განხილვა:ალ-კაიდა

(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ალ-ყაიდა)
ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა MIKHEIL თემაში ”კ” და არა ”ყ”

ოხ ეს ﻖ. ვიკრიჭები. ამას წინათ კ იყო ახლა "ყ" არის. :)) DatoDeutschlandAntwort 07:49, 7 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

– ჰო. ნაყადას განხილვაში უკვე იყო ამაზე საუბარი. :( ორმხრივ გადაბმული კაჶი სხვანაირად იწერება. მაგ ასოს ყაჶი ჰქვია . თუმცა არის არაბული ქვეყნები, სადაც იგი სავით ისმის, მსგავსი რამ მოსდის მაგალითად კიდევ არაბულ ს, ზოგჯერ მას სავით წარმოთქვამენ. --pirtskhalava 08:28, 7 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

  • ორმხრივ გადაბმული კაჶი სხვანაირად იწერება. მაგ ასოს ყაჶი ჰქვია - ეს ვერ გავიგე :| ﻖ ﻕ ﻗ ﻘ <-- ესენი ყველა ყაჶ-ებია. რა აზრია აქვს ორმხრივად იქნება თუ ცალმხრივად გადაბმული. DatoDeutschlandAntwort 09:20, 7 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

ნაყადა (نقادة) და ალ–ყაიდა (القاعدة‎)

რედაქტირება

– ორმხრივგადაბმულით ვგულისხმობდი იმას, რომ არაბული ასოების უმეტესობა სხვადასხვა პოზიციაში განსხვავებულად იწერება – დამწყები, ორმხრივგადაბმული, დამამთავრებელი და ცალკე მდგომი ასო–ნიშნები ხშირად ისე სხვანაირად გამოიყურება, რომ მიუჩვეველ თვალს უჭირს სწორად აღქმა. მე მგონია, შენ ზემოთ, ასო კაჶს გულისხმობდი, მაგრამ ყაჶი კი დაწერე ნაკადა–ნაყადას დისკუსიის გავლენით. (მე მგონია სწორად გავიგე.) სინამდვილეში ორივე სიტყვა (ნაყადა და ალ–ყაიდა) ყაჶით იწერება და ყაჶიც არასდროს კაჶი არ ყოფილა. --pirtskhalava 10:13, 7 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

არაბული ანბანი და მისი თვისებები კარგად ვიცი. ისიც ვიცი, რომ ﻕ არის ყ, მაგრამ მერო (უნმერქლიხ), რომელმაც არაბული ძალიან კარგად იცის, თვლის, რომ ყაჶი არის კაჶი და იკითხება როგორც კ. ამას ვგულისხმობდი. განხილვა:აბდ ალ-ქარიმ კასიმი - ეს გვერდი ნახე და მიხვდები. DatoDeutschlandAntwort 11:06, 7 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი


მე შემეშვით, არაბულ ენას ვივიწყებ :) -- მერო      11:09, 7 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი
ოქეჲ, მაგრამ ჯერ აღიარე, რომ ყაჶი არის "ყ"  . ისე, სიმართლე გითხრათ კ-ც არის და ყ-ც. რაღაც შუალედურია. DatoDeutschlandAntwort 11:18, 7 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი
(:(:(:( ps.: მე ახლა გადავხედე ქართული ვიკიპედიის არაბულ ანბანს და მერე დისკუსიას მასზე. მე მგონია, არ იქნება ურიგო, თუ ვინმე არაბისტი გამოჩნდებოდა და საბოლოოდ გაირკვევოდა, ვინ რას გულისხმობს. ნეტავ თუ არსებობს არაბული ფონეტიკის სახელმძღვანელო საქართველოში, ან რაღაც მისი მსგავსი? :( აღნიშნული ანბანი ქსე–დან ყოფილა გადმოტანილი და ეს არაა ცუდი, მაგრამ თუ წარმოთქმის წესებზე თუ ვინმე რამეს დაწერდა, თუნდაც ვიკის არაბულ სახელმძღვანელოში (თუ ასეთი რამ გაკეთდებოდა) ძალიან კარგი იქნებოდა. მე ერთს მივხვდი, რომ სხვადასხვა სახელებს ვარქმევთ ასოებს და ესაა ამ გაუგებარი დისკუსიის მიზეზიც. ქართული ვიკიში ქაჶად მოხსენიებული ასო მე კაჶად საერთოდ მაქვს ნასწავლი. აქ მე მყავს ერთი–ორი არაბი მეგობარი და მათ დავეკითხებოდი, მაგრამ არა მგონია არგუმენტირებული პასუხი მივიღო, რადგან წესების საფუძველზე დასაბუთება მხოლოდ ენის უცხოელ ფილოლოგს შეუძლია და ნაკლებად ენის მტარებელს. სხვას მეტს ვერაფერს დავამატებ, რადგან დისკუსია უკვე გადასცდა არაბულ ენაში ჩემი კომპეტენციის ფარგლებს და ამჯერად მოვრჩები ამ კამათს, მაგრამ თუ რამე ახალი გავიგე აუცილებლად დავწერ. სურვილი მაქვს ვიქსიკონში ცოტა რაღაცის დაწერისაც, (სულ 65 სტატია ყოფილა) მაგრამ არ ვიცი, რა როგორ უნდა გავაკეთო. --pirtskhalava 11:25, 7 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი
გავგიჟდები, გავგიჟდები, ნამდვილად გავგიჟდები.... ქაჶი რომ კაჶია ეს შენგან პირველად გავიგე.... ისე, მგონი თბილისის პირველ სკოლაში ასწავლიან არაბულს და შესაბამისად სახელმძღვანელოც იქნება... DatoDeutschlandAntwort 11:34, 7 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

გაგიჟება არაა საჭირო. :) სლავური ანბანი როგორ მოვძებნო, ან ავკრიბო? --pirtskhalava 11:40, 7 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

კირილიცა. DatoDeutschlandAntwort 11:41, 7 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

როგორც ჩანს, ﻖ-ს თანამედროვე ტრანსკრიფციაა „კ“ (ყოველ შემთხვევაში, ქსე-ს მიხედვით ასე გამოდის). ხოლო, რაც შეეხება ალ-ყაიდას, აქ „ყ“ ბუნებრივია იმიტომ, რომ არაბული ﻗﺎﻋﺪة ქართულში დამკვიდრებულია „ყაიდის“ სახით როგორც ნასესხები სიტყვა. მაგრამ, ახლა ვნახე, აქ [1] რატომღაც წერია „ალ-ქაიდა“ (ეს შეიძლება არაბულიდან კი არა, ინგლისური Al-Qaeda-ს ტრანსკრიფცია იყოს, თუმცა დარწმუნებული არა ვარ). რახან ოფიციალური გვერდი ასე წერს, შეიძლება ეს სტატიაც „ალ-ქაიდა“-ზეა გადასატანი. - Island 13:38, 7 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

კი, ნამდვილად ალ-ქაიდა უფრო გავრცელებული ფორმაა, მაგრამ ეგ ინგლისურიდანაა შემოსული... DatoDeutschlandAntwort 13:46, 7 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი
ხოდა რადგან უფრო გავრცელებულია უს უნდა იყოს რაც გავრცელებულია და არა რაც სწორი უფრო იქენბოდა. შესწორდეს!.— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 17:15, 1 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ყ–ა ეგ ასონიშანი (მაგ: ყურანი, ყაიდა, არაყი, ერაყი, საბაყლო)

რაც შეეხება ირანის დაფინანსებას – რბილად რომ ვთქვათ, ტყუილია – ირანი შიიტურია, სალაფი კი შიიტებს ვერ ეწყობა, გეცოდინებათ თავდასხმები ნაჯაფსა და ქარბალაზე

მე თვითონ ვერ ვასწორებ რადგან ვანდალი ხარო ვიღაცამ დამაბრალა

Sayfulhaqq განხილვაწვლილი 20:24, 23 აპრილი 2010 (UTC)პასუხი

”კ” და არა ”ყ”

რედაქტირება
  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

რახან ქართულში ეს სიტყვა ”ყაიდად” ჩამოყალიბდა მხოლოდ მაქედან მსჯელობთ? დავიჯერო სტაფში 1 არაბული ანბანის მცოდნე მაინც არ გყავთ? ძაან სირცხვილია :) القاعدة -ში ასო ق - არის ”კ”, ალ-კაიდა. და კიდევ ბევრი არაბული ტოპონიმი და სიტყვაა შესასწორებელი. ჯერ კიდევ პატივისცემით, თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების (არაბული ენის განხრით) ფაკულტეტის სტუდენტი :)წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Julien (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

მადლობა. ჯერ ეს ერთი, ჩვენ სტაფი (სტაფში კი როგორც წესი, შტატი და პერსონალი იგულისხმება) არ ვართ. ყოველი შემთხვევისათვის, იხილეთ რა არის ვიკიპედია. მეორე - თუ რამეს დაწერთ განხილვებში, დააწკაპუნეთ  -ზე და თქვენი გზავნილის ბოლოს ავტომატურად მოეწერება ხელი, რათა გავარჩიოთ, ვინ რა დაწერა. მესამე - ყოველი შემთხვევისათვის, გადახედეთ ზევით დაწერილს, განსაკუთრებით, ბოლო დისკუსიებს. --H.McC. (მომწერეთ) 18:01, 6 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

განხილვა კარგა ხნის წინაა დაწყებული, მგონი დროა მივიღოთ რამე გადაწყვეტილება. --მიხეილ მიწერა 18:08, 6 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
მოკლედ, გეტყვით რა ხდება. გამოთქმის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, ძალიან შორს წავალთ, რადგან ق ასო არაბულ ენაში არც ქართულ კ-ს შეესაბამება და არც ყ-ს (ქ აქ საერთოდ გამორიცხულია). ეს რაღაც შულედური ბგერაა კ-სა და ყ-ს შორის. ძველ საქართველოში ეს არაბული ბგერა ქართულ ენაში შემოჰქონდათ როგორც ყ, მაგალითად ურანი, აიდა, არაი. დღეს, ალბათ რუსულის გავლენით, თანამედროვე არაბული სიტყვები, რომლებშიც ეს ასოა გამოყენებული, კ ასოთი გადმოდის ქართულ ენაში; ამის ყველაზე კარგი მაგალითია აირო, ატარი...
ახლა, ჩვენ გვაქვს ამგვარი ვითარება: სიტყვა ყაიდა მიღებულია იმავე არაბული სიტყვისგან, რომლისგანაც ალ-ყაიდა (ალ უბრალოდ არტიკლია). ამიტომ, პირველი მოსაზრებით, სტატიას უნდა ერქვას ალ-ყაიდა.
მეორე მოსაზრებით, სტატიას უნდა ერქვას ალ-აიდა, რადგან თანამედროვეობაში არაბული კაფი ქართულ ენაში კ-ს სახით გადმოდის. ალ-კაიდა კი თანამედროვე მოვლენაა.
მე პირადად მეორე მოსაზრებას ვემხრობი და მიმაჩნია, რომ სტატიის სათაური უნდა იყოს ალ-კაიდა. ამასთანავე, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ კაფის კ-დ გადმოტანა დამკვიდრდა, სინამდვილეში კი მისი გამოთქმა, ჩემი აზრით ყ-სთან უფრო მეტად ახლოსაა. მადლობა. ასე რომ, სტუდენტს მივმართავ, ყველაფერს, რასაც გვასწავლიან, მთლად ზუსტი არაა. იმისათვის, რომ ენა და ყბა არ მოვინგრიოთ, არაბული ق კ-დ მონათლეს, ع ყ-დ და გერმანული ü - იუ-დ  . Deu. 18:28, 6 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
მადლობა დათო ასეთი ამომწურავი განმარტებისთვის. აბსოლუტურად გეთახნმები, შენ მიერ მოყვანილი არგუმენტების შემდეგ, მეც ვემხრობი იმ აზრს, რომ სტატიის სათაური უნდა იყოს ალ-კაიდა. --მიხეილ მიწერა 18:32, 6 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
დავითს დიდი მადლობა, ძალიან მაგრად იყო ახსნილი, მეც მიმაჩნია რომ ყ უნდა იყოს, მითუმეტეს, რომ არაბული ან სპარსული (ზოგიერთი სტანდარტით ქართულისაც) ენის რომანიზაციისას Q იხმარება მხოლოდ ყ-ს შემთხვევაში, ქ-ს და კ-ს აღსანიშნავად კი K გამოიყენება. მაგრამ წესი წესია და სანამ ქართული ენის მარეგულირებელი კომისია წესებს არ შეცვლის მანამ იძულებული ვიქნებით ალ-კაიდა გამოვიყენოთ ისევე როგორც სრული უაზრობაა გერმანული და სკანდინავიური ენებიდან Ö-ს შემოტანა, როგორც ე და არა იო, რათქმაუნდა ეს ორივე შემთვევაში რუსულის გავლენითაა დამკვიდრებული და ვფიქრობ ქართულ ენას არ შეეფერება, მოკლედ სანამ წესებს გადახედავენ მანამდე ალ-კაიდა...--GagaVaa განხილვაწვლილი 12:03, 1 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
გაგა, მინდა გითხრა, რომ Ö ბგერის გადმოცემა ქართულში ე-თი სულაც არაა რუსულის გავლენა :). ამ ბგერას რუსები გადმოსცემენ Ё ასოთი. აქვე გეტყვი, რომ რუსული ჲო ბევრად უფრო შორსაა Ö ბგერისაგან, ვიდრე ქართული ე  . ასე რომ, გერმანული ო-უმლაუტი რომ ე-დ გადმოდის, ეს ძალიან მომწონს მე პირადად და თუ კომისია ამას შეცვლის, დიად წინააღმდეგი ვიქნები :). სხვათა შორის, Ü კარგი იქნებოდა თუ „უ“ ან „ი“ ასოთი გადმოიცემოდა, მაგრამ იუ ამჯობინეს, რაც საოცრად გაუმართლებელია. ნუ, ეს ისე, კავშირში არაა ალ-კაიდასთან, მაგრამ მაინც :). Deu. 12:43, 1 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
რათქმაუნდა, ყველას თავისი აზრი აქვს, მითუმეტეს, რომ მე ამ საქმის დიდი მცოდნედ ნაკლებად შეიძლება ჩავითვალო; მაგრამ როგორც ვხედავ თქვენ გერმანული კარგად იცით და ნუ შესაბამისად გარკვეული წარმოდგენა სკანდინავიურ ენაზეც გექნებათ. ანუ ვერ ვხვდები რატომ უნდა გამოითქვას Mönchengladbach, როგორც - მენხენგლადბახი? ან Köln როგორც კელნი? ან Tromsö, როგორც ტრომსე? ან ფეხბურთის გულშემატკივარს, რომ უთხრა იოახიმ ლევი თუ გაგიგია, ანდრეას მელერი ან მარიო გეტცეთქო არამგონია მიხვდეს, რომ ლაპარაკი გიოტცეს, მიოლერს და ლიოვს შეეხება. გერმანულის რამდენიმე, საკმაოდ კარგ, სპეციალისტთანაც მქონდა ლაპარაკი მაგ საკითხზე და იო-ს დაუჭირეს ცალსახად მხარი, უბრალო იმ მიზეზის გამო რომ ö რათქმაუნდა იო არ არის მაგრამ ე-ზე უფრო ახლოს დგას გამოთქმის მხრივ და უკეთესი ასო ან ასოთშეთანხმება ქართულში ვერ მოიფიქრეს. დავით მე ძალიან მაინტერესებს რატომ მიიჩნევ, რომ ე იო-ზე მართებული ასახვაა ö-ს ქართულ ენაში, და სიამოვნებით მოვისმენდი შენს პასუხს, ისევე როგორც Ü-ზე. და კიდევ Ё ასოთი რომ აღინიშნება ö რუსულში სწორედ მაგიტომაც ვთქვი, რომ რუსულის გავლენით შემოვიდათქო, იმედია ლოგიკას ხვდები. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gaga.vaa (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .
მანდ არანაირი ლოგიკა არაა: რუსული Ё გამოითქმის, როგორც ჲო, მაგრამ ქართველებმა ვარჩიეთ არა იო, არამედ ე. ასე რომ ეს რუსულის გავლენა კი არაა, ქართველების ორიგინალური და უფრო სწორი გადაწყვეტაა და რატომ, ამას ავხსნი ახლა.
ö არის ერთი ხმოვანი და არა დიფთონგი. სკანდინავიური ენები საკმაოდ მდიდარია დიფთონგებით, მაგრამ უმლაუტები მონოფთონგებია და არა დიფთონგები. თუ გადმოვიტანთ "იო"-თი, მაშინ ჩვენ ვარღვევთ ამ ბგერის მონოფთონგობას და ამას დამატებული, დღევანდელ ქართულ ენაში დიფთონგების არარსებობის გამო, ვიღებთ ორ დამოუკიდებელ ხმოვანს ორი მარცვლით, რაც გაუმართლებელია (მაგალითისათვის კმარა თუნდაც Köln-ი. ეს სიტყვა ერთ მარცვლიანია, ჩვენ კი ორმარცვლიან სიტყვად ვაქცევთ: კი-ოლნ. სხვათა შორის, ეს მარცვლების პრობლემა არ აქვთ რუსებს, რადგან მათი Ё არის დიფთონგი ერთი სუსტი და მეორე ძლიერი ხმოვნით).
მეორე მიზეზი ö-ს თავად ფონეტიკური მნიშვნელობაა: ეს ბგერა წარმოადგენს გადრამავალ ბგერას ქართულ ო-სა და ე-ს შორის. მის წარმოსათქმელად საჭიროა პირის აპარატი მოვამზადოთ ბგერის სათქმელად და ამ მდგომარეობაში წარმოვთქვათ ბგერა. გამოთქმით ეს ბგერა იმდენად შუალედურია ამ ორ ბგერას შორის, რომ იმავე ბგერას ზოგიერთი ენა e ასოთიც კი აღნიშნავს. მაგალითად, ფრანგულ სიტყვაში Je - ეს უკანასკნელი ასო იმავე ბგერას გამოხატავს, რასაც გერმანულ-სკანდინავიური ö. ამ სიახლოვის გამო ე ბგერასთან ძალიან გამართლებულია მისი ქართულში ამ სახით გადმოტანა - ე.
მესამე მიზეზი უკავშირდება ამ ბგერის ისტორიულ გადმოცემას ქართულ ენაში. ეს იგივე ბგერაა, რაც ბერძნული οι. ეს ბერძნული ასოები გადმოიცემა ქართულში ასევე ე ასოთი, გერმანულში სხვათა შორის ö ასოთი. მაგალითისათვის, ბერძნული Οικονομια ქართულად ეკონომიაა, გერმანულად კი — Ökonom. აქედან, როგორც ხედავთ, ამავე ბგერას ძველი ქართველებიც იმავე ასოთი (ე) გადმოსცემდნენ, რითაც დღეს გადმოვცემთ.
თქვენ მაგალითები მოიყვანეთ სპორტსმენებიდან. ეს არის იმის პრობლემა, რომ ამ სფეროში ჩაუხედავი კომენტატორები გვყავს. კომენტატორების შეცდომის გამო მეტყველებაში დამკვიდრებული სიტყვები სწორად მივიჩნიოთ? კომენტატორთა შეცდომის გამო "შევასწოროთ" გერმანულ ბგერათა ჩაწერის წესები ქართულში? ამის საპირისპიროდ შმიძლია მოგიყვანოთ მაგალითები, სადაც პირიქითაა, ე არის დამკვიდრებული: მაგალითად, ვინმემ რომ თქვას იოკონომია, თქვენ ვერ მიხვდებით, რომ ის ეკონომიას გულისხმობს, ვინმემ რომ თქვას რიონტგენი, თქვენ ვერ მიხვდებით, რომ იგი რენტგენს გულისხმობს და ა. შ.
მე არ ვიცი ვინ არიან ის გერმანულის მცოდნეები, რომლებმაც გითხრეს, რომ იო უნდა იყოსო, მაგრამ ეს გერმანულის მცოდნემ კი არა, ფონეტიკის მცოდნემ უნდა ახსნას და ახსნეს კიდევაც ერთ დროს ძალიან კარგად, შეცვლა დიდი შეცდომა იქნება.
ზუსტად იგივე მიზეზებია უ-უმლაუტთან დაკავშირებითაც. Deu. 08:04, 2 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
გაგა, სხვათა შორის, საქართველოს სკოლებში, სადაც გერმანულს ასწავლიან, დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ ch არის ყველა შემთხვევაში ხ, tt არის თ, ph არის ფ, y არის ი და ასე შემდეგ. დღეს გერმანულის ქართველ მასწავლებელთაგან ცოტამ თუ იცის ასოთა ზუსტი გამოთქმა და ამიტომაა, რომ სკოლის მოსწავლეებისაგან ხშირად გამიგია ისეთი მარგალიტი სიტყვები, როგოიცაა ზეხს, ფუხს, ხრისტ, თიპიშ და ასე შემდეგ. Deu. 08:15, 2 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
მაქვს კონტრარგუმენტები:) ნუ CH-s შეეხება ნამდვილად მახსოვს რომ შემთხვევებში, მგონი i და e შემდეგ (შეიძლება წინ) გამოითქმის როგორც ჰ და გარკვეულ სიტყვებში თუ არ ვცდები როგორც ქ (შეიძლება კ), მოკლედ ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ არა იმიტომ რომ არ მასწავლეს, უბრალოდ მე არ ვისწავლე, ანუ აქ ჩემი პედაგოგების ინტერესები დავიცავი:)
კარგად გავიგე და ვეთანხმები თქვენს ფონეტიკაზე დაფუძნებულ მოსაზრებებს მაგრამ არ ვიზიარებ და არ მიმაჩნია რომ მართებულია ქართულ ენაში შემოტანისთვის გამოსაყენებლად; მოვიყვან მაგალითებს თუ რა დამახინჯებებთან შეიძლება მიგვიყვანოს ერთხმოვნიანებობის შენარჩუნების ხარჯზე სიტყვების შემოტანისას: ესპანურ სიტყვებში ña ან lla ქართულში შემოდის როგორც ნია და ლია (ერთი ხმოვანი ემატება) შესაბამისად გვაქვს სევილია და არა სევილა, კატალონია და არა კატალონა და ა.შ., ხოლო gue და que შემოდის როგორც გე ან კე (ერთი ხმოვანი აკლდება), შესაბამისად გვაქვს მიგელი და არა მიგუელი, ენრიკე და არა ენრიკუე, მაგალითად მოვიყვან თუნდაც გერმანულ ენას, სადც ie შემოდის როგოც ი და არა როგორც იე (მაგალითებს არ მოვიყვან), და უამრავი სხვა. ანუ მარცვლების რაოდენობის შენარჩუნება ნაკლებად მგონია, რომ გამოგვადგეს სიტყვების შემოტანისას. ძირითადად იმაზე კეთდება აქცენტი თუ როგორ გამოითქმის ესა თუ ის ასო გარკვეულ ენაში და შემდეგ მოხდეს მისი მაქსიმალური მიმსგავსება ქართულთან.
გამოთქმას რაც შეეხება გასაგებია, რომ იო-ს არ ამბობენ, მაგრამ დამეთანხმები ალბათ რომ ქართული ე-სგანაც მეტისმეტად შორს დგას, გეთანხმები მოკლედ რომ ე მისაღები ვარიანტია მაგრამ მაინც იო-სკენ მიმიწევს გული, თუნდაც ის მაგალითი რომ ინგლისურ, იტალიურ და სხვა ევროპულ ენებში, ის გერმანული სახელები სადაც Ö ფიგურირებს, თუ ინგლისურად ან იტალიურად განსხვავებულად იწერება და პირდაპირ არ არის შესული გერმანულიდან ძირითადად O-თი იცვლება და არა e-თი.
რაც შეეხება რუსულის გავლენას, აქ არა Ё-ს გამოთქმა, არამედ უბრალოდ ვიზუალური მსგავსება მივიჩნიე Е-სთან.
დავით კიდე ერთხელ ვაფიქსირებ, რომ დავრწმუნდი პრინციპში, რომ მართალი ხარ Ö-სთან დაკავშირებით, თუმცა გარკვეულად მაინც ქართულისთსვის უფრო შესაფერისად მიმაჩნია იო, მაგრამ ვინაიდან კონკრეტული არგუმენტები შემომელია, ესეიგი უბრალოდ ჩემი ახირებაა და მეტი არაფერი:(--GagaVaa განხილვაწვლილი 10:15, 2 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
განხილვა კონკრეტული სტატიის თემას ასცდა და თქვენის ნებართვით, დახურულად ვაცხადებ. — მიხეილ მიწერა 11:31, 2 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
გვერდ „ალ-კაიდა“-ზე დაბრუნება.