გაიოზ რექტორის სტამბა

გაიოზ რექტორის სტამბა, ქართული სტამბა, რომელიც გაიოზ რექტორის ინიციატივით დაარსდა მოზდოკში 1796 წელს. სტამბა გაუმართავს სასტამბო საქმის ცნობილ ოსტატს რ. ზუბაშვილს. 1797 წელს სტამბაში დაიბეჭდა ქართული ანბანი (ასომთავრული, ხუცური და მხედრული შრიფტით), რომელსაც ახლავს „ლოცვანი“ და „მოკლე საქრისტიანო სწავლა“ (ტირაჟი 600ც.). 1796-1800 წლებში ამავე სტამბაში დაიბეჭდა გაიოზ რექტორის ქართული „ღრამმატიკა“ (ტირაჟი 30 ც-ზე მეტი) და 1801 „განწესება შინაგანისა საქართველოჲსა მართვისა“. სტამბამ იარსება 1803 წლამდე.

ლიტერატურა რედაქტირება