გაბეხაური თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ვაზის სახელწოდება დაკავშირებული უნდა იყოს ვინმე გაბეხაძის გვართან, რომელმაც ეს ჯიში გაავრცელა.

ერთ-ერთი უძველესი ქართული ჯიშია, მცირე ნარგავებადაა გავრცელებული იმერეთის ცენტრალურ ნაწილში.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, თითქმის მთლიანი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ თითქმის ოვალური. მომწვანო-მოყვითალო ელფერის. კანი უხეში აქვს, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი მკვრივი და წვნიანია.

გაბეხაური თეთრი საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლი-ვობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 174 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 150-175 გრამს შორის მერყეობს. საჰექტარო მოსავლიანობა 15.5-17.8 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9 გ/ლ-ს.

მიიღება საკმაოდ მსუბუქი, ხალისიანი და ენერგიული სუფრის თეთრი ღვინო. აქვს სასუფრე ყურძნის დანიშნულება და საინტერესოა სელექციური მიზნებისთვის.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 89