ბურდიანის სამაროვანი
ბურდიანის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბურდიანის განაპირას დასავლეთი. გამოვლინდა ხუთი ორმოსამარხი, რომლებიც XX საუკუნის შუა ხანებში შეისწავლა არქეოლოგმა ნინო ბერძენიშვილმა. ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს შუბისპირი და სატევარი. გამოვლენილი მასალის მიხედვით, სამარხი ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევარს განეკუთვნება.
მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფიცხელაური კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 85.