ბუადის ტბა (ინგლ. Buada Lagoon) — მცირედ მარილიანი, მტკნარწყლიანი ტბა ნაურუში. მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-დასავლეთში, ბუადის რაიონში. ტბის წყლის ზედაპირის ფართობი — დაახლოებით 30 ათასი მ². წყლის დონე ბუადის ტბაში დაახლოებით 5 მეტრით მაღალია წყნარი ოკეანის წყლის დონეზე, ტბის სიღრმე — 5 მეტრამდე. დღეისათვის ტბას ოკეანესთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, ძველად ის იყო ლაგუნა მარჯნის ატოლის ცენტრში. ტბის გარშემო არსებული ნაყოფიერი მიწა უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

ბუადის ტბა
ინგლ. Buada Lagoon
კოორდინატები: 0°32′06″ ს. გ. 166°55′20″ ა. გ. / 0.5350639° ს. გ. 166.9222889° ა. გ. / -0.5350639; 166.9222889
მდებარეობა ნაურუს დროშა ნაურუ
სიმაღლე ზღვის დონიდან
სიგრძე 0,28 კმ
სიგანე 0,14 კმ
ფართობი 0,03 კმ²
მარილიანობა მცირედ მარილიანი 
აუზის ფართობი 0,12 კმ²
ბუადის ტბა — ნაურუ
ბუადის ტბა

ტბა კუნძულზე, სადაც არანაირი მდინარე არ არსებობს, მტკნარი წყლის წყაროა, მაგრამ ის 13 ათასი ადამიანისთვის ვერ აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს, ამიტომ სასმელი წყალი შემოაქვთ ავსტრალიიდან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება