა შედარებით გამარტივდება და დაიყვანება ვარდნილი სხეულის სიჩქარესა და ზომაზე.“ — არაენციკლოპედიურობის კიდევ ერთი გამოვლინება. ასეთი წინადადებებით სავსეა სტატია. გიო ოქრო 13:09, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი


@გიო ოქრო: კითხვითი წინადადებების სტილი შევცვალე თხრობითზე. წყაროები მითითებული (ორი ლინკი ჩანს ზუსტად) მათ შორის ერთერთი არის სამეცნიერო სტატიაზე მინიშვნება სადაც განმარტებული მეტეორიტების და მეტეოროიდების შესახებ კონვენცია. მეტეოროიდი დარწმუნებული ვარ ამ სტატიის წაკითხვამდე არც გსმენია რომ არსებობს. ანუ ან ეს სტატია უნდა იყოს ან არაფერი არ იქნება მეტეოროიდზე. და რანაერად სჯობია ასეთ სტატიას საერთოდ არ არსებობა რამე სახის სტატიის.

რაც შეეხება ენციკლოპედიურობას ვიკიპედიის კრიტერიუმებში გაწერილია შემდეგი წესდება: Definitions. Articles should begin with a good definition or description, but articles that contain nothing more than a definition should be expanded with additional encyclopedic content. If they cannot be expanded beyond a definition, Wikipedia is not the place for them.

მე ვთვლი რომ დავამატე ორი მნიშვნელოვანი თავი ამ სტატიას როდის ითვლება რომ სხეული შემოვიდა დედამიწაზე. და რა არის აუცილებელი სხეული რომ დედამიწას დაეცეს. რა გაფიქრებინებს მაგალითისთვის რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი როცა მეტეოროიდებზე ვსაუბრობთ? --Jukarnarius განხილვაწვლილი 13:38, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

ვერ გავიგე ის ინგლისური წესდება რად მომიყვანე, არ არის შუაში. მნიშვნელოვანი და არამნიშვნელოვანი სად ვახსენე? სტილი არის არაენციკლოპედიური, წყაროები არ აქვს, ჯობია წაიშალოს ვიდრე ამ ფორმით დარჩეს. გადახედავს ადმინისტრატორი და შესაბამისად იმოქმედებს. გიო ოქრო 13:56, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

@გიო ოქრო: სხვა ქართული სტატიები არ გინახავს ვიკიპედიაზე? ეს წყარო არ არის ? თუ არა არის მითხარი როგორ უნდა გახდეს?

[1] შედი და ნახე სტატია რომელსაც ქვია ასტეროიდი ისიც არ მოგწონს ალბათ. და როცა ამბობ ასეთ სტატიას სჯობს სულ არ იყოს და წაიშალოს, აი რა კომპეტენციიდან მეუბნები მაგას? ასტრონომიის, ასტროფიზიკის, ესთეტიკის თვალსაზრისით? ვანდალიზმი არ არის, პირადი აზრები არ არის, სტილი ოქი ოქსვორდის რაფინირებული სტილი არ არის:))) მაგრამ არც თქვე-ჩვენათი არის დაწერილი. აზრის გამოტანა შეიძლება, საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. მოწიწებით და პატივისცემით, --Jukarnarius განხილვაწვლილი 14:13, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

„ეს წყარო არ არის ?“ — რა? რაზე ამბობ? ასტეროიდს წყარო აქვს. ვიკიპედიის წესები თუ ასე კარგად იცი, კომპეტენციაზეც უნდა იცოდე, რომ აუცილებელი არ არის. „პირადი აზრები არ არის“ — ბევრია, საკმაოდ. სტილი კი ენციკლოპედიური უნდა იყოს, ანუ „ოქსვორდის რაფინირებული“. „თქვე-ჩვენათი“ აქ წერ კომენტარებს. „აზრის გამოტანა შეიძლება“ — აზრის გამოსატანად ტვინი არ უნდა იჭყლიტო ვიკიპედიის სტატიის კითხვისას, აქ კი მოგიწევს მასეთი რამ. გიო ოქრო 14:19, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი


@გიო ოქრო: არ გამაგიჟო :))))) ორი ლინკი დევს სტატიის ბოლოს, რეფერენსებად აქაც გადმოვაკოპირე. ისე იქნებ უბრალოდ შენ გაქვს პრობლემა ამ სტატიის გაგებისას? განმარტება წერია დამატებითი ინფო წერია. ასეთი პერფექციონისტი რომ ხარ? პროფესია რა გაქვს? იქნებ უბრალოდ ეს დარგი არ გესმის?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Jukarnarius (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გეტყობა ვერ ხვდები სად ხარ. შენი უბნის ბირჟა გგონი. მე მოვრჩი შენთან ლაპარაკს. უკვე გითხარი — დაველოდოთ ადმინისტრატორს. გიო ოქრო 14:27, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

@გიო ოქრო: ან ბირჟა რა შუაშია, ან შენი სხვა კომენტარები. გეკითხები სტატიაში ორი რეფერენსია ორი ბმული, და შენ მეუბნები არ არისო:))) მოდერატორი იმისთვის არის რომ ახალბედა დააკვალიანოს. მიდგომა მაგიჟებს. კაცი ცდილობს რაღაც დაამატოს და შენ მოდიხარ ეგრევე წასაშლელია ეს ნაგავი ეუბნები. ვიკიპედიის მთელი ფილოსოფია ის არის რომ ადამიანები თავისი კეთილი სურვილებით უფასოდ ქმნიან რაღაცა კარგს. შენ თუ ეგრევე აჯახე ადამიანს ფუ ეს ნაგავი უნდა წაიშალოს, რა ფასი აქვს შენს ამ კომენტარს, ან ვიკიპედიაზე შენს წვლილს? ან შენ რა იცი მეტეოროიდების შესახებ. ან ტონი გადაცვალე ცოტა. მოდით ამ გვერდს ცოტა დავამატოთ რაღაც უფრო დიდი და აკადემიური რომ იყოს. ან დავარქვათ დრაფტი. მაგრამ უკანაც არ იხევ :))))))) წაშალე და ხელახლა დაწერეს ისე ამბობ თითქოს მასწავლებელი ხარ, არადა უეჭველი თინეიჯერი იქნები, ასაკით თუ არა, გონით, გულით და ტემპერამენტით მაინც. --Jukarnarius განხილვაწვლილი 14:42, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

@გიო ოქრო: ახალ მომხმარებლებს ასე არ ვეგებებით და მეორე, ეს სტატია სულაც არ არის წასაშლელი. როცა დარგში არც ისე კარგად ერკვევი, მგონი ზედმეტია შინაარსში წიაღსვლები შენი მხრიდან. ხედავ, მომხმარებელი მუშაობს, აუმჯობესებს კონტენტს და ამ დროს შენ წასაშლელად ნიშნავ, არასწორია! — Mikheil მიწერა 14:43, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
@Jukarnarius: გთხოვთ, თხრობის სტილი შეცვალოთ და უფრო ენციკლოპედიური გახადოთ. პირველ რიგში ვგულისხმობ „განვასხვავოთ“, „მოვარგოთ“ და ასეთებს. — Mikheil მიწერა 14:45, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
@Jukarnarius: აქვე გთხოვთ, მომხმარებელს ნუ შეეხებით პირადად, ვიკიპედიაში ამის გარჩევის ადგილი არ არის. — Mikheil მიწერა 14:50, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
(რედ კონფლიქტი)@MIKHEIL: ააა, ახლა მივხვდი. იცნობ მიხეილ, თორემ მეთქი საიდან ასე ვიკიწესების მითითება და ფილოსოფიების ცოდნა. ხოდა საჭირო არაა გამართლება. თუ დარჩება, მაშინ მიხედეთ! რა იყო (მართლაც ნაგავი) ისიც ნახე მიხეილ და რას ჩავუსვი წასაშლელი. სად ჩავეძიე წიაღებში? წინადადებები წავიკითხე და გაუმართავი იყო. თუ მუშაობს არსებობს {{მუშავდება}} — ესეც უნდა გესწავლებინა ბატონო. @Jukarnarius: შენ კი გირჩევ ტონი თვითონ შეცვალო, თორემ შეურაცხყოფა დასჯადია. სხის გონებაზე ლაპარაკს ჯობია, შენსას ჩახედო! „ორი რეფერანსი“ — ორი არ არის საკმარისი, როდესაც მრავალ წინადადებას გამყარება ჭირდება. ჩაუსვი მუშავდება და დაამუშავე. ამ სახით წასაშლელია. გიო ოქრო 14:52, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
არავის არ ვიცნობ, საერთოდ არ ვიცი ვინაა ეს მომხმარებელი და შენი ეჭვები შენთვისვე შეინახე. მე ასე ვუდგები ახალ მომხმარებლებს, ყველას ერთნაირად, ვიკიპედიის წესიც ასეა, რაც არ უნდა უცნაური იყოს შენთვის. — Mikheil მიწერა 14:54, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
ბრალდებებისგან თავი შეიკავე, თორემ ეგეც დასჯადია ვიკიპედიაში. რაც შეეხება {{მუშავდება}}-ს, ამდენის წერას, ცოტა ზემოთ რომ აგეხსნა მის შესახებ ახალი მომხმარებლისთვის, არა? — Mikheil მიწერა 14:55, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
რა დაგაბრალე? მეგობრობა? ვიღიმი როცა ენციკლოპედიურ მიდგომას ვერ ვხედავ, ახსნას აზრიც არ აქვს. გიო ოქრო 14:58, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
P.S. ბრალდება რა არის, მაგას უნდა არჩევდე, არაფერი დამიბრალებია. გიო ოქრო 15:00, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

ამ სტატიას მე შევავლებ ხელს. ვნახოთ, ახალი მომხმარებელი თუ მონდომებულია წინააღმდეგობასაც გადალახავს და აითვისებს ვიკიწესებსაც. წასაშლელად მეც არ მემეტება. მოკლედ ვნახოთ რა გამოვა.--Surprizi განხილვაწვლილი 15:55, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

სტატია მეტნაკლებად ჭკუაზე მოვიყვანე თუმცა სტატიას ბევრი მასალა სჭირდება რომ ნორმალური სახე მიიღოს იმედია ავტორი გააგრძელებს მუსაობას, თუ არადა მერე მე მივხედავ.--Surprizi განხილვაწვლილი 16:52, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

ასეთი ცნება — „მეტეოროიდი“ — გვაქვს ქართულში საერთოდ? ონლაინ-ლექსიკონებში რატომ არ იძებნება?--Alan📭🕙 17:15, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

@Surprizi: მადლობა, გადავაკეთებ ამ სტატიას და შევავსებ, ერთადერთი შეკითხვა მაქვს: შეიძლება გადავაკეთო 'მეტეოროიდი'ს ნაცვლად დავწერო 'მეტეოროიდი, მეტეორი, მეტეორიტი' თუ ცალცალკე უნდა დავწერო სამივე? ანვა მოვიფიქრებ რამეს. დღეს ვეღარ კვირის ფარგლებში შევეცდები დავამუშავო. @Alan.H: ძალიან სპეციფიური ასტრონომიული და ასტროფიზიკური ტერმინია, ამიტომ რთულია მისი ქართულად პოვნა, მაგრამ მეტეოროიდი მეცნიერული თვალსაზრისით ძალიან ლეგიტიმური ტერმინია. პატივისცემით, Jukarnarius განხილვაწვლილი 17:54, 3 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

მოდი ჯერ ინგლისური ვიკის მსგავსად გავაკეთოთ ქართული ვარიანტი, მეტ-ნაკლები საკუთარი ვარიაციებით, თუმცა შეეცეადეთ რომ საუბრის სტილი იყოს მაქსიმალურად სადა და მხატვრული ახსნის გარეშე. რაც შეეხება სათაურს, ეგ მეტად სენსიტიური საკითხია. ამისათვის საჭიროა რამე ქართული სამეცნიერო ლიტერატურა. ჩვენში ასტრონომია საკმაოდ განვითარებულია და წესით აღნიშნულზე უნდა იყოს მასალები. მოიკითხეთ აბასთუმნის ობსერვატორიის შრომები...--Surprizi განხილვაწვლილი 06:24, 4 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
  1. https://onlinelibrary.wiley.com/doi/full/10.1111/j.1945-5100.2009.01009.x
გვერდ „მეტეოროიდი“-ზე დაბრუნება.