განხილვა:დასავლეთკავკასიური ჯიხვი

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977
სტატია „დასავლეთკავკასიური ჯიხვი“ შეიქმნა პროექტ
ვიკის უყვარს კავკასია 2019-ის ფარგლებში.

არაა წასაშლელი რადგან მიზეზში წერია, რომ „დაკოპირებულია რესურსებში მითითებული ბმულებიდან“. თუ რამდენიმე ბმულიდანაა შემოტანილი ეს კოპირება აღარ გამოდის. ასე რომ ვერ დაგეთანხმებით, რომ წასაშლელია. --Wiki - ჯაბა 14:45, 31 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი

რამდენიმე ბმულიდან კოპირება კოპირება არ არის? აზრი აქვს ერთდან დააკოპირებ თუ რამდენიმედან? მითუმეტეს საკონკურსო სტატიაა და არ იქნება ეთიკური ასეთი სტატიების ჩათვლა, როდესაც სხვა მომხმარებლები თარგმნიან, წყაროებს ამატებენ და ზოგიერთი აკოპირებს ან Translate-ით თარგმნის. გიო ოქრო 14:48, 31 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი

კოპირება არ არის. სტატია შექმნა სხვადასხვა რესურსებიდან. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. და თუ საკონკურსოა და რამე დაარღვია, ვაცადოთ და ჟიურის წევრები შეაფასებენ. მე მგონი არაა სწორი ასე მოქცევა. მეც შემთხვევით მომიხდა რამდენიმე სტატიის შესწორება და როგორც კი მივხვდი რომ საკონკურსო იყო ეგრევე გავჩერდი. --Wiki - ჯაბა 14:51, 31 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი

კოპირება არის ზუსტად (ან მინიმალური ცვლილებებით) გადატანა. ეს არის კოპირება (რაც სახეზე გვაქვს). წინადადებები უნდა იყოს სხვაგვარი წყობის, რომ დაკოპირებულად არ ჩაითვალოს. გიო ოქრო 14:52, 31 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი

😀 --Wiki - ჯაბა 14:55, 31 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი

გვერდ „დასავლეთკავკასიური ჯიხვი“-ზე დაბრუნება.