განხილვა:ემანუელ შრიკი

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Dawid Deutschland

მე ვერ ვხვდები, რა კრიტერიუმით ირჩევა ’გამორჩეული როლები’. ეგრე მუსიკოსის ინფოდაფაშიც იყო ’ცნობილი სიმღერები’ ველი, რომელიც თავად შევქმენი და თავად გავაუქმე.

ობიექტურად შევხედოთ - რა მოსატანია აგვისტოს 5 დღე, როდესაც არსებობს ცნობილი ფილმები - Are You Afraid of the Dark? (ამ სერიალს თავის დროზე ვუყურებდი დიდი ინტერესით), Wrong Turn (თუნდაც), Detroit Rock City (ჯგუფ KISS-ზე გადაღებული ცნობილი ფილმი) და ა.შ. და რა მოსატანია ამასთან აგვისტოს 5 დღე, რომელიც ჯერ არც ერთს არ გვინახავს (ვიკიპედიის რედაქტორებიდან) და არც ერთს შეგვიფასებია ამ გოგოს შესრულება? — BH განხილვაწვლილი 16:00, 22 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

გეთანხმები. სუბიექტური ველია „გამორჩეული როლები“ და, შესაბამისად, ამოსაღები ინფოდაფიდან.—G.G. 06:22, 23 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

აქ ცოტა სხვა მომენტიც არის. ვთქვათ, მიშელ მერსიეზე ვიცით, რომ მისი გამორჩეული როლი ანჟელიკაა და მაგით გაითქვა სახელი, მაგრამ სხვა მსახიობებზე პრობლემები იქმნება. მაგნუმ ოპუსიც (მწერლის ინფოდაფაში) მსგავსი შემთხვევაა, თუმცა იქ სხვა კრიტერიუმებს აქვს ადგილი, მგონია. — BH განხილვაწვლილი 08:00, 23 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ჯერ ერთი რა დაგიშავათ ამ აგვისტოს 5 დღემ. ვუთითებ იმიტომ რომ პირველ რიგში დიდ ბიუჯეტიანი ფილმია და ჰოლივუდის მრავალი არტისტი თამაშობს. შრიკისთვის ის ცნობილი როლია, იმიტო რო თვით ფილმიც მეტად პოპულარულია. BH მოგიწოდებ ცოტა თავაზიანი იყავი, და შენს ემოციებს ჩემზე ნუ ფლანგავ. ჯერ ერთი არც მიცნობ და ესე არათავაზიანი ხარ. გთხოვ თავი შეიკავო ზედმეტი კომეტარებისაგან. --Otogi განხილვაწვლილი 20:01, 24 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ITshnik თქენთან კიდე ერთი თხოვნა მექმენა <ბრალს ნურაფერში ნუდამდებ> იცოდე--Otogi განხილვაწვლილი 20:09, 24 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ტყუილად ფიქრობ, რომ შენზე ვფლანგავ. არაფერს მჭირს სამაგისო. და არც შენ, თავისთავად. ჯერ კიდევ როდის დავწერე ეს ამ სტატიის განხილვაში, ან საიდან დაასკვენი, რომ შენზე ვფლანგავ?

ახლა რაც შეეხება შემდეგს: შრიკისთვის ის ცნობილი როლია, იმიტო რო თვით ფილმიც მეტად პოპულარულია.

გავიგეთ, რომ პოპულარულია ამ როლით (როგორც თავად ამტკიცებ), მაგრამ სად არის ამის დამადასტურებელი ფაქტები? ან რატომ უნდა ეწეროს ამ ინფოდაფებში ფილმი, რომელიც არც მე, არც შენ, არც რომელიმე ქართველ ვიკიპედიელს არ გვინახავს თავიდან ბოლომდე. რატომ უნდა იყოს ნახსენები ეს როლი და არა უფრო ადრინდელი როლები, რომლებითაც სახელიც გაითქვა და იმ როლებით გამორჩეულად ითვლება? და თუ საერთოდ იწვევს კამათს როლების გამორჩეულობის კრიტერიუმები, მაშინ რატომ არ უნდა იქნას ამოღებული ეს ველი?

ნათელ მაგალითს მოვიყვან კიდევ ერთს - დე ფიუნესის განთქმული როლი რომელია? სწორია, კომისარი ჟუვი. მაგრამ ვიღაც თვლის, რომ ჟანდარმი. ან კიდევ რამდენიმე სხვა როლი. ათივეს ხომ არ დავწერთ?

მოწოდებას რაც ეხება, მე შემიძლია უფრო ობიექტურად მოგიწოდო, ემოციები გვერდზე გადადო და არ ხედავდე ყველაფერში პირადულ თავდასხვებს. მით უმეტეს, მე მე ჯერ არ დამვიწყებია, რას უნდა ეფუძნებოდეს ვიკიპედიაში მუშაობის პრინციპები. შესაბამისად, პიროვნულ ზღვარს აქ ცხოვრებაში არ გადავაბიჯებ. — BH განხილვაწვლილი 20:10, 24 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

BH ჯერ ერთი როდის დაწერე განხილვა ეგ მე არ მაინტერესებს. და შესაბამისად როცა მე ჩავტლი საჭიროდ მაშინ განვიხილავ. კიდე ერთხდელ გეუბნები ცოტა თავი შეიკავე. იცი რას გეტყვი მე შენთან ეკრანიდან არ ვაპირებ საერთოდ რამეზე კამათს. მაინც შენსას მიაწვეწვები, იმიტო რო ასე გგონია. იყავი თავაზიანი. და თუ მასე გგონია, ღმერთმანი ჩაასწორე ბატონო. ერთ ფილმზე ამხელა აურზაურის ატეხვა არ ღირდა. ერთხელ დაწერე, ორჯერ, იქნებ გეყოს.

კიდევ ერთხელ გეუბნები. მე აქ მოსული არ ვარ იმიტო რო დაგიწყო რამის მტკიცება, მართალი რომ ვიყო მაინც. თუ გგონია ჩასწორე მეთქი. როცა ვივმეს აკრიტიკებ, უნდა გახსოვდეს რომ არსებობს კრიტიკის ბევრნაირი ფორმა, შენ კიდე ჩემს მიმართ აშკარად აგრესიულ ფორმას გამოხატავ. თან იმას თუ გავითვალისწინებთ რო არ მიცნობ --Otogi განხილვაწვლილი 20:27, 24 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

აი აქ კი დიდი სურვილი მაქვს, ადმინისტრაცია ჩაერიოს და დაამტკიცოს, რომ შენი ბრალდებები ნამდვილად უადგილოა. ინაიდან მე შენს მიმართ ზევით განხილვაში (დაწყებული თავიდან) - პირადად შენს მიმართ არავითარი გამოსვლა არ მქონია. და თუ რამე კონკრეტულად დავწერე, სადაც შენ პიროვნულად შეგეხე, კარგს იზამ, თუ ახსნი ამას. მე კომუნიკაციის სხვა საშუალებებს არ ვიყენებ და იმის გამო, რომ შენ ცუდ განწყობაზე ხარ, არ ვაპირებ, ცალკე გიხსნა, რაშია საქმე. მე შენ მთელ ამ განხილვაში პირადულად არ შეგხებივარ, შენ კი ჯიუტად ამტკიცებ, რომ მე გამაღიზიანებლად ვმოქმედებ, იმის გამო, რომ რაღაც პირადი მამოძრავებს შენს მიმართ. ვიტყვი აქვე: ეს არის არნახული აბსურდი. შენს მიმართ რაღაც პირადული მქონოდა - ამის არც წინაპირობა ყოფილა (სადმე უკანასკნელ განხილვებში პიროვნულად ერთმანეთს შევჯახებივართ?) და არც მე ვარ, შენგან განსხვავებით, ცუდ განწყობაზე და საღად აზროვნების უნარს, ჯერ-ჯერობით ვინარჩუნებ. ამიტომ:

  • ან წარმოადგინე იმის მტკიცებულება, რომ მე შენდამი რაღაც პიროვნული მამოძრავებს
  • ან ბრალდებებს მოეშვი. ეს უფრო გამაღიზიანებელია. მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტური ვიკიპედიელი არ ხარ და (მით უმეტეს) აქამდე საერთოდ არავითარი მწვავე დისკუსია არ გვქონია. მაგრამ ამას მწვავეც არ ჰქვია. უცნობია, საიდან მოგაქვს ბრალდებები იმის შესახებ, რომ რაღაც პირადული მამოძრავებს. — BH განხილვაწვლილი 20:36, 24 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ჰო მართლა, რა აურზაურზეა საუბარი? მივიჩნიე, რომ უადგილო იყო ინფოდაფაში იმ ფილმის ხსენება და დავწერე განხილვაში იმ მიზნით, რომ ყოფილიყო განხილვა - საერთოდ რა კრიტერიუმებით ვარჩევთ გამორჩეულ როლებს. რატომ თვლი, რომ პირველ რიგში, პირადული მიზნები მამოძრავებდა, არ მესმის. მანამდე რამე შელაპარაკება გვქონია (კიდევ ერთხელ ვიმეორებ), საიმისოდ, რომ შენზე პირადი წყენა მქონოდა ამ განხილვის გახსნისას? — BH განხილვაწვლილი 20:45, 24 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

BH კიდევ ერთხელ გეუბნები, და მერამდენჯერ თავი შეიკავე. შეეშვი ჩემს მიერ დაწერილი სტატიების კრიტიკას. რამ გამღიზიანა ? რა მოსატანია აგვისტოს 5 დღე (ორჯერ), პლუს ამატებ ტერმინებს : მე ვერ გავიგე. შენ თუ ვერ გაიგე სხვა გაიგებს. დაკიდევ, რასქვია ჩემს მიმართ არ შემხებიხარ. იცი რას გეტყვი, როცა აკრიტიკებ ჩემს მიერ შექმნილ სტატიებს ესეიგი აკრიტიკებ მის ავტორს და შესაბამისად როცა წერ მე არ მგონია და ეგეთ რაღაცეებს, აი სწორედ მაშინ მაყენებ მე შეურაცხყოფას. ხომ ხედავ, რომ გამაკრიტიკე (ჩემი სტატიები) ვერც მიხვდი რომ არათავაზიანათ გამკრიტიკე. კიდევ ერთხელ გეუბნები, იცოდე შენი დამსახურებაა ამხელა აურზაური რო ატეხე ამ ფილმის შესახებ. შეგეძლო უბრალოდ ჩაგესწორებინა და ამით მორჩებოდა, შე კიდევ სხვა გზა აირჩიე.

რაც შეეხება კონფლიქტურობას, ადმინებმა ის იფიქრონ რა უნდა ეთქვა ვინმეს ისეთი რომ ოთოჯი ასე ღრმად შესულიყო ვინმესთან კონფლიქტში--Otogi განხილვაწვლილი 20:48, 24 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

პირადულად რო არ შემეხე სამაგიეროდ შემს ნაშრომს შეეხე. და თან არათავაზიანთ. გახსოვდეს კრიტიკას ყოველთვის მივიღებ ოღონდ თავაზიან ფომრებში. და შენ შეიძლება ვერ იგძენი ეს , მე კი ვიგძენი--Otogi განხილვაწვლილი 20:53, 24 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

მივიჩნიე, რომ უადგილო იყო ინფოდაფაში იმ ფილმის ხსენება და დავწერე განხილვაში - გააჩნია როგორ დაწერ--Otogi განხილვაწვლილი 21:00, 24 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

მოდი ასე ვთქვათ (ჯერ წინა ნაწერს ვუპასუხებ) - უბრალოდ ჩასწორება იქნებოდა უადგილო. იმიტომ რომ მე შენს ნამუშევარს (განურჩევლად იმისა, რამდენი სტატია გაქვს კინოზე დაწერილი), ისევე როგორც ყველა დანარჩენისას - პატივს ვცემ. და სანამ ასეთი შესწორება შეტანილი იქნება, უნდა მოხდეს მოლაპარაკება. იმიტომ რომ მე არ ვიცი, შენ რა რეაქცია გექნება ამაზე. და მიმაჩნია, რომ არ უნდა ამოვიღო მაინც თვითნებურად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ დაბრუნდები და ისევ უკან დააბრუნებ, არა? რომელი მკითხავი მე ვარ, ამოვიცნო, შენ რა რეაქცია გექნებოდა, თუ მე ამ ველს ამოვშლიდი.

და პირველ რიგში, მაინტერესებდა ზოგადად ამ ყველაფრის განხილვა. თუკი ჩემმა უბრალო ფრაზამ ’რა მოსატანია’ და ’მე ვერ გავიგე’ შენ პირადად მოგაყენა ზიანი, მაშინ მზად ვარ ბოდიში მოგიხადო. თუმცა...

მე ჩემს ნაწერებში არ მიგულისხმია ’აუ ვინ არის ამის დამწერი, რა შუაშია აქ ჰარლინის ფილმი’ და ’მე ვერ გავიგე, რა ჯანდაბაა ეს’. ჩემი ნაწერის ახსნა განმარტება თუ გახდა საჭირო, ავხსნი კიდევაც - მე უბრალოდ დავწერე - ’მიმაჩნია უადგილოდ ინფოდაფაში ჰარლინის ფილმის ხსენება, ვინაიდან ამ მსახიობის კარიერაში უფრო მეტი მნიშვნელოვანი ფილმია’. და მეორე ფრაზაც - ’ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია ამ ველის დანიშნულება, როდესაც გამორჩეული როლი არის სადავო საკითხი’.

რაც შეეხება ნაშრომის შეხებას, წინა აბზაცში უკვე დავწერე, რა ვიგულისხმე. მაგრამ ამ შემთხვევაში რა გამოდის - თუ მე შენს რედაქტირებას შენს უკითხავად და დაუსაბუთებლად ამოვშლიდი, თავაზიან ნაბიჯად ჩაითვლებოდა, ვიკიპედიის ეთიკის ნორმებში? და ეს არ იქნებოდა გაღიზიანების მიზეზი? შემოვდივარ შენს სტატიაში და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ვშლი ველს - ეს სასიამოვნო იქნებოდა?

რაღაც სულ სხვა განხრით წაიყვანე ყველაფერი ახლა. ეს რომ ყოფილიყო რაღაც შეცდომა ტრანსკრიფციაში, ან თარიღში, კიდევ გასაგებია, მაგრამ ასეთი რაღაც თვითნებურად ამომეშალა ვიკიპედიის წესების დარღვევით? — BH განხილვაწვლილი 21:12, 24 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ეხლა გეყოფა BH. პატივს რო ცემ ჩემს სტატიებს ეგ მისასალმებელია (მიხარია), მარა როცა მე არ მცემ პატივს ეგ არის ცუდი. რასქვია ჩაგესწორებინა. მე რა არ მისწორებდა მიშა სტატიებს, ან ჯაბა, ან ცანგალა ან დათო, ან ბევრი სხვა. ასეთ აქტიური თუ ხარ ეგე გეცოდინებოდა რო ბუტია არ ვარ ამ საკითხებში (და საერთოდაც). გესმის. მეც კარგად ვიცი რომ დამსახურებული ვიკიპედიელი ხარ, და რო ჩაგესწორებინა, რა ავფეთქდებოდი? როგორ გგონია, რა თქმა უნდა არა. უშეცდომო ხო არავინ არაა. რო ჩაგესწორებინა, ეგ უფრო კაი ნაბიჯი იქნებოდა შენი მხრიდან. (თუმცა დღემდე მიმაჩნია რომ დაურღვეველი სტატია გავაკეთე, მარა დათმობაზე წავედი, ხომ ხედავ).

მერამდენჯერ გეუბნები. კრიტიკას გააჩნია. უნდა გახსოვდეს რომ მე არავიზე მაღლა არ ვდგავარ ვიკისი (თუნდაც გეოგრაფია-გეოლოგიაში), მარა არც ჩემზე მაღლა არ უნდა დაგდეს ვინმე. გესმის. (ამით იმას კი არ გეუბნები შენ დადექი მეთქი, საერთოდ ვამბობ). ასეთი კრიტიკით შენ რო მე გამაკრიტიკე (ანუ შემი ნაშრომი) ეს არ არის ლამაზი. მასე მე ვერ გავაგრძელებ ვიკიში მუშაობას. არ შემიძლია და იმიტომ.

უნდა გაჩერებულიყავი. შენ არაფერი და მე მომხვდა შენი აგრესიული ნაწერი (და შენ რო ვერ იგრძენი ეს არ ნიშანვს იმას რომ მე არ მომხვდა შენი უხეში კრიტიკა). კიდევ ერთხელ გეუბნები (მეასეჯერ) არსებობს კრიტიკის ნორმები. მზად ვარ ყველაზგან მივიღო კრიტიკა მარა გააჩნია როგორ.

დაკიდევ. ფაქტებს რაც შეეხება. რა მოხდა აღარ მენდობა ვიკიპედია. ამ სტატიის მერე უცხო გავხდი, თურმე არაეფერი მიკეთებია ამ ხნის განმავლობაში, ეხლა რო მთხოვთ ფაქტებს. იცით რას გეტყვით, ვიკიში (სამწუხაროდ) არსებობს მრავალი სტატია, უფაქტოდ, და ამაზე არავინ არ ლაპარაკობს.

P.S. გეთანხმები. სუბიექტური ველია „გამორჩეული როლები“ და, შესაბამისად, ამოსაღები ინფოდაფიდან სუბიექტური ველია, ეს ხომ მე გავაკეთე ესეიგი მე სუბიექტური ვარ, რასაც მინდა იმას ვაკეთებ ხო. კაი ბატონო. გიოსგან არ მეგონა ასე თუ მომექცეოდა. მოდიდა იმუშავე ამის მერე ვიკიში.--Otogi განხილვაწვლილი 21:31, 24 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ჩემი პასუხები (ძალიან რომ არ დაგაბნიო და თან არ ვაპირებ ამ დისკუსიის დილამდე გაგრძელებას. არც შენ გეპიტნავება, არც მე).

  • ასეთ აქტიური თუ ხარ ეგე გეცოდინებოდა რო ბუტია არ ვარ ამ საკითხებში (და საერთოდაც). გესმის - სამწუხაროდ, მე შენს სტატიებს თვალს არ ვადევნებ. გეოგრაფია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის საინტერესო საკითხია, ჩემთვის აქტიური სფერო არ არის. ამიტომ არ ვიცი, იმ სტატიებთან დაკავშირებით რა და როგორ ხდებოდა.
  • მეც კარგად ვიცი რომ დამსახურებული ვიკიპედიელი ხარ, და რო ჩაგესწორებინა, რა ავფეთქდებოდი? - არ ვიცი, აფეთქდებოდი თუ არა, მაგრამ ეჭვი მქონდა, რომ კი. წარმოიდგინე - მე ვშლი მაგ ინფოს (მიუხედავად იმისა, რომ ვუთითებ, რატომ წავშალე). და მერე? მე პირადად ახლა ვერ წარმომიდგენია, რომ ამოვშლიდი და პასუხის გარეშე დარჩებოდა.
  • მთელი ეს დავა კი არანაკლებ გააცხარა აი ამან:

BH მოგიწოდებ ცოტა თავაზიანი იყავი, და შენს ემოციებს ჩემზე ნუ ფლანგავ. ჯერ ერთი არც მიცნობ და ესე არათავაზიანი ხარ. გთხოვ თავი შეიკავო ზედმეტი კომეტარებისაგან

ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს ფეხდაფეხ მოგსდევ და ყველა შენს ნაწერს მკვახე კომენტარს ვუკეთებ. დიდი ხნის განმავლობაში. და პირადად ჩემზე შენმა ნაწერმა ისე იმოქმედა, როგორც მიმინოს რეაქციამ ფილმში. როდესაც სტიუარდესა გოგონას უცნობი მიზეზით უყვირის, ’შეწყვიტე ჩემთვის შენიშნების მოცემაო’.

საბოლოოდ ისე ჩანს, რომ შენამდე ბოლომდე ნათლად ვერ მოვიტანე აზრი და შენც ისე დაწერე, რომ იძულებული გავხდი, მეცადა, გამერკვია, საიდან მომდინარეობდა ისეთი რეაქცია, თითქოს ისე ვაკონტროლებდე შენს სტატიებს, როგორც ტაროს ნაწერებს.

თუკი საბოლოოდ იკვეთება, რომ ჩემი არც თუ ნათელი განმარტების გამო ჩემი ნაწერი პროვოკაციულად აღიქვი (რაც მინიმუმ, ჩემს გეგმებში არც შედიოდა) და მეც შენი პირველი რეაქცია არაადეკვატურად შევაფასე - მაშინ მთელი ეს დისკუსია უადგილოა და წარმოშობილია გაუგებრობების შედეგად.

ამავე დროს, ალბათ ლოგიკურია, რომ მე შენთან მუშაობის ცალკე სტილის ჩამოყალიბებაზე არც ვიფიქრებდი. ანუ ’მოდი, შევთანხმდეთ, შენ თუ რამეს ასე დაწერ, მე ისე ჩაგისწორებ და არც აგიხსნი’. ასეთი საკითხები - ’წაიშალოს, არ წაიშალოს’ განიხილება განხილვებში. მით უმეტეს, როგორც უკვე ავღნიშნე - შენ ძირითადად გეოგრაფიაზე მუშაობ და მე შენთან ამ საკითხზე შეხება ჯერ არ მქონია. — BH განხილვაწვლილი 21:50, 24 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

BH კარგად იყავი. წარმატებები--Otogi განხილვაწვლილი 21:52, 24 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

მე არც ვიცოდი, ვისი გაკეთებული იყო ან სტატია, ან ინფოდაფა (ან ის ველი ვისი ჩამატებული იყო, თუ ეს შექმნის შემდეგ მოხდა). ოთოჯის ვეტყვი, რომ არაფერში არ გადანაშაულებთ და ჩემთვის გაუგებარია, თუნდაც ეს სიტყვები: „P.S. გეთანხმები. სუბიექტური ველია „გამორჩეული როლები“ და, შესაბამისად, ამოსაღები ინფოდაფიდან სუბიექტური ველია, ეს ხომ მე გავაკეთე ესეიგი მე სუბიექტური ვარ, რასაც მინდა იმას ვაკეთებ ხო. კაი ბატონო. გიოსგან არ მეგონა ასე თუ მომექცეოდა.“ და მაინც, როგორ მოგექეცით? სუბიექტური ველია-მეთქი, რომ ვთქვი, ეს არ ნიშნავს, რომ რამეში დაგდეთ ბრალი. ჩვენ, ვიკიპედიელები, ყველანი მეტ-ნაკლებად სუბიექტურნი ვართ, რადგან გაგვაჩნია ჩვენი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხის შესახებ და ეს დანაშაული არაა. ამაში მაინც ვერავინ შემედავება. მეც სწორედ ჩემი სუბიექტური მოსაზრება დავწერე, როცა ვთქვი, სუბიექტური ველია-მეთქი. Floydgeo-საც ჰქონდა სუბიექტური ველი მუსიკოსის ინფოდაფაში, მაგრამ ახლა რომ ვეუბნები, სუბიექტური იყო-მეთქი, მაგის გამო თავს არ მოიკლავს (ფიგურალურად) და არც ვიკიში მუშაობას შეწყვეტს. პატივს გცემთ, როგორც კოლეგა-ვიკიპედიელს და დიდად ვაფასებ თქვენს წვლილსაც. თქვენნაირი მომხმარებლები სჭირდება ვიკიპედიას! Floydgeo-ს სიტყვებში, რა განზომილებითაც არ წავიკითხე, პირადული ვერაფერი აღმოვაჩინე და, საერთოდაც, ჩემთვის გაუგებარია, რის გამო აგორდა ამხელა განხილვა. თუ თქვენ პირადულად მიიღეთ სტატიისა და ინფოდაფის შესახებ გამოთქმული მოსაზრებანი, ეს უკვე თქვენი პრობლემაა. Floydgeo-ს იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ აქ წასულიყო განხილვა თემის შესახებ და არა მის შემქმნელთან პირადი (თუმცა მაინც ვერ ვხვდები, რა გაგებით „პირადი“) ურთიერთობების გარკვევა. ისევ ვიმეორებ: არავის არაფერში არ ვადანაშაულებ. გულწრფელად მწყდება გული ამ გაუგებრობის საერთოდ არსებობის შესახებაც კი. მხოლოდ საუკეთესო სურვილებით,—G.G. 06:09, 25 აპრილი 2011 (UTC)პასუხი


მხოლოდ დასაწყისი წავიკითხე... დრო არ მაქვს, რომ ამხელა კამათის გვერდი ვიკითხო, თანაც ვიცი, საინტერესოს ვერაფერს წავაწყდები :)). მხოლოდ ერთს ვიტყვი: ამ გვერდზე ოთოჯის პირველი გამოხმაურება ცოტა არალოგიკური მეჩვენა... ოთოჯის პირადად არ უნდა მიეღო (რატომ მიიღო, ეს ვერ გავიგე). ოთო, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ: აქ თქვენს პიროვნებასთან (ბოდიში, რა სისულელეა...) ან თქვენს სტატიასთან კი არაა პრობლემა, არამედ საქმე ისაა, რომ შეიძლება სხვადასხვა პიროვნება სხვადასხვა როლს თვლიდეს გამორჩეულად. გემოვნებაზე ხომ არ დაობენ :). ამიტომ, "გამორჩეული როლები", "ცნობილი ფილმები", "საუკეთესო მუსიკები" – ესენი ყველა სუბიექტური კატეგორიებია, რომლებზეც ვიკიპედიაში უარს ვამბობთ და მკითხველს ვანდობთ ამის გარკვევას. ასე რომ, უნდა ამოიშალოს საერთოდ... საწყენი აქ არაფერია :). — დავით პასუხი 11:06, 25 აპრილი 2011 (UTC)პასუხი
გვერდ „ემანუელ შრიკი“-ზე დაბრუნება.