განათლება მალაიზიაში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

განათლება მალაიზიაში ― განათლების სისტემა მალაიზიაში. განათლებას მალაიზიაში აკონტროლებს განათლების სამინისტრო, თითოეულ შტატსა და ფედერალურ ტერიტორიას აქვს საკუთარი განათლების დეპარტამენტი, რომელიც საგანმანათლებლო საკითხებს მის ტერიტორიაზე სამინისტროსთან კოორდინირებს. განათლება უმეტესად 1996 წლის განათლების აქტის მიხედვით რეგულირდება.

განათლება იყოფა სკოლამდელ, დაწყებით, საშუალო, პოსტ-საშუალო და უმაღლეს, ასევე საჯარო და კერძო განათლებად. განათლების მიღება შესაძლებელია უფასო მრავალენოვან საჯარო სკოლებში, ფასიან კერძო სკოლებში ან შინაური სწავლების საშუალებით. კანონის თანახმად, დაწყებითი განათლება სავალდებულოა. გავრცელებულია რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი (მაგ. სამხრეთი კორეა, იაპონია, სინგაპური) სტანდარტიზებული ტესტირებები. ამჟამად მალაიზიაში 43 საჯარო უნივერსიტეტი, 31 კერძო უნივერსიტეტი, 9 უცხოური უნივერსიტეტის ფილიალი და 414 კერძო კოლეჯია [1] დაარქივებული 2019-03-17 საიტზე Wayback Machine. . სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტად. პირველი სემესტრი იწყება იანვრის დასაწყისში და მთავრდება მაისის ბოლოს; მეორე სემესტრი იწყება ივნისის დასაწყისში და მთავრდება ნოემბერში. დაწყებითი განათლება მალაიზიაში იწყება შვიდი წლის ასაკში და გრძელდება ექვსი წლის განმავლობაში. პირველი სამი წელი კლასიფიცირდება როგორც პირველი დონე, შემდეგი სამი - მეორე. მოსწავლეები გადადიან შემდეგ კლასში მიუხედავად მათი აკადემიური მოსწრების, მეექვსე კლასის ბოლოს ტარდება გამოცდა. განათლება გრძელდება საშუალო და პოსტ-საშუალო კლასებში, შემდეგ კი უმაღლესი განათლების დაწესებულებებში.

 

საჯარო სკოლების უძველესი მაგალითები მალაიზიაში ისლამური სკოლებია, პირველი დასავლური ტიპის ინგლისურენოვანი სკოლა მხოლოდ XIX საუკუნეში გაჩნდა. ქრისტიანი მისიონერების მიერ ჩამოყალიბებელი კერძო ფასიანი სასულიერო კათოლიკური სკოლები შემდგომში ასევე ინგლისურ ენაზე ასწავლიდნენ.

კოლონიზაციის შემდეგ

რედაქტირება

ბრიტანული კოლონიზაციის პერიოდში განათლების გარკვეულწილი გავრცელება მოხდა, თავდაპირველად, ბრიტანეთის კოლონიური მთავრობა არ ითვალისწინებდა მალაიზურენოვანი საშუალო სკოლების შექმნას, დაწყებითი სკოლის შემდეგ ნებისმიერი სწავლება ინგლისურენოვანი იყო. ამის გამო ბევრს არ შეეძლო განათლების მიღების გაგრძელება .

ეს პოლიტიკა უკმაყოფილებას იწვევდა და თანდათან შეიცვალა, განსაკუთრებით 1970-იან წლებში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩამოყალიბდა მალაიზიურენოვანი საჯარო სკოლების სისტემა. დღეს მოქმედებს მრავალენოვანი სკოლები, მათ შორის მალაიზიური, ჩინური და ინგლისურენოვანი.

სასკოლო ფორმა

რედაქტირება

დასავლური სტილის სასკოლო ფორმები პირველად კოლონიური მმართველობის პერიოდში გაჩნდა და დღეს თითქმის ყველა სკოლაში გამოიყენება. ბიჭებისთვის ფორმა თეთრი პერანგი და შავი შარვალი ან შორტია, გოგონებისთვის - პერანგი და კაბა მუხლებამდე. ისლამურ სკოლებში გოგონების ფორმაში უფრო გრძელი კაბა და ხანდახან ჰიჯაბიც შედის. ყველა სქესისთვის აუცილებელია თეთრი წინდები და შავ-თეთრი ფეხსაცმელი. დამატებითი პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეები ხშირად განსხვავებული ფერის ფორმას ხმარობენ, ფერები ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს დაწყებითი და საშუალო სკოლების შორის.

პრობლემები

რედაქტირება

ჯერ კიდევ კოლონიური მმართველობის პერიოდიდან აქტუალურ პრობლემად რჩება სწავლების ენა. მალაიზიაში გავრცელებულია სხვადასხვა ენა და მალაიზიური ენის შენარჩუნება სწავლებაში მნიშვნელოვანია მალაიზიური ენის პოპულარიზაციის და დაცვისთვის [2].

აღინიშნება ასევე სქესების არათანაბარი რაოდენობა უმაღლეს და ტექნიკურ სასწავლებლებში 2:1 პროპორციით. განვითარებულ ქვეყნებში პროპორცია თითქმის თანაბარია.

წყაროები

რედაქტირება
  1. http://investvine.com/malaysia-freezes-setting-up-of-universities/ დაარქივებული 2019-03-17 საიტზე Wayback Machine.
  2. Puthucheary, Mavis (1978). The Politics of Administration: The Malaysian Experience, p. 9. Kuala Lumpur: Oxford University Press. ISBN 0-19-580387-6.
  3. https://books.google.com/books?id=26IyAQAAMAAJ&q=school++fees++in++Malaysian++missionary+++schools
  4. Puthucheary, pp. 10–11.
  5. https://web.archive.org/web/20180814134950/https://www.nst.com.my/Current_News/NST/Thursday/Frontpage/20090709083157/Article/index_html