განთიადი (გაზეთი)
„განთიადი“ — ქართული ყოველდღიური პოლიტიკური-ლიტერატურული გაზეთი. რსდმპ თბილისის გაერთიანებული კომიტეტის ორგანო. პირველი ნომერი გამოვიდა 1906 წლის 5 მარტს. რედაქტორ-გამომცემელი — თედორე კიკვაძე. ბოლშევიკების ფრაქციიდან სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ სტალინი და ფილიპე მახარაძე. 5 ნომრის გამოსვლის შემდეგ, 1906 წლის 10 მარტს მთავრობის განკარგულებით „განთიადი“ დაიხურა. 12 მარტიდან „განთიადის“ ნაცვლად გამოდიოდა გაზეთი „ელვა“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟვანია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 681.