მთავარი მენიუს გახსნა

განძანის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალქის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ სამსარში. აგებულია XII-XIV საუკუნეებში. ნაგებია ნათალი კვადრებით. გამოყენებულია სხვადასხვა ფერის ქვა.

ეკლესია დარბაზულია. სამხრეთის მხარეს ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. კედლები დასრულებულია მარტივი, თაროსებრი ლავგარდნით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ორივე კარი გარედან არქიტრავითაა დასრულებული, შიგნიდან თაღოვანია. კარებებს გარედან მარტივი ლილვების თაღოვანი მოჩარჩოება აქვს. დასავლეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებში ერთიან ქვაში გაჭრილი თითო სარკმელია. დასავლეთის და სამხრეთის სარკმლებს სწორკუთხა საპირე შემოსდევს, აღმოსავლეთისას კი — თაღოვანი. აფსიდა ნახევარწრიულია. კონქი აფსიდისწინა პილასტრებზე გადასულ თაღს ებჯინება. ასეთივე, ორსაფეხურიანი პილასტრებია გრძივი კედლების შუაში და დასავლეთ კიდეში. მათზე გადასულ თაღებს კამარა ეყრდნობა. პილასტრებს შორის დეკორატიული თაღებია. პილასტრის კაპიტელები პროფილირებულია.

ტაძარს ორი საამშენებლო წარწერა აქვს. ერთი შესრულებულია სამხრეთი კარის თავზე და ასე იკითხება:

ვიკიციტატა
„ქ. ღვთივ გვირგვინოსანი მეფობაი გიორგისი, ღალქარნი და სამეფო დაიფარენ დედაო ყოველთა მხსნელისაო.“

მეორე წარწერა სამხრეთ ფასადზეა შესრულებული:

ვიკიციტატა
„ქრისტე ღმერთო, ადიდე ორთავე ცხორებათა მანდატურთუხუცესი შალვა ძითა და ძმითა. მათგან ცოცხალთა ვაშენეთ მეორე წმიდაი ესე საყდარი ჩუენ ნიკოლაძეთა. შალვას მონასა მანგლაფას მეოხ ექმენ ღმერთო ყოველთაო. საყდარი დედისა ღმრთისაი.“

XII-XIV საუკუნეების განძანის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

  •   საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 16467

სქოლიორედაქტირება