ბუბლიკი (რუს.: бублик, ქართ.: ბლითი, უკრ.: бублик, ბუბლიკ მრავლობითში ბუბლიკი) — აღმოსავლეთ ევროპული ტრადიციული პურის გადახვეული სახეობა. ეს არის საფუვრიანი ხორბლის ფქვილით დამზადებული ნაწარმი, რომელსაც გამოცხობამდე ცოტა ხნით ადუღებულ წყალში ყრიან. [1]

ბუბლიკი, ბარანკა და სუშკა

გავრცელებული სახელები და ტიპები რედაქტირება

ასეთი ბეჭდის ფორმის რულონების სახის კერძები დამახასიათებელია აღმოსავლეთ ევროპის სამზარეულოსთვის. უკრაინული ბუბლიკი აშკენაზის ებრაული ბაგელის მსგავსია, მაგრამ გარკვეულწილად უფრო დიდია და უფრო დიდი ხვრელი აქვს. ჩვეულებრივ, ბუბლიკებს უფრო მკვრივი და უფრო მარტივი დასაღეჭი ტექსტურა აქვთ, ვიდრე ბაგელს. რუსული ბარანკა (რუს. Баранка) ბეჭდის სტილის ცომით დამწადებული ნაწარმია, რომელიც უფრო თხელი და მშრალია ვიდრე ბუბლიკი. სუშკა (რუს. Сушка) ბუბლიკის კიდევ უფრო პატარა და მშრალი ტიპია, ზოგადად დაახლოებით 5 სმ ზომის და მეტად ხრაშუნა ტიპის.

რუსულ და უკრაინულ ენებზე ხშირად იყენებენ ბუბლიკს, როგორც ამ ტიპის ნებისმიერი ბეჭდის ფორმის პროდუქტის ზოგად სახელწოდებას. რუსულად ბარანკა ასევე გამოიყენება, როგორც მსგავსი ზოგადი ტერმინი, ხოლო „ბარანკას ტიპის პროდუქტები“ (Бараночные изделия) პროდუქტის კლასის ოფიციალური აღნიშვნაა. [2] ტერმინი, ობარინოკი (обарінок) ან ობვარინოკი (обварінок), ზოგჯერ გამოიყენება როგორც ბუბლიკის ან ბარანკის სინონიმი უკრაინულ ენაში. ბუბლიკი ან ბარანკა ბელარუსულად არის ცნობილი როგორც აბარანაკი (абаранак), ხოლო ლიეტუვურად რიესტიანის (riestainis) ან ბარონკოს (baronkos).

 
უკრაინული ბუბლიკი სეზამის მარცველბით

პოლონური ობვარზანეკი მზადდება იგივე ტექნოლოგიით, როგორც ბუბლიკი ან ბარანკა, მაგრამ მის ყველაზე გავრცელებულ ფორმას, ობვარზანეკ კრაკოვსკის, აქვს ნაქსოვი ბეჭდის ფორმა.

ისტორია რედაქტირება

ბუბლიკი პირველად ნახსენები 1610 წელს, ქალაქ კრაკოვის საზოგადოებრივ რეგულაციებშია.[3] ბაგელი პოლონეთის მასშტაბით გავრცელდა, სადაც მნიშვნელოვანი რაოდებონის ებრაელი მოსახლეობა ცხოვრობდა. კერძმა თანდათანობით მიაღწია უკრაინას სადაც მისი ახლანდელი ფორმა ჩამოყალიბდა. სიტყვა ბუბლიკი მიღებულია უკრაინულიდან რუსულ ენაზე, რომელშიც ბუბლიკი პირველად მოხსენიებულია მე-18 საუკუნეში. იგი მოხსენიებულია, როგორც „ხორბლის ბუბლიკი“ (бублик пшеничнои) ლექსებში ან ანბანური სიტყვის კრებულში, რომელიც რუსულიდან ჰოლანდურადაა ნათარგმნი იაკობ ბრიუსის მიერ, 1717 წელს, სანქტ- პეტერბურგში.

ბარანკა პირველად მოხსენიებულია რუსულ წყაროებში მე-17 საუკუნის ტექსტში. ვალდაი ივერსკის მონასტრის საბუღალტრო აღრიცხვის წიგნში 1665 წლის ჩანაწერში. მე-19 საუკუნეში ქალაქი ვალდეი ცნობილი იყო თავისი ბარანკით. [4] ვალდაი ბარანკი ახსენეს ცნობილმა მწერლებმა, როგორიცაა: ალექსანდრე პუშკინი, ალექსანდრე რადიშჩევი და სხვები.

 
ბუბლიკის, ბარანკასა და სუშკას ზომის შედარება

მომზადება რედაქტირება

ბუბლიკები მზადდება საფუარიანი ხორბლის ცომისგან, რომელიც ჩვეულებრივ შეიცავს რძეს, კარაქს და კვერცხის ცილას, რაც საკმაოდ ტკბილ მიქსს გვაძლებს. ყაყაჩოს თესლი არის პოპულარული დამატება ცომში, ისევე როგორც რამდენიმე სხვა შემავსებელი. მარილიანი ბუბლიკებისთვის რეცეპტიდან შაქარს იღებენ და ამის ნაცვლად უმატებენ გახეხილ ყველს და რამდენიმე წვეთ ხახვის წვენის.[5] ბუბლიკები, როგორც წესი, შეფუთულ მდგომარეობაში იყიდება. თითოეული შეფუთვა ათამდე ბუბლიკს მოიცავს.

ბელარუსში, რუსეთსა და უკრაინაში ბუბლიკებსა და ბარკანებს, როგორც წესი, განიხილავენ არა პურს, არამედ საკონდიტრო ნაწარმს, რომელსაც ჭამენ ჩაისა და ყავასთან ერთად. ბუბლიკის ცომი ზოგადად უფრო ტკბილი და მკვრივია, ვიდრე ბაგელის ცომის. ცომს, ჩვეულებრივსამებრ, ზემოდან კვერცხის გულს უსმევენ.

სქოლიო რედაქტირება

  1. Savella Stechishin (1989). Traditional Ukrainian Cookery. Trident Press, Canada. ISBN 0-919490-36-0
  2. http://docs.cntd.ru/document/1200103321 (
  3. Leo Rosten; Lawrence Bush (2010). The New Joys of Yiddish: Completely Updated. New York: Three Rivers Press. p. 23. ISBN 9780307566041.
  4. Баранки დაარქივებული 2020-02-18 საიტზე Wayback Machine. . დაარქივებული 2020-02-18 საიტზე Wayback Machine. In: В. В. Похлёбкин, Кулинарный словарь от А до Я. Москва, Центрполиграф, 2000, ISBN 5-227-00460-9 (William Pokhlyobkin, Culinary Dictionary. Moscow, Centrpoligraf publishing house, 2000; Russian)
  5. Savella Stechishin (1989). Traditional Ukrainian Cookery. Trident Press, Canada. ISBN 0-919490-36-0