განიკუსიგალი[1][2][3] გლადიატორი, ლენტულუს ბატიატუსის გლადიატორთა სკოლის წარმომადგენელი. ზოგიეთ წყაროში მოიხსენიება კელტად.

გაიუს განიკუსი
Gaius Gannicus
ეროვნება გალი
დაბადების თარიღი ძვ.წ. II საუკუნე
დაბადების ადგილი გალია ან ცენტრალური ევროპა
გარდაცვალების თარიღი ძვ.წ. 71
გარდაცვალების ადგილი ლუკანია
ბრძოლები/ომები სპარტაკის აჯანყება

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 73 წელს, სპარტაკთან, კრიკსთან, კასტუსსა და ენომაისთან ერთად გახდა სამხრეთ იტალიის მონათა აჯანყების ლიდერი. ძვ.წ. 71 წელს განიკუსი და კასტუსი გამოეყო სპარტაკს 12.000 აჯანყებულთან ერთად (ტიტუს ლივიუსზე დაყრდნობით 35.000),[4] რომელთა შორისაც დიდი რაოდენობით შედიოდნენ როგორც კელტები, ასევე გერმანელები.

მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა, განიკუსი კასტუსტან და აჯანყებულებთან ერთად დაიღუპა რომის წინააღმდეგ გამართულ ლუკანიის ბრძოლაში, (სამხრეთ იტალია) [5][6] რომელსაც მეთაურობდა მარკუს ლიცინიუს კრასუსი.

სექსტ ფრონტინუსის გადმოცემით კასტუსი და განიკუსი იბრძოდნენ მარჯვენა ფლანგზე გმირულად და შეძლეს უამრავი რომაელი ქვეითის განადგურება, თუმცა მას შემდეგ რაც ბრძოლაში ჩაერთო რომაული კავალერია, მათ გაარღვიეს აჯანყებულთა წინააღმდეგობა და დაამარცხეს ისინი.

განიკუსი კინემატოგრაფიაში რედაქტირება

  • სპარტაკი — 1960 წელს გამოსული ამერიკული ფილმი, რომლის რეჟისორია სტენლი კუბრიკი, განიკუსის როლში არის პოლ ლამბერტი.
  • სპარტაკი — 2004 წლის ამერიკული ფილმი, გადაღებული რობერტ დორნჰელმის მიერ, განიკუსის როლშია პოლ ტელფერი.
  • სპარტაკი — 2011 წლის ამერიკული ტელესერიალი რიკ ჯეიკობსონის რეჟისორიბით, განიკუსის როლში — დასტინ კლერი.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Winkler 2008, p. 222
  2. Bury 1994, p. 331
  3. Strauss 2009, p. 213
  4. Тит Ливий. История Рима от основания города. Периохи книг 1—142
  5. Преображенский П. Ф., В мире античных образов [1]
  6. Утченко С. Л. Древний Рим. События. Люди. Идеи [2]