ბრავეს მესერიკრისტალთა სივრცობრივი მესრების სახე. პირველად დაადგინა ფრანგმა მეცნიერმა ო. ბრავემ 1848 წელს. მის მიერ წამოყენებული ჰიპოთეზის მიხედვით კრისტალთა მესრები აგებულია სივრცეში კანონზომიერად განლაგებული წერტილების — კვანძებისაგან სადაც მოთავსებულია ატომები. მესრების მიღება შეიძლება მოცემული წერტილების განმეორების შედეგად. პარალელური გადაადგილებით (ტრანსლაციით). ამ წერტილებზე სწორი ხაზებისა და სიბრტყეების გატარებით სივრცობრივი მესერი თანასწორ პარალელეპიპედებდ (ელემენტარულ უჯრედებად) დაიყოფა. არსებობს ასეთი მესრის 14 სახე, მათი საშუალებით დიდი სიზუსტით შეიძლება აღიწეროს ნებისმიერი კრისტალის სტრუქტურა. ბრავეს მესრები იყოფა 4 ძირითად ტიპად: პრიმიტიული (R და P), სადაც კვანძები (ატომები) მხოლოდ პარალელეპიპედის წვეროებშია განლაგებული; ბაზოცენტრირებული (C), სადაც ურთიერთსაწინააღმდეგო ორ წახნაგზე დამატებით კიდევ ორი კვანძია. ცენტრირებული (I), სადაც პრიმიტიულ ტიპს ცენტრში ერთი ატომი აქვს დამატებული, და წახნაგცენტრირებული (F), რომელსაც ყველა წახნაგზე თითო-თითო კვანძი (ატომი) აქვს.

ბრავეს 14 მესერი სინგონიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: ტრიკლინურში მხოლოდ პრიმიტიული (P) მესერი გვაქვს, მონოკლინურში — პრიმიტიული (P) და ბაზოცენტრირებული (C), რომბულში მესრის ოთხივე (P, C, I და F) ტიპი გვხვდება, ტეტრაგონურში (P, I), ტრიგონურში (R), ჰექსაგონურში მხოლოდ ბაზოცენტრირებული (C) მესერი, კუბურ სინგონიაში კი მესრების პრიმიტიული (P), ცენტრირებული (I) და წახნაგცენტრირებული (F) ტიპები.

ბრავეს 14 მესერი
სინგონიები კრისტალთა მესრის ტიპები
პრიმიტიული
(Primitive) (P)
ბაზოცენტრირებული
(Base-centered) (C)
ცენტრირებული
(Body-centered) (I)
წახნაგცენტრირებული
(Face-centered) (F)
ტრიკლინური Triclinic
მონოკლინური Monoclinic, simple Monoclinic, centered
რომბული Orthorhombic, simple Orthorhombic, base-centered Orthorhombic, body-centered Orthorhombic, face-centered
ტეტრაგონური Tetragonal, simple Tetragonal, body-centered
ტრიგონური Rhombohedral
ჰექსაგონური Hexagonal
კუბური Cubic, simple Cubic, body-centered Cubic, face-centered

ლიტერატურა

რედაქტირება