იოსებ ბუაჩიძე

ქართველი გეოლოგი და ჰიდროგეოლოგი
(გადამისამართდა გვერდიდან ბუაჩიძე, იოსებ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუაჩიძე.

იოსებ მოსეს ძე ბუაჩიძე (დ. 2 სექტემბერი, 1907 — გ. 2006) — ქართველი გეოლოგი და ჰიდროგეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1950), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1961). საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1967). სკკპ წევრი 1927 წლიდან.

იოსებ ბუაჩიძე
დაბ. თარიღი 2 სექტემბერი, 1907(1907-09-02)
დაბ. ადგილი ფარცხნალი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 2006
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოლოგი და hydrogeologist
მუშაობის ადგილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ჯილდოები ღირსების ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი (1934). მუშაობდა „აჭარჰესის“ მშენებლობაზე, იყო „თბილჰიდროენერგოპროექტის“ საინჟინრო გეოლოგიური განყოფილების გამგე (1938), საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი (1951 წლიდან), ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიის კათედრის გამგე (1954-1974). საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი (1958-1973). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიური სექტორის დირექტორი. 1973 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ჩამოყალიბდა ჰიდროგელოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი სექტორი, შემდეგ ინსტიტუტი, რომლის დირექტორის მოვალეობასაც იოსებ ბუაჩიძე 1990 წლამდე ასრულებდა.

იოსებ ბუაჩიძის ავტორობითა და თანაავტორობით გამოიცა საინჟინრო გეოლოგიასა და ჰიდროგეოლოგიაში 7 მონოგრაფია, მათ შორის ერთი – ინგლისურ ენაზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული შრომა, ბევრი მათგანი — აშშ-ს, იტალიის, რუსეთის, უკრაინის, იაპონიის, ინგლისის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალებში. იოსებ ბუაჩიძეს შედგენილი აქვს 200-ზე მეტი დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური დასკვნა ქვეყნის სხვადასხვა ტიპის ნაგებობათა მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის შენარჩუნების მიზნით.

შეადგინა საქართველოს ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის რუკები და დარაიონების სქემები, გამოჰყო საქართველოს ტერიტორიაზე არტეზიული აუზების გავრცელების არეები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება