განხილვა:ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Abkhazian1

გამარჯობათ, სამი შენიშვნა მაქვს:

1. <<პირველი ტაძარი დღევანდელი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში მთავარანგელოზის სახელზე აიგო, რომლის ერთ-ერთ ქვაზე წერია:

ვიკიციტატა
„"აქ ქრისტეს პირველმა მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ ააგეს პირველი ქრისტიანული ტაძარი საქართველოში".“

>>

–>>> დიდაჭარის იმ პირველი ტაძრის ქვაზე წერია ციტატაში ჩასმული წინადადება?


2. <<1829 წელს დედა-სამშობლოს დაუბრუნდა სამცხე-ჯავახეთი, ხოლო 1879 წელს - აჭარა. ანჩის ტბეთის და ხინოწმინდის უძველეს ეპარქიებში კვლავ გავრცელდა საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქცია.>>

–>>> საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქცია 1829 წელს დაბრუნებულ სამცხე-ჯავახეთსა და 1879 წელს დაბრუნებულ აჭარაზე ვერ გავრცელდებოდა უბრალო მიზეზით, რომ 1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმებული იყო და ეს ასე გაგრძელდა 1917 წლამდე.


3. <<2007 წლის დეკემბერში ბათუმ-ქობულეთის ეპარქია გარდაიქმა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიად, რომელშიც შევიდა ქ. ბათუმი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ისტორიული ლაზეთი.>>

–>>> ისტორიული ლაზეთი გაცილებით უფრო ვრცელი ტერიტორიაა, ვიდრე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შემავალი ლაზეთი. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შედის მხოლოდ ისტორიული აღმოსავლეთი ლაზეთი – დღევანდელი თურქეთის ტრაპიზონის ილიდან (მხარიდან) ძირითადად ოფის, დერნეკფაზარის, ჩაიკარას და ჰაირათის რაიონების (ილჩეების) ტერიტორიები, რიზეს ილი მთლიანად და ართვინის ილიდან არხავისა და ხოფას რაიონების ტერიტორიები. ლაზეთის დანარჩენი (ცენტრალური და დასავლეთი ლაზეთი) ნაწილი დღეისთვის კონსტანტინოპოლის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევა.

Abkhazian1 განხილვაწვლილი 23:52, 12 მაისი 2015 (UTC)პასუხი

გვერდ „ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია“-ზე დაბრუნება.