ბუდა ბარის ალბომების სერია — ლაუნჯ, ჩილ აუტ და მსოფლიო მუსიკის ჟანრის კრებული, რომელსაც გამოსცემს ლეიბლი George V Records.

ამ სერიის დამფუძნებელია დიჯეი კლოდ შალე. მისივე შედგენილია კომპილაციის პირველი ორი დისკი. სერიის სხვა ალბომები შედგენილი იქნა სხვა დიჯეების მიერ, როგორებიც არიან დიჯეი რავინი, სემ პოპა და დევიდ ვისანი.

სერიაში ასევე გამოცემულია ალბომები "Buddha Bar Nature" და "Buddha-Bar Ocean", შექმნილი მუსიკოს არნო ელიასის მიერ. გამოცემებს თან ახლავს DVD დისკი ბუნების ხედებით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება