განხილვა:მგელი

ბოლო კომენტარი: 16 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Rastrelli F თემაში სტატიის ქვესათაურთა შინაარსისათვის!
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (17 ივლისი, 2007).

სტატიის ქვესათაურთა შინაარსისათვის! რედაქტირება

ჩემი აზრით სტატიაში ამგვარი ცვლილებები უნდა შევიდეს:

ქვესათაურ "მნიშვნელოვანი ფაქტებ"-ში მოყვანილი ცნობები უნდა განთავსდეს "ზოგადი მიმოხილვა"-ში, ხოლო ამ უკანასკნელში პირველი ორი წინადადება გადავიდეს "მნიშვნელოვანი ფაქტებ"-ში , ამასათან მნიშვნელოვანია, რომ დასაწყისშივე აღინიშნოს მგლის ძაღლისებრთა ოჯახისადმი კუთვნილება, რადგან ყველა ენციკლოპედიურ სტატიაში ცხოველებზე შესავალშივეა მითითებული ცხოველის წარმომავლობა - ეს იგივეა დაწერო კაცის სახელი და არ დაწერო გვარი სტატიის სათაურში(შეადარეთ უხოურ ანალოგებს სტ. მგელზე).

ასე და ამგვარად, ყოველივე ზემოთ თქმული ასეთ სახეს შეიძენს:


მგელი (Canis lupus, ასევე რუხი მგელი) — ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ...

ზოგადი მიმოხილვა რედაქტირება

მგელი ძაღლისებრთა ოჯახის (Canidae) ყველაზე დიდი წარმომადგენელია. აღნიშნული ოჯახი არის ერთ-ერთი მტაცებელთა (Carnivora) კლასის შემადგენელი შვიდი სახეობიდან. დღეისათვის მგლების ორი სახეობაა გავრცელებული: ე. წ. წითური მგელი (Canis rufus ) და რუხი მგელი (Canis lupus). რუხი მგლის რამდენიმე ჯიში არსებობს: ჩრდილოეთის, ანუ არქტიკულ მგელი, ჩრდილოეთ ამერიკის ტყის მგელი, ცენტრალური აზიის სტეპების მგელი და ჩვეულებრივი მგელი, რომელიც დღესაც ბინადრობს აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ტერიტორიებზე. სტეპის მგელს თხელი, მოხდენილი სხეული აქვს და ...

მნიშვნელოვანი ფაქტები რედაქტირება

დღეისათვის მგლების ორი სახეობაა გადარჩენილი. ე.წ. წითური მგელი გავრცელებული იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აშშ-ში, თუმცა ახლა მისმა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. რუხი მგელი კი, დღესაც, ფართოდაა გავრცელებული კანადაში, ალასკაზე, აღმოსავლეთ ევროპაში, სკანდინავიაში, რუსეთში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და ციმბირში.


Rastrelli F 10:20, 8 ივლისი 2007 (UTC)პასუხი


გმადლობთ შენიშვნების გათვალისწინებისათვის! Rastrelli F 14:20, 8 ივლისი 2007 (UTC)პასუხი

გვერდ „მგელი“-ზე დაბრუნება.