განხილვა:გერმანიის ადმინისტრაციული დაყოფა

There are no discussions on this page.

მგონი ამ საკითხის განსახილველად ყველაზე შესაფერისის ადგილი აქაა, ამიტომ აქვე ვიკითხავ: ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული — Gemeinde ითარგმნება, როგორც „თემი“, ხოლო Landkreis-ის შესატყვისი „ოლქი“ უნდა იყოს, როგორც მითითებულია ამ სტატიაში, თუმცა სტატიები არსებობს „რაიონის“ სახელით, რაც აშკარად არაა სწორი. შედარებისათვის, რაიონს შეესაბამება Rajon-ი, ამდენად ამ კატეგორიაში არსებული სტატიები „რაიონებიდან“ გადასატანია შესაბამის „ოლქებზე“, მაგრამ რადგანაც ეს არცთუ ხელწამოსაკრავი რაოდენობაა, დამოუკიდებლად ვერ გადავწყვეტ, ამიტომაც თქვენ აზრს ველი.--ILIA განხილვა 19:58, 31 იანვარი 2016 (UTC)

არა, Landkreis იგივე kreis არის რაიონი, ასე აქვთ ინგლისურ ვიკიპედიაშიც (district რაიონია), ასეა რუსულშიც და აქაც, რომელიც შენ დაწერე, წერია, რომ ტერმინი რაიონი გამოიყენება აქ, აქ და აქ და მისი გერმანული შესატყვისი არის Landkreisen. ასე რომ, Landkreisen რაიონია, როგორც თვითონ გერმანული ვიკი გვეუბნება.--Saliner 20:19, 31 იანვარი 2016 (UTC)
ამ საკითხებში გარკვეული ნამდვილად არ ვარ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თავად სტატიაში რაიონი აღნიშნულია, რომ ეს უკანასკნელი ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამდენად ეს ტერმინი გერმანიაში ცოტა საეჭვოა.--ILIA განხილვა 20:28, 31 იანვარი 2016 (UTC)
კი, საბჭოური ტერმინია, თუმცა ბევრგან ვიყენებთ მას, რადგან იდეურად ყველაზე ზუსტია. ამ შემთხვევაშიც რაიონი ყველაზე შესაფერისი ტერმინია Landkreis-ის აღსანიშნავად (Rajons entsprechen in etwa den deutschen Landkreisen).--Saliner 20:37, 31 იანვარი 2016 (UTC)
მეგობრებო, მოდით, სისტემურად შევხედოთ საკითხს. გერმანიის ადმინისტრაციული დაყოფის დონეები შემდეგია:
1. Bund;
2. Land;
3. Regierungsbezirk;
4. Landkreis;
5. Gemeinde;
ამათგან Bund ნიშნავს კავშირს, მაგრამ ქართულად რატომღაც ფედერაცია დამკვიდრდა (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა). თუმცა, გერმანელებს ფედერაციის აღსანიშნავად ცალკე აქვთ სიტყვა Föderation. შეცვლა, რა თქმა უნდა, არ ივარგებს: Bund = ფედერაციას.
Land ნიშნავს მიწას და ეს სახელწოდება ქართულ ენაშიც გავრცელებულია. თუმცა, რატომღაც ჩვენ ვწერთ ფედერალურ მხარეს (თუ არ ვცდები, ესეც ქსე-ს ბრმად მინდობის ბრალია).
Gemeinde ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არის თემი.
პრობლემატურია Regierungsbezirk-ისა და Landkreis-ის თარგმნა. ამათგან პირველი შედგენილი სიტყვაა: Regierungs ნიშნავს სამთავრობოს, ხოლო Bezirk-ის სემანტიკური მნიშვნელობაა შემოფარგლული, სემანტიკურად დაახლოებით რუსულ ოკრუგს ჰგავს. Landkreis-ს რაც შეეხება, მისი სემანტიკური მნიშვნელობაც მსგავსია: მიწის წრე, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიწის (ფედერალური მხარის) ფარგლებში მოქცეული „ოკრუგი“. ოკრუგის ქართული შესატყვისი არის ოლქი და არა რაიონი. ეს უკანასკნელი ცალსახად პოსტსაბჭოური ტერმინია და თავად გერმანელები მხოლოდ ადარებენ ლანკრაისს და რაიონს — შეესაბამება არა ტერმინების სემანტიკა, არამედ მათი როლი ადმინისტრაციულ დაყოფაში. ლექსიკონს რომ ჩავხედოთ, Bezirk არის უბანი, რაიონი, ხოლო Kreis-ის განმარტება ასეთია: ოლქი, რაიონი. იქვე: Rat des Kreises — საოლქო საბჭო (ქართულ-გერმანული ლექსიკონი, ორტომეული, გრ. თარაშვილი). აღსანიშნავია ასევე, რომ გერმნაულ ენაში არსებობს სიტყვა Stadtbezirk, რაც ნიშნავს ქალაქის უბანს. ანუ Bezirk-ის პირველადი მნიშვნელობა სწორედ უბანია.
ერთი რამ ცხადია: Kreis და Bezirk უნდა გაიმიჯნოს ტერმინოლოგიურად ქართულ ენაშიც. მე ვფიქრობ, რომ Kreis ცალსახად უნდა იყოს ოლქი, ლექსიკონიცა და სიტყვის სემანტიკაც ამას უჭერს მხარს. რაც შეეხება Bezirk-ს, აქ რაიმე ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს. Regierungsbezirk-ები საკმაოდ დიდი ტერიტორიებია და მათ სამთავრობო უბნები რომ ვუწოდოთ, რამდენად გამართლებულია, არ ვიცი. არც რაიონი მომწონს ბეცირკისთვის მაინცდამაინც. Deu. 08:19, 1 თებერვალი 2016 (UTC)
გერმანული არ ვიცი, თუმცა ვმჯელობ ყველა სხვა ენის მიხედვით. რუსებს, არა აქვთ ოკრუგი, რასაც აღნიშნავ, არამედ რაიონი; ინგლისურშიც არის District, რაც ქართულად გადმოდის როგორც რაიონი. სემანტიკურად არ ვიცი, თუმცა Landkreis-ს ადმინისტრაციული დაყოფის იმავე ერთეულად იყენებენ, რასაც ჩვენ რაიონს ვუწოდებთ. იქნებ რაიმე სანდო ნაშრომი იყოს ქართულად გერმანიის ადმინისტრაციული დაყოფის შესახებ და იქ ეწეროს ზუსტად.--Saliner 09:21, 1 თებერვალი 2016 (UTC)
არაფერი მსგავსი ნაშრომი არ არსებობს. ლექსიკონი არაა სანდო? :) ინგლისელები ყველანაირ ტერმინს District-ს უწოდებენ, რაც კი ამ დონეს შეესაბამება და ეს არ ნიშნავს, რომ რაიონად უნდა ვთარგმნოთ მაინცდამაინც. Deu. 09:23, 1 თებერვალი 2016 (UTC)
კი, მაგრამ ლექსიკონში ხომ ორივე წერია? თან სხვა ვიკიპედიებშიც ასე აქვთ, გერმანელებიც აღნიშნავენ, რომ რაიონი მაქსიმალურად ახლოსაა იმასთან, რაც გერმანიაში Landkreis-ია. იქნებ სხვა, ადმინისტრაციულ ერთეულებში გარკვეულებმაც გამოთქვან საკუთარი აზრი.--Saliner 12:51, 1 თებერვალი 2016 (UTC)
თორნიკე, გერმანულ გერმანულ სტატიაში არსად წერია, რომ ლანდკრაისი ეს იგივე რაიონია. არც ამ სტატიაში წერია, რომ ლანდკრაისს შეესაბამება რაიონი. მანდ მხოლოდ ის წერია, რომ რაიონები თავისი მნიშვნელობით დაახლოებით შესაბამისია გერმანიის ლანდკრაისებისა და ავსტრიის ბეცირკებისა. გერმანელი მკითხველისათვის გასაგები ტერმინებითაა ახსნილი, თუ რა დონის დაყოფაზეა საუბარი. აქ არაა ტერმინთა თარგმანზე საუბარი. ზუსტად ასეთივე წარმატებით შეგვეძლო ვთქვათ ჩვენც: რაიონი თავისი მნიშვნელობით დაახლოებით შეესაბამება მუნიციპალიტეტებს საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით. და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტი და რაიონი ერთი და იგივეა, ანდა რომელიმე ენაზე ქართულ მუნიციპალიტეტს შეიძლება რაიონი ეწოდოს.
რაც შეეხება სხვა ვიკიპედიებს, გადახედეთ ინტერვიკის: რაიონი მხოლოდ რამდენიმეს უწერია, ისიც პოსტსაბჭოურებს. სლავური ენების უმეტესობა იყენებს ტერმინს ოგრუგ, ოკრუზ. სხვები არჩევენ, ორიგინალი დატოვონ: ლანდკრაისი. ინგლისური ტერმინი District კი მხოლოდ რაიონის შესატყვისი არაა და ინგლისელები ამ სიტყვაში ისეთ დასახელებებსაც აერთიანებენ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ტერმინ რაიონთან.
ლექსიკონი გარკვევით წერს, რომ Kreis ეს არის ოლქი, ასევე რაიონიც. იმავე ადგილას, Rat des Kreises ნათარგმნია, როგორც საოლქო საბჭო (და არა რაიონული საბჭო — ასეთი ალტერნატიული თარგმანიც კი არაა მოყვანილი). უპიტატესობა მინიჭებული აქვს ოლქს. Deu. 14:10, 1 თებერვალი 2016 (UTC)
გთხოვთ, სხვებმაც დააფიქსირეთ თქვენი აზრი!!!--ILIA განხილვა 14:46, 3 თებერვალი 2016 (UTC)
რადგანაც საქმე საკმაოდ ბევრ სტატიას ეხება, კარგი არ იქნება გადატანა სხვა მომხმარებლების აზრის გათვალისწინების გარეშე მოხდეს, ამიტომ, გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია.--ILIA მომწერეთ 16:11, 1 მარტი 2016 (UTC)
ჩემი პოზიცია უცვლელია და ისევ რაიონს მივიჩნევ მათებულად. იმედია, სხვებიც გამოხატავენ აზრს.--Saliner 22:35, 1 მარტი 2016 (UTC)
ამასწინ რომელიღაც განხილვაში წავაწყდი ინფორმაციას, რომ ადმინისტრაციული ერთეულების მშობლიური სახელებით შემოტანაზე იყო მიღწეული შეთანხმება, აქ არ ვრცელდება? და კიდევ დეუმ თქვა Landkreis უდრის რუსულ ოკრუგსო, ოკრუგი კი, რუსულიდან ითარგმნება, როგორც ოლქიო, ეს მემგონი არ არის სწორი, რადგან რუსულიდან ობლასტი ითარგმნება, როგორც ოლქი, ოკრუგი კი პირდაპირ შემოდის - ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი--GagaVaa 09:23, 5 მარტი 2016 (UTC)
დაბრუნდი "გერმანიის ადმინისტრაციული დაყოფა"-ზე.