გაზეთ პრიაზოვსკი კრაის რედაქციის შენობა

გაზეთ პრიაზოვსკი კრაის რედაქციის შენობა (რუს. Здание редакции газеты «Приазовский край») — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩაზე (სახლი 18/31)[1]. ოქტომბრის რევოლუციამდე შენობაში განტავსებული იყო გაზეთ „პრიაზოვსკი კრაის“ რედაქცია. შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].

გაზეთ პრიაზოვსკი კრაის რედაქციის შენობა
რუს. Здание редакции газеты «Приазовский край»
კოორდინატები 47°13′06″N 39°42′00″E / 47.218264° ჩ. გ. 39.700089° ა. გ. / 47.218264; 39.700089
მდებარეობა დონის როსტოვი
გახსნის თარიღი 1880-იანი წლები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

მისამართი: დონის როსტოვი, დიდი სადოვაიის ქუჩა № 18/31.

შენობა აგებულია 1880-იანი წლების ბოლოს[2]. 1890-იან წლებში შენობაში განთავსდა გაზეთ „პრიაზოვსკი კრაის“ რედაქცია. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა სახლის ნაციონალიზაცია. 2000-იანი წლების ბოლოდან შენობა როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის ბალანსზე იმყოფება და მისი ექსპლუატაცია არ მომხდარა[3].

არქიტექტურა

რედაქტირება

გაზეთ „პრიაზოვსკი კრაის“ რედაქციის შენობა მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩისადა ბრატსკის შესახვევის კუთხეში. ნაგებობა სწორკუთხა დაგეგმარებისაა და გააჩნია შიდა ეზო, ყოველმხრივ შენობის კედლებით გარშემორტყმული. აქვს დაგეგმარების კორიდორული სისტემა ერთმხარეს განლაგებული სათავსოებით[2].

აგურის შენობა ორსართულიანია და აქვს ცალფერდა სახურავი. ფასადის გაფორმებაში გამოყენებულია კლასიციზმის ელემენტები. პირველი სართული რუსტირებულია. მეორე სართულის ფანჯრები სამკუთხა ფრონტონებითაა გაფორმებული[2].

მემორიალური დაფები

რედაქტირება

შენობის ფასადზე დაკიდულია ორი მემორიალური დაფა. პირველი მემორიალური დაფა დაკიდეს 1968 წელს[2]:

 
„აქ, გაზეთ „პრიაზოვსკი კრაის“ რედაქციაში 1896-1898 წწ. მუშაობდა მწერალი ალექსანდრე სერფიმეს ძე სერაფიმოვიჩი (პოპოვი) (1863-1949)“

1978 წელს ფასადზე დაკიდეს მეორე მემორიალური დაფა წარწერით[2]:

 
„აქ, გაზეთ „პრიაზოვსკი კრაის“ რედაქციაში 1893-1895 წწ. მუშაობდა მწერალი ივანე ალექსის ძე სვირსკი (1865-1942)“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Захарьянц Т. Н., Иноземцев Г. А., Семерик П. В. Ростов-на-Дону. — Ростов-н/Д., 1949. — С. 128.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-28.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Шулепова Э. А. Материалы свода памятников истории и культуры РСФСР. Ростовская область.. — М.: Изд-во НИИ культуры, 1990. — С. 21.
  3. О здании редакции газеты “Приазовский край”. voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2013-09-06.