განხილვა:ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუსი

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Dawid Deutschland

ტარკვინისი იყო არა მეფე, არამედ რექსი. მეფესა და რექსს შორის დიდი განსხვავებაა, ერთი მემკვიდრეობით გადაეცემა, მეორე არჩევითია. მათი არევა ერთმანეთში ზოგჯერ ხდება, მაგრამ მაინც გაუმართლებელია. — დათო პასუხი 17:41, 30 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი


ვიკიციტატა
„რექსი – Rex (რექს) იგვივე ტომის ბელადი, წინამძღოლია, რომელიც თავისი უფლებამოსილებით ბერძნულ ბასილევსს მოგვაგონებს. ბურჟუაზიული ისტორიკოსები რექსს უწოდებენ მეფეს, მაგრამ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, რექსი მთლიანად არ ემთხვევა მეფის ცნებას (იხ. ი. პერეტერსკი, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი ისტორია, თბ., 1947, გვ. 19.), თუმცა, უკანასკნელი პერიოდის ლიტერატურაში რექსი და მეფე იდენტურ ცნებებადაა მიჩნეული. . . . . . . . . . .
მას ხალხი ირჩევდა. რადგან რექსი არჩევითი თანამდებობა იყო და მისი გადაყენება შეეძლო სახალხო კრებას თუ სენატს – ეს განასხვავებდა მას მეფისაგან. “
(ვ. მეტრეველი, რომის სამართალი, 2009, თბილისი, გვ. 24 )

ასე რომ, შეიძლება რექსის მეფით შეცვლა, როგორც ჩანს, მაგრამ ვფიქრობ, უპირატესობა რექსს უნდა მივანიჭოთ და სტატიის დასაწყისში მითითებული უნდა იყოს – რექსი (მეფე) – ამგვარად. — დათო პასუხი 17:49, 30 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

გვერდ „ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუსი“-ზე დაბრუნება.