განხილვა:ადამის შექმნა

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Ouzo თემაში ციტატა ბიბლიიდან

„ადამის შექმნა“ — ეს სახელი რამე სხვასაც ჰქვია? თვითონ მოვლენაზე არა მგონია სტატია დაიწეროს და ამიტომ ფრჩხილები მოსაშორებელია, ხომ? Deu aw 17:38, 16 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

გეთანხმები, მოსაშორებელია. – BruTe () 17:39, 16 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
ეს ვიპოვე. მაგრამ აქ ალბათ უპირატესობა გაცილებით ცნობილ ფრესკას უნდა მივანიჭოთ. Deu aw 17:41, 16 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
თუ არავინ იქნება წინააღმდეგი, გავაკეთებ მმ გვერდსაც და ფრჩხილებსაც მოვაშორებ. Deu aw 17:42, 16 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

(რედაქტირების კონფლიქტი) ფილმიც ყოფილა რუსულად. --ჯაბა ლაბა 17:43, 16 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

როგორც ჩანს არავინაა წინააღმდეგი? Deu aw 14:54, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
სამი დღე ვიცადეთ, გადავიტან. Deu aw 14:55, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ციტატა ბიბლიიდან რედაქტირება

დაბ. 2:7. რომელი თარგმანიდანაა ციტატა?--Ouzo განხილვაწვლილი 15:20, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

იქნებ გაასწორო? ალბათ მთარგმნელმა ინგლისურიდან, რუსულიდან ... პირდაპირ თარგმნა და არ დაუკვირდა, რომ ეგ სიტყვები უკვე დიდი ხანია ნათარგმნია ქართულად. Deu aw 15:22, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
  გასწორდა Deu aw 15:25, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
სიმართლე გითხრა, მე ახალი ქართული თარგმანი (ბიბლია, საპატრიარქოს გამოცემა, 1989) მიჩევნია ციტირებისთვის. უბრალო მკითხველისთვის უფრო გასაგებია. სამწუხაროდ, ჯერ არ არსებობს ძველ ქართულად ბიბლიის (ძველი აღთქმის) ერთი დადგენილი გამოცემა და სხვადასხვა ხელნაწერებს შორის ხანდახან სერიოზული სხვაობაა ხოლმე, გარდა ამისა, ხშირად თარგმანი არასწორია და ბუნდოვანი. რომ არ დაიკარგოს ძველი თარგმანიც, მისი სქოლიოში ჩატანის მომხრე ვარ.--Ouzo განხილვაწვლილი 15:49, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
გვერდ „ადამის შექმნა“-ზე დაბრუნება.