ბოტსვანის ისტორია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბოტსვანის ისტორია იწყება მილიონი წლის წინანდელი ძველი ქვის ხანის დასახლებებიდან, გრძელდება ბანტუს ტომების მიგრაციით და ბეჩუანალენდის ბრიტანული პროტექტორატით 1966 წლამდე, ვიდრე ბოტსვანამ დამოუკიდებლობა არ მოიპოვა.

წინარეისტორია

რედაქტირება

კალაჰარის უდაბნოში ჯერ კიდევ ძველი ქვის ხანაშია ადამიანის ნასახლარი აღმოჩენილი.[1] ნასახლარები აგრეთვე აღმოჩენილია მეზოლითისა და ნეოლითის ხანაში.[1] ბოტსვანის პირველი მოსახლეები იყვნენ ბუშმენები და მათთან დაკავშირებული ჰოტენტოტები. ქრისტეშობამდე დაახლოებით 3000 წლის წინ დაიწყო ბანტუელთა მიგრაცია დასავლეთ აფრიკიდან. როგორც დღესდღეობით ცნობილია, მიგრაციის მიზეზი კლიმატის ცვლილება იყო. დაახლოებით 190 წლისთვის ბანტუელი მოსახლეობის განსახლების ზონა მდინარე ზამბეზის სამხრეთით გადადის და თანამედროვე ბოტსვანის ტერიტორიას იკავებს.

წინაკოლონიალური ისტორია

რედაქტირება

650 წლისთვის თანამედროვე ბოტსვანას ტერიტორიაზე არსებობდა ტოუტსვეს სახელმწიფო, რომლისთვისაც დაახლოებით 1050 წლისთვის აყვავების ხანა დადგა; სახელმწიფომ არსებობა მე-15 საუკუნემდე განაგრძო. ქვეყნის ეკონომიკური ძლიერება ძირითადად მესაქონლეობაზე იყო დაფუძნებული, ეს იყო წარმოების დარგი, რომელიც რეგიონულ მნიშვნელობას ანიჭებდა ქვეყანას.[1]

გამოყენებული ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 ბოტსვანის ისტორია ძვ. წ. 1 000 000 წლიდან ახ. წ. 1700 წლამდე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-04. ციტირების თარიღი: 2017-10-15.