განხილვა:ამაღლება (ვარსკვლავთკარიბჭე)

ბოლო კომენტარი: 15 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Alsandro თემაში დავით ჩუთლაშვილს

ეს რა წერია? ვინ არის ქართული ვიკიპედიას ადმინისტრატორი? ვინ არის ამ სტატიის ავტორი? რა მაღალგანვითარებული სულიერი არსებები, რა უაზრობაა ეს, თქვენ რა, მართლა გჯერათ იმის, რაც აქ დაწერეთ თუ ეს გამიზნული ბოროტებაა? ის არ გყოფნით, მთელი ქვეყანა სასაკლაოდ და ეკლესიებად რომ გადაიქცა და ახლა კიდევ ასეთი სტატიები? ჩემი "ამაღლება" არ შეიტანოთ ენციკლოპედიაში, ეს შეიტანეთ და რაღა გიჭირთ, ნაშველი გაქვთ და ეგ არის, გადარჩენილები ხართ!

დავით ჩუთლაშვილი

"ვარსკვლავთკარიბჭე" _ ეს სტატია სრულად თუ არ წაიკითხე, გეგონება, რომ ამ სტატიაში ("ამაღლება") ლაპარაკია რაღაც მეცნიერულად დასაბუთებულ მტკიცებებზე. საინტერესოა, ვის შემოაქვს ასეთი ინფორმაციები ენციკლოპედიაში? ჩემი აზრით, გვერდს სჭირდება სერიოზული რეორგანიზაცია.

დავით ჩუთლაშვილი

სხვათა შორის მეც იგივე დამემართა ერთი გადაკითხვით ვიკრიჭები. გეთანხმები აბსოლუტურად. Dawid 13:21, 22 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი
პ.ს.: ჩემი "ამაღლება" არ შეიტანოთ ენციკლოპედიაში - "შენი" ამაღლება რომელია? Dawid 13:23, 22 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

დიახ, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ფანტასტიკური ფილმი, უმცირესი გამონაკლისების გარდა (რაც, სამწუხაროდ, სათვალავში მისაღები არც არის), არის დონკიხოტური, უაზრო და ძალიან გულუბრყვილო. თვითონ "ვარსკვლავთკარიბჭეზე" ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ სცენარის ფაბულა ზოგიერთ მონაკვეთში ნამდვილად არ მომწონს და ძალიან მაღიზიანებს.

დავით ჩუთლაშვილი

ეს ჩვენი საქმე არაა, ზოგს მოსწონს (სამწუხაროდ) ასეთი ფილმები... ვიკიპედია ენციკლოპედიაა და აქ იმას არ ვუყურებთ, მოგვწონს თუ არა თემა, რომელზეც სტატიას ვწერთ. ჩვენ დავწერთ სტატიას და მკითხველი გადაწყვეტს მოეწონება თუ არა ფილმის სიუჟეტი. Dawid 13:28, 22 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

კი, მე აბსოლუტურად მესმის თქვენი (ამ თემაზე (ფანტასტიკა ფილმებსა და ლიტერატურაში) აუცილებლად დავწერ ესეს და გამოვაქვეყნებ www.davidchutlashvili.com–ზე)! ასეთი ფილმები (უმცირესი გამონაკლისების გარდა) "ხუთივე პუნქტით ფიქსირებულია" და ჩემთვის ეს ძალიან სასაცილოა. ყველაზე მეტად რაც არ მომწონს, ეს ასეთი სახის "ხელოვნების ნიმუშებში" იუმორისა და სექსის დეფიციტია. ამ თემას მომავალში აუცილებლად განვავრცობ.

დავით ჩუთლაშვილი

დავით ჩუთლაშვილს რედაქტირება

ბატონო დავით, ამ სტატიის ავტორი ვარ მე - წკაპო (ვასილ კეკელია).

ნამდვილად არ მეგონა, რომ სტატია, რომელიც ფილმს ეხება და მასში გადმოცემულ ამბებსა და მოვლენებს მოგვითხრობს, თქვენთან უნდა შემეთანხმებინა... სცენარის ავტორებსაც ხომ არ ვთხოვო, თქვენთან შეათანხმონ ხოლმე თავიანთი ფილმების ქარგა? არც ამაზე იტყოდით უარს, როგორც გაქანებაზე გატყობთ...

საბედნიეროდ, ვიპედიაში სტატიების დადების საკითხი თქვენი გადასაწყვეტი არაა, თორემ ძალიან მწირი ვიკი გვექნებოდა ქართულად.

დავით ბატონო, ცოტა დაწყნარდით და მიწაზე ჩამოდით, თქვენ თუ რამე ჟანრი არ მოგწონთ, ეს თქვენი საქმეა და ამ ჟანრების არსებობას ხელს, საბედნიეროდ, არ უშლის.

გეტყობათ, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის აინუნში არ ხართ, თორემ იმას ნამდვილად არ განაცხადებდით, რომ „ასეთი სახის "ხელოვნების ნიმუშებში"“, როგორც თავად უწოდებთ ქილიკითა და ღვარძლით, „იუმორისა და სექსის დეფიციტი“ ნამდვილად არაა. ჩემდა, სამწუხაროდ ხშირად სექსი ზედმეტად ჭარბადაც კია.

ორიოდ წიგნის დაწერა არ გაძლევთ, რომელიმე თქვენთვის უცნობი ჟანრის აბზუების უფლებას, ცხონებული რეი ბრედბერი და აიზეკ აზიმოვი გულიანად ახარხარდებოდნენ თქვენს უაზრო გამოხტომებზე...

P.S. დაელოდეთ ორაიჯინების შესახებ სტატიას, შეიძლება მოგეწონოთ ფანტასტიკურ ქადაგთა და მორწმუნეთა სახე, რომელიც საოცრად კარგად წარმოაჩენს ფანატიკოსთა ბუნებას.


პატივისცემით, ვასილ კეკელია -- წკაპო 17:15, 22 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

წკაპო, ორაზრნოვნების პრობლემა გადაწყდება თუ მცირე შესავალს გაუკეთებ სტატიას თავში - რომელი ნაწარმოებიდანაა, ფილმიდან, და ა.შ. - ალ-ო      @ 17:28, 22 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი
ალ-ო, ასე იწყება სტატია „ვარსკვლავთკარიბჭის სამყაროში ამაღლება“ და პირველივე სიტყვა ბმულია, რომელიც სტატიათა ერთობლიობის მთავარ სტატიაზე აგზავნის და მეტი რა მექნა? --წკაპო 18:09, 22 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი
შესავლის ზოგადი სტილის დაცვით, ”ვარსკვლავთკარიბჭეს” მცირე განსაზღვრება სჭირდება(მაგ. ’’’ამაღლება’’’ -- მოვლენა, აღწერილი მეცნიერულ-ფანტასტიურ რომან ”ვარსკვლავთკარიბჭეში”, სადაც ეს და ეს ხდება...). სტატიის დასაწყისშივე მკითხველი ბმულზე არ გადავა, რომ მიხვდეს რაზეა ეს სტატია. ამიტომ უფრო ვრცელი შესავალი აუცილებელია. - ალ-ო      @ 19:15, 22 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი
გვერდ „ამაღლება (ვარსკვლავთკარიბჭე)“-ზე დაბრუნება.