განხილვა:კომლი

ბოლო კომენტარი: 14 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Leovizza

მეგობრებო, ინგლისურენოვან სტატიას ”household" ქართულ ვიკიპედიაში შეესაბამება ”კომლი”. ამასთან საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი ”household"ის აღსანიშნავად იყენებს ტერმინ ”შინამეურნეობას”. თან რახან ქართული სტატია ეკონომიკური ხასიათისაა, ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი ”კომლის” გადამისამართება ”შინამეურნეობაზე”? მომხმარებელი:Fernando magellan

ე. ი. როგორც ru:Домашнее хозяйство? რადგან კომლს ქართულში სხვა დატვირთვაც აქვს?--ცანგალა () 11:12, 29 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

დიახ, ამჟამად ”კომლის” ეკონომიკური შინაარსის გამოსახატად ძირითადად ”შინამეურნეობას” იყენებენ, რაც კანონმდებლობითაცაა განსაზღვრული... (წყარო: საქართველოს კანონი „საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ“, 2001 წლის 12 ოქტომბერი, მუხლი 1)- [[1]]Fernando magellan 11:40, 29 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ხალხო სად კომლი და სად შინამეურნეობა??? კომლი საზოგადოებრივ შენაერთს გულისხმობს, შინამეურნეობა კი ისედაც ცხდია, რომ საშინაო საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ეს სტატია კი, რატომღაც ინტერვიკის საშუალებით გადადის ინგლისურ "household"-ზე, ანუ იგივე რუსულ ru:Домашнее хозяйство-ზე, რაც იგივეა, რომ დავწეროთ სიტყვა მასწავლებელი და გადავამისამართოთ სიტყვა გაკვეთილზე. --Leovizza 22:41, 2 მაისი 2009 (UTC)პასუხი

გვერდ „კომლი“-ზე დაბრუნება.