განხილვა:ვაყის დედაღვთისა

ბოლო კომენტარი: 14 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977

კოშკური უნდა იყოს ნამდვილად, რაც შეეხება სათაურს მემგონია უნდა იყოს ისე როგორცაა საძიებოდ ასე უფრო ადვილია.--Jaba1977 21:03, 27 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ვიკიციტატა
„სოფლის განაპირას დგას XVI-XVII საუკუნეების „დედაღვთისას“ კოშკოვანი ეკლესია“

- ქსე, ტ. 4, გვ. 327, თბ., 1979 სტატია „ვაყა“.

  • კოშკი (კოშკისა) 1. ძვ. „წვრილი და მაღალი ციხე“ (საბა). სვანეთის... სოფელში თითოეულ სახლობას ოთხკუთხიანი კოშკი უდგა (ი. გოგებაშვილი); 2. წვრილი და მაღალი ცალკე ნაგებობა (ქვისა, რკინა-ბეტონისა, ფოლადისა...) გარკვეული სამეურნეო დანიშნულებისა. წყალსაწნევი კოშკი. 3. ასეთივე ნაგებობა შენობის თავზე (სილამაზისთვის). საათმა ქალაქის კოშკიდან შვიდჯერ დარეკა (გ. ტაბიძე); - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 4 , გვ. 1354, თბ., 1955 და აგრეთვე ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 2, გვ. 585, თბ., 1990
  • კოშკური (კოშკურისა) ტექ. კოშკის მსგავსი, კოშკური დანადგარი - იქვე.

ახლა რაც შეეხება სტატიის სათაურს. ენციკლოპედიებში დარწმუნებული ვარ რომ იქნება საძიებელად დ-ზე, რადგან ეკლესიის სახელია. ზოგჯერ მკითხველმა იცის ეკლესიის სახელი, ხოლო სად მდებარეობს არ იცის. მაგ. ქაშვეთის ეკლესია ქ-ზეა საძიებელში (ქაშვეთი - ქსე, ტ. 10, გვ. 495, თბ.) და არა თბილისის ქაშვეთის ეკლესია. მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი.--ცანგალა () 10:44, 28 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 432 აქ წერია კოშკური ეკლესია.--ჯაბა ლაბაძე 12:21, 28 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

გვერდ „ვაყის დედაღვთისა“-ზე დაბრუნება.