განხილვა:იზაბელა ფრანგი

თემის დამატება
ამ გვერდზე განხილვები არ არის.

სალამი, სათაურთან დაკავშირებით მსურს გამოვთქვა ჩემი მოსაზრება. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გადავიტანოთ იზაბელა ფრანგზე, შემდეგი მიზეზების გამო: 1. იგი ისტორიაში სწორედ ამ სახელითაა შესული, 2. თავად ინგლისურ და ფრანგულ ვიკიპედიებშიც იზაბელა ფრანგის სახელითაა შექმნილი მასზე სტატიები, სხვა ენოვან ვიკიპედიებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, 3. ამ შემთხვევაში სათაურს მოეხსნება ფრჩხილები, რაც ნამდვილად არაა საჭირო. სტატიებში წოდებებისა და წლების ფრჩხილებში მითითება ხომ მხოლოდ მაშინაა საჭირო, როდესაც მისი სეხნია არსებობს და მასში რომ არ აგვერიოს მივმართავთ ამ ხერხს, ამ შემთხვევაში კი ისტორიაში სხვა იზაბელა ფრანგი არ არსებობს, ამასთან ერთად ინგლისის კიდევ ორ დედოფალს ერქვა იზაბელა და მხოლოდ ამ სტატიაზე მიწერა, რომ ინგლისის დედოფალი იყო მგონი არასწორია. პატივისცემით, ველი თქვენს მოსაზრებებს--Rezo1515 განხილვაწვლილი 14:44, 2 მარტი 2019 (UTC)

მე მომხრე. --ჯაბა 1977 17:42, 2 მარტი 2019 (UTC)
გვერდ „იზაბელა ფრანგი“-ზე დაბრუნება.