ბუზიკა — პატარა გარმონი (დამახინჯებული რუსული „музыка“), რომელსაც ლხინში ქალები უკრავდნენ.

აღწერა რედაქტირება

ბუზიკა არის მცირე ზომის გარმონი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქართველ მთიელთა შორის. მას საქართველოს ბარშიც იყენებენ. ბუზიკა უპირატესად ქალების კუთვნილი საკრავია და ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ხშირად მას ნიშნობის დროს მიართმევენ ხოლმე საპატარძლოს. ეს წესი საკმაოდ დიდი ხნის წინ დამკვიდრდა.

ბუზიკის გამოყენების არე საკმაოდ ფართოა. იგი სახალხო დღესასწაულებზე, ქორწილებსა თუ მეჯლისებზე ჟღერდა, რის გამოც, მისი რეპერტუარი სასიმღერო და საცეკვაო მელოდიებისაგან შედგება. ბუზიკას სოლო საკრავის სახით იყენებდნენ, მაგრამ ზოგჯერ ანსამბლშიც მონაწილეობს. იგი განსაკუთრებით ხშირად იხმარება დაირას, დიპლიპიტოსა და ფანდურთან ერთად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მერიდიანი, 2011

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება