განხილვა:აზრითი ექსპერიმენტი
ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა SHOTHA
აზრითი _ რა ქართულია ეს? უნდა იყოს აზრობრივი. შეამოწმეთ აბა, თუ იპოვით ამ სიტყვას ორთოგრაფიულებში, თუნდაც აქვე ონლაინურად, ენა.ჯი-ში. --ენარჯილისი განხილვაწვლილი 08:02, 18 აპრილი 2016 (UTC)
- აზრითი — ქართულია. მაგ. Мысленный — აზრითი, გულში ნაქონი; ნაფიქრალი; გულში გატარებული, გულში ჩასახული; რუსულ-ქართული ლექსიკონი ტ. 1, გვ. 797, თბ., 1956 (საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, სარედაქციო კოლეგია: პროფ. გ. ახვლედიანი, ქ. დათიკაშვილი, დოც. ს. ვაჩნაძე, პროფ. ვ. თოფურია, პროფ. ქ. ლომთათიძე (თავმჯდომარე), ნ. ღოღობერიძე, პროფ. ა. შანიძე, პროფ. არნ. ჩიქობავა, პროფ. გ. წერეთელი). ხოლო „აზრითი ექსპერიმენტი“ რამდენად გამართული არ არის — ეს შეიძლება საკამათოა, რომელიც მშვიდად უნდა გადაწყდეს და არა — „რა ქართულია ეს?“ თქვენც შეგიძლიათ მაგალითი მოიტანოდ--ცანგალა (გ) 11:25, 18 აპრილი 2016 (UTC)
- კოჭლი ქართულია "აზრითი", საბჭოთა ოკუპაციის დროინდელი, შემიძლია ვამტკიცო კიდევაც, რომ პირდაპირი კალკია რუსულიდან. 1950-60-იან წლებში ახდილად გარუსებასაც გვიპირებდნენ, ამ წლების ნაშრომებს უკრიტიკოდ არ უნდა დავეყრდნოთ. მე რაც კი წამიკითხავს შედარებით ახალი საბუნებისმეტყველო ქართული ტექსტები, ყველგან შემხვედრია ამგვარ ადგილებში ფორმა "აზრობრივი". შეგიძლიათ მოიყვანოთ რაიმე უფრო ძველი (მაგალითად, საბასი) ან უფრო თანამედროვე ლექსიკონიდან ამ სიტყვის გამოყენების მაგალითი? რომ დაგუგლოთ თანამედროვე ინტერნეტში "აზრობრივი ექსპერიმენტი" ბრჭყალებში (ანუ ეს შეთანხმება ერთად), მიიღებთ 132 შედეგს, მათ შორის, სამეცნიეროსაც, ხოლო "აზრითი ექსპერიმენტი" სულ 32-ჯერ არის გამოყენებული, თანაც პირველი შედეგები ვიკიპედია ამოდის. რაც არ უნდა მიკიჟინოთ არაკორექტულობა, სრულებით ადეკვატური მგონია ჩემი რეაქცია "აზრითი"-ებზე და "მოიტანო-დ"-ებზე. ისე, რა არის, ყოველი მეორე სტატია თქვენია ვიკიპედიაში? :D რამდენიც კი სტატია გავაკრიტიკე, თქვენთან მოვხვდი! )) --ენარჯილისი განხილვაწვლილი 06:19, 19 აპრილი 2016 (UTC)
- კვლავ ვიმეორებ მე მხოლოდ დავწერე რომ „აზრითი“ — ქართულია. იგივეს წერს რუსულ-ქართული ლექსიკონი (აღარ ჩამოვთვლი სარედაქციო კოლეგიას) (ერთ ტომეული), გვ.327 თბ. 1993. იხ. [1]. გუგლზე გეთანხმები. შეიძლება სიტყვა „აზრითი“ ამოვარდა ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკიდან. . ამ დროს კი რა ლამაზად ჟღერს „აზრითი“. ისე მაინტერესებს „აზრობრივი“ რუსულად როგორ იქნება? ლექსიკონში ვერსად ვნახე. --ცანგალა (გ) 07:35, 19 აპრილი 2016 (UTC)
- მე მგონი, ვერ გამიგეთ, „აზრობრივი“ და „აზრითი“ ერთი და იგივეა ქართულად და რუსულადაც და ორივეს მნიშვნელობაა ატრიბუტივის, ზედსართავის წარმოება არსებითიდან „აზრი“, ანუ ორივე ნიშნავს „აზრთან დაკავშირებულს“. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ სიტყვა „აზრი“ არაქართულია, არაბული წარმომავლობისაა და სადღაც ალბათ მე-8 ან მე-9 საუკუნეში შემოვიდა ქართულ ხმარებაში. ახლა ზედსართავის წარმოებაც დიდი პრობლემაა, -ობრივი მძიმე სუფიქსია და „ფაქტობრივისა“ არ იყოს, „აზრობრივიც“ გრძელი და რთულია. მეორე მხრივ, „აზრითი“ ისევე კომედიური ჟღერადობის მგონია, როგორც იქნებოდა, ვთქვათ, „ფაქტითი“. კი, ქართულ სიტყვებს სუფიქსი „-ითი“ ზოგჯერ უხდება კიდეც, მაგალითად, „წერითი“, ვთქვათ, წერითი გამოცდა, უკვე დამკვიდრებული მგონია, ისევე, როგორც ბრუნვის სახელები: სახელობითი, მოთხრობითი. მაგრამ „აზრითი“ ფრიად სადავო მგონია და მივწერე კიდეც ამის შესახებ კითხვა „ენის მოდელირების ასოციაციას“, რომლებიც, როგორც http://www.ena.ge/ საიტიდან ჩანს, პროფესიონალი ფილოლოგები ჩანან, რუსთაველის ფონდიდან დაფინანსდნენ და ორთოგრაფიულ და განმარტებით ლექსიკონებთან თანამშრომლობით მუშაობენ. ვნახოთ, რას გვიპასუხებენ. რომც ვერ დაგარწმუნოთ ვიკიპედიელები, მე მინდა, რომ ჩემი პროტესტი დაფიქსირდეს ისტორიაში. --ენარჯილისი განხილვაწვლილი 03:45, 20 აპრილი 2016 (UTC)
- კვლავ ვიმეორებ მე მხოლოდ დავწერე რომ „აზრითი“ — ქართულია. იგივეს წერს რუსულ-ქართული ლექსიკონი (აღარ ჩამოვთვლი სარედაქციო კოლეგიას) (ერთ ტომეული), გვ.327 თბ. 1993. იხ. [1]. გუგლზე გეთანხმები. შეიძლება სიტყვა „აზრითი“ ამოვარდა ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკიდან. . ამ დროს კი რა ლამაზად ჟღერს „აზრითი“. ისე მაინტერესებს „აზრობრივი“ რუსულად როგორ იქნება? ლექსიკონში ვერსად ვნახე. --ცანგალა (გ) 07:35, 19 აპრილი 2016 (UTC)
- კოჭლი ქართულია "აზრითი", საბჭოთა ოკუპაციის დროინდელი, შემიძლია ვამტკიცო კიდევაც, რომ პირდაპირი კალკია რუსულიდან. 1950-60-იან წლებში ახდილად გარუსებასაც გვიპირებდნენ, ამ წლების ნაშრომებს უკრიტიკოდ არ უნდა დავეყრდნოთ. მე რაც კი წამიკითხავს შედარებით ახალი საბუნებისმეტყველო ქართული ტექსტები, ყველგან შემხვედრია ამგვარ ადგილებში ფორმა "აზრობრივი". შეგიძლიათ მოიყვანოთ რაიმე უფრო ძველი (მაგალითად, საბასი) ან უფრო თანამედროვე ლექსიკონიდან ამ სიტყვის გამოყენების მაგალითი? რომ დაგუგლოთ თანამედროვე ინტერნეტში "აზრობრივი ექსპერიმენტი" ბრჭყალებში (ანუ ეს შეთანხმება ერთად), მიიღებთ 132 შედეგს, მათ შორის, სამეცნიეროსაც, ხოლო "აზრითი ექსპერიმენტი" სულ 32-ჯერ არის გამოყენებული, თანაც პირველი შედეგები ვიკიპედია ამოდის. რაც არ უნდა მიკიჟინოთ არაკორექტულობა, სრულებით ადეკვატური მგონია ჩემი რეაქცია "აზრითი"-ებზე და "მოიტანო-დ"-ებზე. ისე, რა არის, ყოველი მეორე სტატია თქვენია ვიკიპედიაში? :D რამდენიც კი სტატია გავაკრიტიკე, თქვენთან მოვხვდი! )) --ენარჯილისი განხილვაწვლილი 06:19, 19 აპრილი 2016 (UTC)
გუგლის მიერ ამოგდებული მასალის რაოდენობა არ არის არგუმენტი. არც ისაა არგუმენტი, რომ სიტყვის ასეთი ფორმა თქვენ კომიკურად მიგაჩნიათ — მე ასე სულაც არ ვფიქრობ. ითხოვეთ ლიტერატურული წყარო, მოიყვანეს ორი. იქნებ თქვენც დაწეროთ რაიმე წყარო, რომლის მიხედვითაც „აზრითი“ მცდარია? --შოთა (განხილვა) 08:37, 20 აპრილი 2016 (UTC)