განხილვა:ემანუელ მაკრონი

ბოლო კომენტარი: 6 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Mehman97 თემაში თანამდებობა
სტატია „ემანუელ მაკრონი“ შეიქმნა პროექტ
„100 ვიკიდღის“ ფარგლებში.

თანამდებობა რედაქტირება

მაკრონი ფინანსთა მინისტრი არ ყოფილა (არამედ ჩვენ ენაზე იყო ეკონომიკის მინისტრი), ეს სამინისტროები რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანდა ფინანსთა სამინისტროსთან. ან გაასწორეთ ან აღადგინეთ გაუქმებული ვერსია.--82.211.165.206 13:44, 12 მაისი 2017 (UTC)პასუხი

რას ნიშნავს ჩვენს ენაზე ? არსებობს en:French Ministry for the Economy and Finance (ან fr:Ministère de l'Économie et des Finances (France). ვასრულებთ მის თაგმანს. თუკი ასე ჰქვია საფრანგეთში ამ სამინისტროს ჩვენ რატომ უნდა ვუწოდოთ მას მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო ?. - OTOGI Messages 13:56, 12 მაისი 2017 (UTC)პასუხი

იმას ვამბობდი რომ ფინანსთა სამინისტროსთან გაერთიანდა მას შემდეგ რაც მაკრონი გადადგა. ანუ ეგ სახელი მას შემდეგ ჰქვია. მანამდე იყო ეკონომიკის სამინისტრო რომელსაც ერქვა ცოტა გრძელი სახელი. ზოგადად თარგში მოკლედ ეკონოიკის მინისტრი რომ დაიწეროს ალბათ არ არის დიდი პრობლემა, ხოლო ტექსტში თავისთავად იქნება სრული ვერსია მაშინდელი სამინისტროსი. ყველა შემთხვევაში ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი რაც ეხლა წერია თარგში არის არასწორი --82.211.165.206 14:04, 12 მაისი 2017 (UTC)პასუხი

მესმის, რასაც გულისხმობთ. მაშინ თარგში უნდა ჩაიწეროს, რომ იყო ეკონომიკის მინისტრი, მაგრამ სტატია გადავა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსების სამინისტროზე. - OTOGI Messages 14:17, 12 მაისი 2017 (UTC)პასუხი
რატომ უნდა დაიწეროს მოკლედ? თუ ისედაც გვაქვს მოკლედ, ხოლო სრული იქნებოდა ეკონომიკის, მრეწველობისა და ციფრულ საქმეთა მინისტრი, როგორც ინგლისურსა და რუსულშია. მომხმარებელმა სრულად უნდა მიიღოს ინფორმაცია თანამდებობის შესახებ, მით უმეტეს, თუ ამ თანამდებობაზე არ გვაქვს სტატია. ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ნამდვილად ვერ ვხედავ. — Mehman 97 14:21, 12 მაისი 2017 (UTC)პასუხი

მთავარია გავასწოროთ, ეხლა რაც წერია არ არის სწორი. ფინანსთა მინისტრი მაშინ იყო მიშელ საპენი, რომელის სამინისტროსაც მაკრონის გადაგომის მერე დაუმატეს სხვა სახელი. ან დავწეროთ მოკლედ შინაარსობრივად რასაც გულისხმობდა მაშინდელი სამინისტრო ანუ ეკონომიკის მინისტრი ან სრულად ეკონომიკის, მრეწველობისა და ციფრულ საქმეთა მინისტრი.--82.211.165.206 14:35, 12 მაისი 2017 (UTC)პასუხი

აი ბოლოზე გეთანხმები, მაშინ დავწეროთ სრულად, როგორც იყო. — Mehman 97 14:39, 12 მაისი 2017 (UTC)პასუხი
გვერდ „ემანუელ მაკრონი“-ზე დაბრუნება.