მარია გაბრიელა დე ხესოს ისლერ მორალესი(ესპ. María Gabriela de Jesús Isler Morales; დ. 21 მარტი, 1988) — ვენესუელელი ტელეწამყვანი და მოდელი. მან მონაწილეობა მიიღო მის სამყაროს 2013 წლის კონკურსში ვენესუელას სახელით, სადაც გაიმარჯვა კიდეც. მის სამყაროს კონკურსზე ეს ვენესუელის წარმომადგენლის მე-7 გამარჯვებაა.

გაბრიელა ისლერი

ისლერი 2013 წელს
მშობლიური სახელი Gabriela Isler
დაბადების სახელი მარია გაბრიელა დე ხესოს ისლერ მორალესი
დაბადების თარიღი 21 მარტი, 1988 (1988-03-21) (36 წლის)
ვალენსია, კარაბობოს შტატი, ვენესუელა
მოქალაქეობა ვენესუელის დროშა ვენესუელა;
შვეიცარიის დროშა შვეიცარია
საქმიანობა მოდელი, ტელეწამყავნი
სიმაღლე 180 სანტიმეტრი
ჯილდოები მის გურიაკო 2012;
მის ვენესუელა 2012;
მის სამყარო 2013

ისლერი კურთხევის ფონდის სამყაროს, ქალთა ჩართულობის გაზრდის მიზნით შექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაციის დამაარსებელია. 2018 წლიდან გაბრიელა ისლერი მის ვენესუელას დირექტორია.

ადრეული წლები რედაქტირება

ისლერი დაიბადა ვალენსიაში, ვენესუელაში, მაგრამ გაიზარდა და ისწავლა მარაკაიში. მას აქვს ხელოვნების ბაკალავრის დიპლომი მენეჯმენტისა და მარკეტინგის განხრით. მას აქვს შვეიცარიული და გერმანული ფესვები და ასევე ფლობს შვეიცარიის მოქალაქეობას. ბაბუამისი შვეიცარიელი იყო ლოზანადან.[1] მოდელის გვარი, ისლერი ცნობილი შვეიცარული გვარია. 14 წლის ასაკში გაბრიელამ სამოდელო კარიერა დაიწყო.[2]

კარიერა რედაქტირება

მის ვენესუელა 2012 რედაქტირება

ისლერი, რომელიც 180 სანტიმეტრის სიმაღლისაა პირველად მის გურიაკოს შესარჩევ კონკურსზე წარსდგა. მან ამ კონკურსში გაიმარჯვა და 24 ფინალისტს შორის მოხვდა. მის ვენესუელას შესარჩევ ღონისძიებაზე, რომელიც კარაკასში 2012 წლის 30 აგვისტოს ჩატარდა, ისლერმა გაიმარჯვა და მოიპოვა უფლება თავისი ქვეყანა მის სამყაროს სილამაზის კონკურსზე წარედგინა. ის გუარიკოს მეცხრე წარმომადგენელია, რომელმაც ეროვნულ კონკურსში გამარჯვება მოახერხა.

მის სამყარო 2013 რედაქტირება

ისლერმა ვენესუელა მის სამყარო 2013-ზე წარადგინა, რომელიც 9 ნოემბერს მოსკოვში, რუსეთში ჩატარდა. გამარჯვების შემდეგ ვენესუელელს გვირგვინი წინა წლის გამარჯვებულმა, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ოლივია კულპომ დაადგა. ის ვენესუელის მე-7 წარმომადგენელია, რომელმაც ამ საერთაშორისლო სილამაზის კონკურსში გამარჯვება მოახერხა. გამარჯვების შემდეგ ისლერი სხვადასხვა საერთაშორისო გადაცემებში მიიწვიეს.[3][4][5][6][7]

2013 წლის 10 ნოემბერს ისლერმა მონაწილეობა მიიღო იამამაის მილიონ დოლარიანი საცურაო კოსტუმების პრეზენტაციაზე სასტუმრო Crowne Plaza-ში, მოსკოვში. [8]

21 ნოემბერს მოდელმა წამყვანის როლი შეასრულა ლათინური გრემის დაჯილდოებაზე ლას-ვეგასში, ილია კურიაკსა და ვალდერამასთან ერთად.[9] ისლერმა მონაწილეობა მიიღო ელიზაბეთ გლასერის პედიატრული ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებაში, რომელიც ჰილარი კლინტონის პატივსაცემად ჩატარდა Best Buy Theatre–ში, 2013 წლის 3 დეკემბერს ნიუ-იორკში.[10]

4 დეკემბერს მან მონაწილეობა მიიღო როკფელერის ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების 81-ე ღონისძიებაზე, როკფელერის ცენტრში, ნიუ-იორკში.[11] 11 დეკემბერს მის სამყარო ვენესუელაში არაოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა შობის ოჯახთან ერთად გასატარებლად.[12]

მან იმოგზაურა ბალიში, ინდონეზიაში 7 იანვარს სადაც მან გადაიღო რეკლამა YOU•C1000-სთვის. 2014 წლის 17 იანვარს მოდელმა იმოგზაურა კანკუნში, მექსიკაში იამამაის ფოტოსესიაში მონაწილეობის მისაღებად ფადილ ბერიშასთან ერთად. 26 იანვარს ის კვლავ ეწვია ინდონეზიას მის ინდონეზიის შესარჩევად. 2014 წლის თებერვალში ისლერი დაესწრო ნიუ-იორკის მოდის კვირეულს. 2014 წლის 14 თებერვალს ის დაესწრო ვალენტინობის დღის სადილს რაშის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდასაჭერად.[13][14]

27 თებერვალს, 2014 წელს ისლერმა მონაწილეობა მიიღო მის რუსეთი 2014-ის პრესკონფერენციაში მოსკოვში მეგან იანგთან (მის მსოფლიო) და ელმირა აბდრაზაკოვასთან (მის რუსეთი) ერთად. მან მის რუსეტი 2014-ის შესარჩევ კონკურსზე ჟიურის როლი მოირგო.[15] 7 მარტს მან იმოგზაურა მაიამიში კადილაკის სამოდელო შოუში მონაწილეობის მისაღებად. 8 მარტს ისლერი დაესწრო ემინ აგალაროვის კონცერტს ასევე მაიამიში.[16] 24 აპრილს გაბრიელა ისლერმა წამყვანის როლი შეითავსა ბილბორდის ლათინური მუსიკალურ დაჯილდოებაზე მაიამიში დავიდ ჩოკაროსთან ერთად. ის ასევე დაესწრო Project Sunshine-ის საქველმოქმედო ღონისძიებაში ვალდორფ-ასტორიას სასტუმროში 29 აპრილს ნიუ-იორკში.[17]

2014 წლის სექტემბერში მოდელი შეუერთდა ნია სანჩესსა და ქეთრინ ლი გრაჰამს Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე ნიუ-იორკში. მოდის კვირეულზე ისლერმა გაიცნო მის სამყაროს ტიტულის მატარებლები, სტეფანია ფერნანდესი და დაიანა მენდოსა, რომლებიც ვენესუელელები არიან. ის ასევე დაესწრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლიდერების ფორუმს.

2015 წლის 25 იანვარს ისლერმა თავისი ტიტული პაულინა ვეგას, მის კოლუმბია 2014-სა და ახალ მის სამყაროს გადასცა მაიამიში, ფლორიდაში.

მის სამყარო 2013-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ გაბრიელა ისლერმა მოინახულა ქვეყნები: ავსტრია, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, კანადა,[18] კოლუმბია, კიურასაო, ჩეხეთი, დომინიკელთა რესპუბლიკა, ეკვადორი, ინდონეზია, მექსიკა, მაროკო, ფილიპინები, სლოვაკეთი, ვატიკანი, რუსეთი და ვენესუელა. ის არაერთხელ ესტუმრა ამერიკის შეერთებულ შტატებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „La Miss Univers 2013 a aussi la nationalité suisse“. Tribune de Genève. tdg.ch. October 11, 2013. ციტირების თარიღი: November 11, 2013.
  2. Gabriela Isler: the woman behind the Miss Universe 2013 title. gbtimes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 29, 2013. ციტირების თარიღი: November 26, 2013
  3. Entrevista a Miss Universe 2013, Gabriela Isler en TV en Marruecos - YouTube. YouTube. ციტირების თარიღი: September 13, 2014
  4. Gabriela Isler, special guests in Binibining Pilipinas 2014 - YouTube. YouTube. ციტირების თარიღი: September 13, 2014
  5. Rendezvous With Miss Universe 2013, Gabriela Isler 1/5 - YouTube. YouTube. ციტირების თარიღი: September 13, 2014
  6. Miss Universe 2013, Gabriela Isler en entrevista con @Mexico_Tv en su viaje a #Cancún - YouTube. YouTube. ციტირების თარიღი: September 13, 2014
  7. Twitter / MissUniverse: Don't forget to tune in tomorrow. Twitter.com. ციტირების თარიღი: 2013-12-03
  8. ILN6464. Moscow (Russian Federation), 10/11/2013.- Miss Universe 2013 Gabriela Isler (R) unveils the Yamamay Million dollar swimsuit as CEO of Yamamay company Gianluigi Cimmino (L) applauds at Crown Plaza hotel in Moscow, Russia, November 10, 2013. Gabriela Isler, Miss Venezuela 2013, won the beauty pageant Miss Universe 2013 in Moscow. Yamamay Million dollar swimsuit for Miss Universe 2013 is composed of 900 precious stones a value of almost 200 carats - diamonds, emeralds, rubies, white gold and hand sewn. EFE/EPA/SERGEI ILNITSKY | El traje de ¡un millón de dólares! en Miss Universo 2013 - Yahoo omg! En Español. Es-us.omg.yahoo.com (2013-11-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-12. ციტირების თარიღი: 2014-01-12
  9. María Gabriela Isler brilló en los Grammy Latino (+fotos). Noticias24carabobo.com (2013-11-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 2013-12-03
  10. Miss Universe Gabriela Isler attends Elizabeth Glaser Pediatric AIDS. Getty Images. ციტირების თარიღი: September 13, 2014
  11. Elizabeth Glaser Pediatric AIDS Foundation's 25th Anniversary Gala. Getty Images. ციტირების თარიღი: September 13, 2014
  12. María Gabriela Isler, Miss Universo 2013, viaja a Venezuela en visita no oficial | Venevision. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 30, 2015. ციტირების თარიღი: September 13, 2014
  13. Valentine's Day Luncheon to Benefit Rush's Education Programs - Facebook. ციტირების თარიღი: September 13, 2014
  14. CHCF's "Countdown to A Slice of Latin America" Gala - Facebook. ციტირების თარიღი: September 13, 2014
  15. Жюри 2019. ციტირების თარიღი: September 13, 2014
  16. http://www.bellezavenezolana.net/2014/Marzo/News/mar054.htm. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2021-02-25.
  17. Miss Universe Gabriela Isler attends the 11th Annual Project Sunshine... News Photo 487365891 - Getty Images. Getty Images. ციტირების თარიღი: September 13, 2014
  18. Meridiano. Greivis Vásquez y "Molly" Isler juntos en Toronto. ციტირების თარიღი: November 19, 2014