გალანძირი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, ჭალისუბანში, ხელოვნურად მოსწორებულ ბორცვზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით.

ნამოსახლარზე აიკრიფა შავად და ნაცრისფრად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და ბრინჯაოს ორი ჭვირული ბალთა. მასალა დაცულია სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის კუთხეში.

ბორცვზე შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ციხე-დარბაზის ნაშთი, აგრეთვე XIX საუკუნის ნაგებობა – სუმბათაშვილების საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ამჟამად სოფლის კლუბია.

ლიტერატურა

რედაქტირება