განხილვა:ამერიკული შეხლა-შემოხლა

ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi

მესმის, რომ შესაძლოა დავა გამოიწვიოს მიმდინარე სათაურმა, მაგრამ ამერიკული აფერა, ან აფერა ამერიკულად — როგორც ამ ფილმის რუსული ვარიანტები, მიუღებელია. აგრეთვე, ფილმის დასახელების რუსული ვარიანტები კრიტიკას იმსახურებს. - ოთოჯი განხილვა 21:09, 29 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

მომხმარებელი:Henry McClean: შენი აზრიც საინტერესოა როგორც ამ საკითხებში ჩახედულს. რა ვუყოთ ამ ფილმის სათაურს. ბუნებრივია სხვების აზრიც საინტერესოა. - ოთოჯი განხილვა 14:20, 4 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

ერთ რამეს ვიტყვი. საერთოდ, ჩემი რომ ყოფილიყო, „დამკვიდრებულების“ გამოყენებას ავკრძალავდი. საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი რომ არ გამხდარიყო თავის დროზე, ეს პრობლემა არ გვექნებოდა. დაწყებული 'ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები'-დან, იძულებულები ვართ (ფაქტობრივად) გამოვიყენოთ დამკვიდრებულები. როდესაც, მაგალითად, ამ ფილმის ორიგინალური სახელწოდება შესანიშნავად ჟღერს. აი რუსთაველის/ამირანის კინოები სახელმწიფო კინოებია, მაგრამ კომპეტენცია ასეთი რთული სახელწოდებების მხრივ 0-ს უდრის მაგათთან. როდესაც უჭირთ თარგმნა, რუსულიდან იღებენ, დრო რომ არ დაკარგონ. მართალია, დროს არ კარგავენ, სამაგიეროდ ხარისხს - კი. დაახლოებით ჩვენსავით იქცევიან ეგენიც - ოღონდ ჩვენ, როდესაც გვიჭირს ზუსტი თარგმნა, ბევრ ვარიანტს ავწონ-დავწონით. აი ეგენი პირდაპირ რუსულს მიახტებიან.

მოკლედ გადავწყვიტოთ, ამ შემთხვევაში ჩვენი კინოთეატრების სისტემის დამკვიდრებულ ვარიანტს ვიყენებთ, თუ რეალურ სახელწოდებას.

საინტერესოა, თურქულ გაქირავებაში მაინც აფერასთან გვაქვს საქმე - ესეც თურქული სახელწოდების თარგმანი. აშკარაა, რომ ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარეა. დამოუკიდებლად რუსულის გავლენისგან. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:34, 4 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

გასაგებია. ეგრეა. ჰენრი, მე ეს თემა შეგნებულად წამოვწიე, რადგან ბოლო დროს კინემატოგრაფმა ქართულ ვიკიპედიაში ფეხი მოიკიდა, ესე ვთქვთ, და მახარებს ეს. ადრე ამ საკითხებს არ ვანიჭებდი დიდ მნიშვნელობას, რამეთუ ეს თემა ჩავარდნილი იყო. მაგრამ ახლა დრო შეიცვალა. მე მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ თუკი რუსულიდან გადმოვიღებთ ფილმების სათაურებს, მაშინ გამოდის, რომ ცენტრალ პარტნერშიპის აკვიატებულ სტანდარტებს ვამკვიდრებთ ჩვენც, რომელიც მეტად აბსურდული გადაწყვეტილებებით არის ცნობილი. თუმცა ეს რუსების საქმეა უკვე. - ოთოჯი განხილვა 14:50, 4 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

არამარტო რუსულში, არამედ სხვა ენებშიც აფერად არის ეს ფილმი. თურქულზე უკვე წერია, ასევე უკრაინულ, სერბულ (ამერიკული თაღლითობა), იტალიურ, ფრანგულ („ამერიკული ბლეფი“) ვიკიპედიებშიც. მე კინოს შინაარსიდანაც რაც გავიგე, სწორედ რომ აფერასა და ბლეფზეა ეს კინო --M. განხილვაწვლილი 06:37, 30 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

სწორედ ამიტომ წამოვიწყე ეს განხილვა. ბოლოს და ბოლოს ფილმების სათაურებს ვთარგმნით პირდაპირ თუ არა ?!. თქვენ არ იძახდით ფილმები ორიგინალის მიხედვით უნდა ვთარგმნოთო.. ფილმი ვისაც აქვს ნანახი მიხვდება, რომ აქ არა მხოლოდ აფერაზეა სიუჟეტი, არამედ მუდმივ შეხლა-შემოხლაზე, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს მთელი ფილმის განმავლობაში. ორიგინალურ დასახელებაში აფერასა და თაღლითობას მე ვერსად ვერ ვკითხულობ. - ოთოჯი განხილვა 09:30, 30 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
გვერდ „ამერიკული შეხლა-შემოხლა“-ზე დაბრუნება.